გაზეთ ''ახალგაზრდა იურისტის" განვითარებისა და მიღწევების ახალი ეტაპი 2003 წლიდან - დღემდე უშუალოდ დაუკავშირდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტ არჩილ კაიკაციშვილის სახელს, რომელიც სარედაქციო შემადგენლობაში სხვადასხვა დროს იყო გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის“ კოლეგიის წევრი (2003 წ.) მთ. რედაქტორის მოადგილე (2004 წ.) მთავარი რედაქტორი (2005 წ) და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე 2005 წლიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე. მისი ხელმძღვანელობის დროს, გაზეთმა განამტკიცა დამოუკიდებლობა, განახორციელა სტრუქტურული და შინაარსობრივი დახვეწა, საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივებსა და წამოწყებებს. რედაქციამ მიიღო თავისი სამოქმედო დებულება. (2005-სა და 2007 წელს); ჩამოყალიბდა სარედაქციო კოლეგია და საკორესპონდენტო კორპუსი, გაიზარდა გაზეთის ტირაჟი, ბეჭდვური გამოცემა გახდა ფერადი, დაფუძნდა გაზეთის ელექტრონული გვერდი (2006 წ), რომელიც თვისობრივად განახლდა 2008 წელს; გაზეთის გავრცელება დაიწყო ისტებლიშმენტის სიით, ტრადიციულ ღონისძიებად დაწესდა გაზეთის სარედაქციო წევრთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი „ნომინანტები და ნომინაციები,“ მოქმედება დაიწყო სარედაქციო პროგრამამ - `ერთი ფაკულტეტის გაზეთი საუნივერსიტეტო გაზეთი ხდება,“ გაზეთი აღიჭურვა სამუშაო ოთახით, კომპიუტერული ტექნიკით, დამყარდა ახალი კავშირ-ურთიერთობები სხვა სტუდენტურ თუ იურიდიული პროფილის ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, გაზეთის გამოცემისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა ავტონომიური სტატუსით აისახა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ყოველწლიურ ბიუჯეტში, საუნივერსიტეტო სინამდვილეში განხორციელდა სოციოლოგიურო კვლევები, საზოგადოებრივი დებატები, კულტურული თუ სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებები. 2007 წლის 21 მარტს გამორჩეულად აღინიშნა გაზეთის ათი წლის იუბილე. დაიწერა გაზეთის ჰიმნიც. გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის“ 2007 წლის 20 ოქტომბრის ახალი სამოქმედო დებულების მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, გაზეთის საპატიო წევრად ერთპიროვნულად ჩაითვალა გაზეთის (ვებ-გვერდის) დამფუძნებელი, რომელიც რედაქციაში ისარგებლებს მუდმივი სათათბირო ხმის უფლებით, წარმოადგენს მუდმივ სრულუფლებიან წევრს, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის გარემოებაც იურიდიული ფაქტი – მოქმედება და ხდომილემაა. არჩილ კაიკაციშვილი 2007 წლის ოქტომბრიდან გაზეთის ელექრონული გვერდის ხელმძღვანელია. იგია გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის“ ახალი სტუდენტური პროექტის: `შენი ახალი სიტყვა“ - ფარგლებში მომზადებული ახალი ახალგაზრდული 24-გვერდიანი გაზეთ `თსუ თიმეს“ – ის იდეისა და მიმართულების ავტორიც, რომლის პრეზენტაციაც 2008 წლის 17 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.