ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 13 » რა იქნება ხვალ? ანუ ყველას როდი ძალუძს დავითობა
რა იქნება ხვალ? ანუ ყველას როდი ძალუძს დავითობა
3:40 PM

ეს ქვეყანა, ადამიანთა ყოფა-ცხოვრება და, საერთოდ, სიცოცხლე მუდმივ განახლებას განიცდის. ძველი მიდის და გზას უთმობს ახალს-უფრო მშვენიერსა და ლამაზს, წარმტაცსა და სიცოცხლით სავსეს. განახლების ეს მარადიული პროცესი დიდ რუსთაველზე უკეთ არავის გამოუხატავს, როცა უკვდავი სიტყვებით გაგვაფრთხილა: "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა."
მოვა და მოგვიტანს არა მარტო ახალ სილამაზესა და სიხარულს, არამედ დიდ საზრუნავ-საფიქრალსაც, რაც, ბუნებრივია, ქვეყნისა და ხალხის სასიკეთო მომავალთანაა დაკავშირებული, ჩვენც მუდამ მოუთმენლად ველით და შევყურებთ განათლების ყოველ ციკლს, რათა დროულად გავიგოთ და იმედიანად შევძახოთ: "ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!"
კაცობრიობას დასაბამიდან, მუდამ აწუხებდა ფიქრი ხვალინდელ დღეზე. სწორედ ეს არ ასვენებდა და საგონებელში აგდებდა არა მხოლოდ ერის თავკაცებს, არამედ უბრალო მოკვდავთაც კი. ასე, რომ ნურავის გაუკვირდება თუ ჩვენც გვაწუხებს იგივე და სიამოვნებით ვინტერესდებით: რა, რა იქნება ხვალ?!
სამწუხაროდ, ამ ოპტიმისტურად, ენთუზიაზმით წამოძახილის, თითქოს წამიერად, მძიმე სასიცოცხლო პირობებით გამაძღარი სკეპტიციზმი ეხმაურება, შეფარული ღიმილითა და ასპიტური სისინით ეკითხება: "რა გეხვალება, როცა ჯერ თანადროულობა ვერ დაგილაგებია?" და იწყება მეტად არასასიამოვნო ჭიდილი დაუძლურებულ ოპტიმიზმსა და ძალაშთაბერილ სკეპტიციზმს შორის... ჰმ, უყურეთ ამ ონავარს! სკეპტიციზმი დაწინაურდა, რატომღაც იგი იმარჯვებს, რადგან...
_რადგან თითქმის ყოველდღე რადიო-პრესა-ტელევიზია საჩუქარივით მოგვახლის ახალი ყაჩაღობის, მკვლელობის, ადამიანთა გატაცების შესახებ...
_რადგამ მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია საქართველოს ძირძველი და განუყოფელი მხარეების-აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე...
_რადგან ულუკმაპუროდ დარჩენილმა უცხოეთში მიგრირებულ ქართველთა რიცხვმა, ლამისაა საქართველოს მოსახლეობას გადააჭარბოს...
_რადგან ქუჩები, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ისევ სავსეა ხელგაწვდილებით, გაჭირვებულებით, მათხოვრებით, მშიერ-მწყურვალე ბავშვებით...
სწორედ ამის გამოა, რომ უნდობლობაა გამეფებული, სწორედ ამის გამოა, რომ უკვე აღარავის სჯერა წარმატებული ქვეყნის ხილვისა, სწორედ ამის გამოა, რომ სკეპტიციზმი ასე იოლად სჯაბნის თავის მეტოქეს, წინ მიიწევს და საბოლოო გამარჯვებას ელოდება, მაგრამ არა! არ დაგვავიწყდეს, რომ ოპტიმისტური შეხედულებებით გულანთებულებს შეგვიძლია სამშობლოს ხსნა და გადარჩენა, რომ უსასოობა მხოლოდ უკანსვლის მოციქულია, რომ არამცდაარამც არ უნდა მივეცეთ პესიმიზმს.
ანდაც რატომ ვხუჭავთ თვალებს იმის დასანახად, რაც უკვე გაკეთდა და იმედით გვავსებს? ქვეყანა ერთ დღეში ვის აუშენებია. ნუ ვედრებით აღმაშენებელს. ჩვენი მცირე წვლილითაც შეგვიძლია ქვეყნის ძლიერების განმტკიცება. ყველას როდი ძალუძს დავითობა. ასე რომ იყოს, მაშინ მშობლიური ცა მუდამ დავითის ხმლის ელვარებითა და თამარის ღიმილით იქნებოდა განათებული. უნდა ვიამაყოთ და თავი მოვიწონოთ იმითაც, რაც ასე მოკლე დროში გაკეთდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ მომავლის ნათელი რწმენით გულაგიზგიზებულ ადამიანებს შეუძლიათ ლამაზი ხვალინდელი დღის გამოქანდაკება. ასეთია ოპტიმისტის ბუნება, რომლის წინაშე უძლურია ურწმუნოება, უიმედობა. კარგად ჩავიბეჭდოთ და დავიმახსოვროთ, რომ სანამ ხვალეზე მოფიქრალი ახალგაზრდები დააბიჯებენ, აზროვნებენ და მოქმედებენ, ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერია... და, ამის გამგონე სკეპტიციზმი კი ადგილზე გაქვავდა, დაპატარავდა, ბურთივით დამრგვალდა, გაგორდა და სადღაც მიიმალა. მიიმალა, მაგრამ არ გამქრალა. ამჯერად დაწინაურებულ ოპტიმიზმს დაუდგა მოპაექრედ, იმ იმედით, რომ კვლავ დაბრუნდებოდა მისი დრო. მწარედ შეცდა. ალბათ არ იცის, რომ ოპტიმიზმით სავსე გაბრწყინებული თვალებით შევსცქერით მომავალს და აღარ მოვექცევით მისი გავლენის ქვეშ. რატომ? ასეთი რა იქნება ხვალ?
"_არა განსაკუთრებული არაფერი... უბრალოდ ედემივით აყვავებული ქვეყანა, მომღიმარი სახეები, საყოველთაო ბედნიერება და დიდი სიხარული. მეტი არაფერი..."
_აუუუუ, მეტი განსაკუთრებული აბა რაღა უნდა იყოს..."
_აჰა, მიხვდა?
_დიახ, მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა მის არსებობას.
და გაუჩინარდა სკეპტიციზმიც...
ეს მოწოდებაა ხალხნო, რომელიც როგორც იწერება ასევე ზღაპარივით არ ხორციელდება. მისთვის თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი ქცევაა საჭირო, შრომამდე კი შესაფერისი სწავლა საფუძვლიანი ცოდნის დაუფლება, ჩვენს მიერ არჩეული პროფესიების კარგ სპეციალისტებად ქცევა, რათა სწორედ ახალგაზრდა თაობები წარმოვჩინდეთ ხვალინდელი დღის აქტიურ და ჯეროვან მშენებლებად. ეს ხომ ძალზე რთულია? დიახ, მეტად რთულიც, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთოთ, რადგან აღმაშენებლის, შოთაის, ექვთიმე ტაყაიშვილის, ილიას მემკვიდრეებს იგი აშკარად ძალგვიძს, ნამდვილად შეგვიძლია...
და მაინც მტკიცედ მჯერა- "ყველაფერი სასიამოვნო იქნება ხვალ!"

ნანახია: 1196 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 6
6 ninuci  
0

5 dako  
0
bash flower sick

4 dako  
0
happy surprised wacko sad dry

3 dako  
0
biggrin

2 dako  
0
smile

1 dako  
0
tongue :P

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz