მთავარი » 2008»აპრილი»14 » ბოლივიის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად ფეხბურთი მთაში ითამაშა
ბოლივიის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად ფეხბურთი მთაში ითამაშა
4:52 PM
ბოლივიის პრეზიდენტამა ევო მორალესმა ფიფას გადაწყვეტილების საწინაღმდეგოდ ფეხბურთის მატჩი 6 000 მეტრზე ითამაშა.
15- წუთიანი ბლიც-მატჩი ანდების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე
გაიმართა, სადაც ბოლივიის ლიდერი ვერტფრენით თავის თანამოაზრეებთან ერთად
ჩაფრინდა.
ეს რადიკალური ნაბიჯი ბოლივიის პრეზიდენტს, რომელიც ფეხბურთის დიდი
გულშემატკივარია, ფეხბურთის საერთაშორისი ფედერაციის გადაწყვეტილებამ
მიაღებინა, რომლის მიხედვითაც, ზღვის დონიდან 2005 მეტრზე ფეხბურთის
მატჩების ჩატარება იკრძალება.
„სადაც შესაძლებელია სიყვარულით დაკავდე,იქფეხბურთის თამაშიც
შეიძლება“-განუცხადა ჟურნალისტებს მორალესმა მატჩის დასრულების შემდეგ.
აგრეთვე, მისი განცხადებით, პარასკევს, 15 ივნისს, ის პარაგვაიის
დედაქალაქში ჩაფრინდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფეხბურთის
სამხრეთამერიკული კონფედერაციის ყრილობაში, რომელზეც განხილული იქნება
ფიფას გადაწყვეტილება.