საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ ტურინიდან
წასვლის შესახებ ჭორებს წერტილი დაუსვა. ფრანგმა ფორვარდმა „იუვენტუსთან“
ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2011 წლამდე დარჩა.
„მოხარული ვარ, რომ „იუვენტუსში“ კიდევ ოთხი წელი ვითამაშებ. ეს
გადამწყვეტი ნაბიჯია ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში. კლუბმა ჩემთვის ძალიან
ბევრი გააკეთა, ამიტომ მსურს აქ დარჩენა და თამაშის გაგრძელება“-განაცხადა
ტრეზეგემ.