მთავარი » 2008»აპრილი»14 » კახი კალაძე სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას გეგმავს
კახი კალაძე სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას გეგმავს
4:57 PM
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი და იტალიის “მილანის”
ფეხბურთელი კახი კალაძე სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში
წასვლას გეგმავს.
ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო
საშუალებები იტყობინებიან. მათივე ინფორმაციით, ფეხბურთელის კარიერის
დასრულების შემდეგ კალაძე 4-5 წლით აშშ-ში გაემგზავრება, სადაც დამატებით
განათლებას მიიღებს, რის შემდეგაც პოლიტიკურ მოღვაწეობას დაიწყებს.
როგორც სპორტსმენმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური საქმიანობა საქართველოს დაუკავშირდება.
კახი კალაძე 29 წლისაა და მისი კონტრაქტი “მილანთან” 2010 წელს იწურება.