ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 10:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 14 » პორტუგალიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება გამოავლინეს
პორტუგალიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება გამოავლინეს
4:59 PM
სამყაროს ახალი შვიდი საოცრების გამოვლენის იდეა ხელოვნებათმცოდნესა და მოგზაურ ბერნარდ ვებერს ეკუთვნის, რომელის ინიციატივას – მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო ალტერნატიული ახალი შვიდი საოცრების შესახებ, სულ ახლახანს, პორტუგალის ქალაქ ლისაბონში მოუწია ახდენა. ბერნარდ ვებერმა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების გამოვლენის თხოვნით საზოგადოებას ინტერნეტსაიტით მიმართა. არჩევა დაეფუძნა ერთადერთ პირობას – ობიექტი 2000 წლამდე უნდა ყოფილიყო. თითქმის ერთწლიან ამ წამოწყებას, რომელსაც მხარდაჭერა იუნესკომაც გამოუცხადა, პლანეტის 100 მილიონი ადამიანი გამოეხმაურა. სულ შეთავაზებული იყო ამოსარჩევი 200 ობიექტი, აქედან ჟიურიმ 21 ფინალისტი გამოყო, ხოლო საბოლოოდ, შვიდი გამარჯვებულიც გამოვლინდა. ახალი შესანიშნავი შვიდეული ასე გადანაწილდა: 1. ჩინეთის დიდი კედელი; (ჩინეთი); 2. ჩიჩენ-იცა; (მექსიკა); 3. მაჩუ-პიკჩუ; (პერუ); 4. კოლიზეუმი; (რომი, იტალია); 5. თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი; (ინდოეთი); 6. ქალაქი პეტრა; (იორდანია) და 7. ქრისტეს ქანდაკება რიოში (ბრაზილია)

ჩინეთის დიდი კედელი დღესაც ჩინეთის სიმბოლო და მისი სახელოვანი წარსულის გამომხატველია, რომლის მშენებლობაც ქ-მდე III საუკუნეში დაიწყო იმპერატორ ცინ შიჰუანდის მმართველობის დროს, რომელიც ჩინეთის გამაერთიანებელი იყო. კედლის მშენებლობაში მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რომლის დანიშნულებაც ჩინური ცივილიზაციისა და მოსახლეობის დაცვა იყო. მექსიკური ჩიჩენ-იცა იუკატანის ნახევარკუნძულზე მაიას ტომის ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი VII საუკუნის კულტურული ცენტრია. აქ აღმოჩენილმა ბურთის სათამაშო ყველაზე დიდმა მოედანმა ხაზი გაუსვა, რომ მექსიკა ფეხბურთის სამშობლოა. მაჩუ-პიკჩუს `ინკების დაკარგულ ქალაქსაც” უწოდებენ, რომელიც 1440 წელს დაარსდა, მაგრამ ისტორიიდან ცნობილია, რომ 1532 წელს ქალაქი მოსახლეობამ გაუგებარი მიზეზით დატოვა. მაჩუ-პიკჩუ 1911 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ხაირე ბინგჰემმა აღმოაჩინა. იტალიის მშვენებას წარმაოდგენს ამფიტეატრი კოლიზიუმი, რომელიც რომის იმპერიის ცოცხალი მატიანეა. აქ იმართებოდა გლადიატორთა შერკინებანი, ასევე სადამსჯელო წარმოდგენები. სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი ინდოეთში, რომლის მშენებლობაც 22 წელი გაგრძელდა. ის იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა საყვარელი მეუღლის საპატივცემულოდ ააშენა. დედოფალი ახალგაზრდა - 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1658 წელს კი შაჰ-ჯაჰანი მისმა ვაჟიშვილმა ტახტიდან ჩამოაგდო და დაატყვევა. იმპერატორს ანდერძი შეუსრულეს და საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. კლდეში გამოკვეთილი ბიბლიური ქალაქი პეტრა ნაბათის სამეფოს დედაქალაქი იყო, რომლის სასახლეები, ტაძრები და ანტიკური თეატრი ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო რაც შეეხება 30-მეტრიან ქრისტეს ქანდაკებას რიოში, მისი აღმართვის იდეა XIX საუკუნეში პორტუგალიის პრინცესა იზაბელს ეკუთვნის. ქანდაკება კორკოვადოს მთაზეა აღმართული და ქრისტიანობის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

აი, ასეთია პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში სულ ახლახანს გამოვლენილი მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების დასახელებებიც და მათი მოკლე ისტორიაც. პორტუგალიაში ამ მოვლენის აღსანიშნავად მომღერალი ჯენიფერ ლოპესიც კი ჩავიდა და მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური სიმღერაც შეასრულა.

რამდენად საგულისხმო იქნება ისტორიკოსებისთვის მოცემული მასალა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ნანახია: 1941 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz