ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 3:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 14 » სად ისვენებს გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” წევრები
სად ისვენებს გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” წევრები
5:08 PM
   შემოქმედებითად დატვირთული საგაზეთო ცხოვრებისა და წარმატებული სასწავლო წლის შემდეგ, საიუბილეო მეათე წელს გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედკოლეგიის წევრები განტვირთვასა და დასვენებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აპირებს. თითოეულ მათგანს უკვე შერჩეული აქვს საყვარელი ადგილი და აგარაკი.

გაზეთის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი მთელი ივლისი თბილისში, თაკარა მზეს ემალებოდა, თუმცა საამისო მიზეზიც საფუძვლიანი იყო. მან სავალდებულო 18-დღიანი სარეზერვო მომზადება გაიარა კოჯორში, სადაც კი გრილოდა, მაგრამ რთული დატვირთვის პირობებში, ეს მცირედი შვება თუ იყო ბიჭებისათვის. გაზეთის თავი დარჩენილ საზაფხულო პერიოდს მშობლიურ კუთხეში, ქობულეთში გაატარებს და `დაზაგრდება.”

გაზეთის მთავარი რედაქტორი მარიკა არევაძე აგვისტოს ნახევარს საგურამოში გაატარებს, შემდეგ კი აჭარაში დაჰყოფს. ჯერ ბათუმში დაისვენებს, ხოლო სექტემბრიდან ქობულეთში აპირებს გააგრძელოს საზაფხულო არდადეგები.

გაზეთის მთ. რედაქტორის მოადგილეები თამუნა მამფორია და მარი ასანიშვილი მშობლიურ კუთხეებში ატარებენ დროს. მარი კახეთში, საკუთარ სოფელში ისვენებს, თამუნა კი ზუგდიდში. მონატრებული მეგობრები ერთნამეთს აგვისტოს მიწურულს ქობულეთში შეხვდებიან. მარი აუცილებლად დაწერს რამდენიმე საინტერესო სტატიას.

გაზეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უკვე ისვენებს სიონში, შემდეგ მოინახულებს სვანეთსა და ბორჯომს, ბოლოს კი ზღვაზე გაემართება. რაც შეეხება შემოქმედებას, ამ მხრივ, თიკო არ აპირებს რაიმე საქმიანობაში აქტიურად ჩაბმას.

დარინა დავითაძემ უკვე დაისვენა ახალციხეში ბებიასთან. შემოქმედებით მუშაობას იგი კვლავინდებურად აგრძელებს.
ნინო ბარქაია ტრადიციულად ზუგდიდში იმყოფება ბებიასთან, იქიდან კი მზიან ურეკში გაემართება. შემოქმედების მხრივ კი სრულ განტვირთვას აპირებს.

მარიამ კალაძე, სხვებისაგან განსხვავებით, ამ ზაფხულს დასვენებას ვერ ახერხებს, რადგან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში პრაქტიკას გადის. თავისუფალი დროის არქონის გამო, მარი შემოქმედების მხრივაც შეჩერებულია.

თათა ქართლელიშვილი ცხელ ზაფხულს გრილ მთაში გაატარებს, ხოლო შემოქმედებითად დასვენებას აპირებს.

ვალერი ოთხოზორია ზაფხულში მშობლიურ სამეგრელოს მიაშურებს, შემდეგ ზღვაზეც გაემართება. შემოქმედებითად დასვენებას აპირებს, რადგან დრო უნდა დაუთმოს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა თევზაობა. იგი აპირებს დიდი და ბევრი თევზის ჭერას, ასევე – მაქსიმალურ განტვირთვას.

ნინო ქობალიაც, შესაბამისად, სამეგრელოში დაისვენებს ბებიასთან, ასევე მოინახულებს ზღვას, გაატარებს დროს საზაფხულო ბანაკში და ბოლოს, გაემართება მთაში, მაგრამ სვანეთსა თუ თუშეთში, ჯერ არ გადაუწყვეტია. დედაქალაქში დაბრუნებული აუცილებლად ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს სტატიაში.

ლიკა კობალაძე ქობულეთში დაისვენებს. შემოქმედებას რაც შეეხება, საგაზეთო სტატიებს ნაკლებად, მაგრამ პირად ჩანახატებს კი ნამდვილად გააკეთებს.

ცოტნე მურღულია უკვე ისვენებს საირმეში. შემოქმედებით წერას არ აპირებს, მაგრამ დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ავტორთა ნაშორმების გაცნობა.

ნონა ზუბიტაშვილი ზღვაზე მიემართება დიდი ჩემოდანი წიგნებით, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა. ნონა შემოქმედების მხრივ პაუზას იღებს.

ლევან მჭედელაძე უკვე ეწვია რაჭას, მოინახულებს ხონს, შემდეგ ქობულეთსა და სვანეთს. აუცილებლად აპირებს უცხო ენებში წამეცადინებას, ასევე ჩანახატების გაკეთებას და რამდენიმე ლექსის შექმნას.

მარი ლაზარიაშვილი კახეთში, მშობლიურ საგარეჯოში დაისვენებს. ასევე მშობლიურ კუთხეში, წაღვერში აპირებს ზაფხულის გატარებას ლაშა გელაშვილიც.

აი, ეს არის ის ძირითადი მარშრუტები, რომლებსაც გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედკოლეგიის წევრები გაივლიან ამ ზაფხულს.
ნანახია: 1342 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 4
4 adjareli  
0
chamodit batumshi.......... gelodebit gashlili xelita da tsrfeli gulit......................... happy

3 Mzia  
0
Auuuuuu Archili ra sexi ikneba dazagruli !!!!!!! archili Gazetis SEXSimboloa!!
( sheidzleba mec mivigo gazetis tevrebtan ertad qobuletshi collectiur sexshi monatsileoba?)

2 jinchuka  
0
xooo, bebisatn, qobuletshi da a.sh. moklet paezdkebi kargi gaqvt. mere isic daweret ra shtabechdilebebit dabrundebit, vin ramden tvezs daichert am zapxuls da romeli uketesad "dazagrdeba" smile

1 Mzia  
0
weekendic amas qvia sruli inglisuri mnishvnelobit biggrin . magram ra ver gamigia icit? ristvis moetrevit chem qobuletshi?... ra koleqtiur-sexss apirebt?? me amas ver davushveb.... B).

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz