ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 3:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » Colgate –ის აქციაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ
Colgate –ის აქციაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ
2:43 PM
საქართველოში ყველასათვის ცნობილი ფირმა ცოლგატე უკვე მრავალი წელია არსებობს და მრავალ სიახლეს სთავაზობს მის მომხმარებელს.ვ აღნიშნულ ფირმას სტიპენდიანტთა ჯგუფიც ჰყავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ერთ-ერთ პროექტთაგანს წარმოადგენს სახალისო აქცია-სემინარები, რომელიც პირის ღრუს სწორად მოვლის დანერგვას ემსახურება. გაზეთი ერთ-ერთ სტიპენდიანტ, ილია მესხიშვილს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამგვარი სემინარების ჩატარება, განსაკუთრებით ბავშვებში, კარგ შედეგს გამოიღებს.

Colgate-ის სტიპენდიანტთა 6 კაციანი ჯგუფი უკვე ერთი წელია სკოლებში სემინარებს ატარებს დაწყებით კლასებში. წახალისების მიზნით ცოლგატე მათ სათამაშოებს, სურათებსა და სხვადასხვა ნივთებს ჩუქნის საბოლოოდ კი მშობლებიც მადლიერნი რჩებიან.

მოგვიანებით აღნიშნული პროექტის განხორციელება უპატრონო ბავშვთა სახლებში დაიწყო. ვინაიდან პირის ღრუს სწორად მოვლის დონე მეტად დაბალია, ყველაზე დიდი შრომა სტუდენტებს აქ დასჭირდათ.
სემინარები, რომლებიც ბავშვებს პირის ღრუს მოვლას ასწავლის დაახლოებით 2 საათს გრძელდება და მეტად სახალისოა. ვინაიდან სტუენტებთან ერთად მონაწილეობას “ზღაპრის გმირებიც” იღებენ.

სემინარის დასასრულს კი ბავშვებს სპეციალურ პლაკატებს ურიგებენ, სადაც ზედმიწევნითაა აღნიშნული თუ როგორ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები.

სტიპენდიანტთა ჯგუფი გარდა თბილისისა, პერიოდულად რეგიონებსაც სტუმრობს.
საუბრისას ილიამ აღნიშნა, რომ სტიპენდიანტთა მიზანია ასწავლონ ბავშვებს პირის ღრუს სწორი მოვლა, რაც მეტად დაბალია დღესდღეობით საქართველოში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ.
ნანახია: 1049 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz