ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 7:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » საქართველოს ერთიანი სტუდენტური ეროვნული გაერთიანება ევროპის სტუდენტურ ეროვნულ გაერთიანებაში გაერთიანდა (ESIb)
საქართველოს ერთიანი სტუდენტური ეროვნული გაერთიანება ევროპის სტუდენტურ ეროვნულ გაერთიანებაში გაერთიანდა (ESIb)
2:44 PM
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მაისის თვეში იმყოფებოდა წყალტუბოში, სადაც შეკრებილნი იყვნენ საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. სტუდენტურ თვითმმართველობებს ჩაუტარდათ სემინარ-თრეინინგი, თემაზე - სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, "ახალგაზრდა იურისტი" ესაუბრა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტს ირაკლი მეგრელიშვილს. მასთან საუბრისას ცნობილი გახდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. კერძოდ, საქართველოში შექმნილია ერთიანი სტუდენტური ეროვნული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა სტუდენტურ თვითმმართველობას და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ერთიანი სტუდენტური ეროვნული გაერთიანება გაერთიანდა ევროპის სტუდენტურ ეროვნულ გაერთიანებაში (ESIB). ეს მოხდა ლონდონში, სადაც იმყოფებოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი. ირაკლი მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს მხარი დაუჭირა ევროპის ყველა ქვეყანამ, მაშინ როცა ერთიან სტუდენტურ ეროვნულ გაერთიანებაში გაერთიანება ვერ მოახერხა უკრაინამ და თურქეთმა.

- ირაკლი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ESIB-ში გაერთიანება?
- უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმა და ბოლონიის პროცესი ითვალისწინებს ამ ყველაფერს და ESIB-ში შესვლა ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტში ყველაფერი ნელ-ნელა წინ და წარმატებით მიდის. ამისთვის სტუდენტებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. Aმდენად, ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი განვითარებისათვის.

- დავუბრუნდეთ ჩვენ თემას, რა დატვირთვა ჰქონდა წყალტუბოში ჩატარებულ სემინარ-თრეინინგს?
- სემინარზე გვიხსნიდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სწორად წარმართვა, რომ მუშაობა არ უნდა იყოს სპონტანურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. როცა ხელმძღვანელობ ამხელა ორგანიზაციას, უნდა შეგეძლოს ყველაფრის სწორად გათვლა.

- თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობიდან რამდენი წარმომადგენელი იყო სემინარზე?
_ ჩვენგან წასულები ვიყავით ოთხნი. მე, გაგა ხაბულიანი, გიგა კერესელიძე და სალომე ბენიძე, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ თემა საკმაოდ ნაცნობი იყო ჩვენთვის, რადგანაც ჩვენ გვაქვს ოთხწლიანი გამოცდილება. ვფიქრობ მსგავსი ტიპის თრეინინგები საჭიროა მათთვის, ვინც ახალია და შესაბამისად, გამოუცდელიც. სემინარი მათ მისცემს ცოდნას, რომელიც გამოადგებათ მომავალ საქმიანობაში.

კარგი იქნება თუ მსგავსი ტიპის სემინარები მიიღებს ტრადიციულ სახეს და ჩაუტარდებათ ახალ თვითმმართველობებს.
ნანახია: 986 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz