ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-03-28, 1:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ
უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ
2:45 PM
სტუდენტური საზოგადოებისათვის მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 1. სტუდენტის მიერ სემინარზე მიღებული მინიმუმ 51 ქულა, რომელიც ავტომატურ კრედიტს ნიშნავდა, შეიცვალა შეფასების ახალი სისტემით, რომელიც გულისხმობს საერთო შეფასების სავალდებულო კომპონენტად გამოცდაზე გასვლას და საგამოცდო შეფასების მინიმუმ 50% დაგროვებას, რათა სტუდენტს გამოცდა ჩაეთვალოს ჩაბარებულად, მიუხედავად სასემინარო მუშაობის დროს დაგროვებული ქულებისა. 2. ნაცვლად მაქსიმუმ 35 კრედიტისა, რომლის დაგროვების უფლებაც სტუდენტს ჰქონდა სემესტრის განმავლობაში, შეიცვალა და შემცირდა 30 კრედიტამდე და განისაზღვრა წლიურად მაქსიმუმ 60 კრედიტით.

ცვლილებების სამართლებრივი საფუძვლები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის ბრძანება @#3 `უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ”
2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 15 მაისის ბრძანება #44 /01-01

შენიშვნვა:
საქართველოს კანონის `უმაღლესი განათლების შესახებ” 87-ე მუხლის მე-8 ქვეპუნქტის მიხედვით:
"უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყონ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა.”
მოთხოვნა:
საქართველოს კანონის `ნორმატიული აქტების შესახებ” თანახმად, რომელის მიხედვითაც კანონს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა მინისტრის ბრძანებასთან მიმართებაში, ხოლო საქართველოს კანონში "უმაღლესი განათლების შესახებ” 87-ე მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულია ნორმა, რომლის მიხედვითაც ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს 2009-2010 სასსწავლო წლის დასწაყისამდე.

ზემოთ აღნიშნული გვაძლევს სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველს, რომ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის, რათა:

1. სტუდენტი იყოს ინფორმირებული აღნიშნული ცვლილების შესახებ სასწავლო წლის დასწაყისშივე, რათა მან აღნიშნული ცვლილების მიხედვით დაგეგმოს საკუთარი ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკი.
2. დარღვეულია სტუდენტთა უფლებები აღნიშნული ცლილების სემესტრის ბოლოს შემოღების გამო, რადგანაც ეს გამოიწვევს სტუდენტთა ნაკლებ ინფორმირებულობას, აღნიშნული კი დაბნეულობასა და გაუგებრობას საგამოცდო პერიოდის მანძილზე.

განხორციელდეს ცვლილება თსუ-ს რექტორის ბრძანება #44 /01-01 –ში და ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა მოხდეს არა უადრეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის.

ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვთქვამთ უკმაყოფილებასა და პროტესტს 2006-2007 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ბოლოს იმ განხორციელ;ებული ცვლილებების მიმართ, რომლის მიხედვითაც 1. სტუდენტს გამოცდა, რომ ჩაეთვალოს ჩაბარებულად, აუცილებელ კომპონენტი გახდა გამოცდის საერთო შეფასების მინიმუმ 50% დაგროვება და 2. ნაცვლად მაქსიმუმ 35 კრედიტისა, რომლის დაგროვების უფლებაც სტუდენტს ჰქონდა სემესტრის განმავლობაში, შეიცვალა და შემცირდა 30 კრედიტამდე და განისაზღვრა წლიურად მაქსიმუმ 60 კრედიტით.

მოვითხოვთ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა მოხდეს არაუადრეს 2007-2008 სასწავლო წლიდან, ხოლო კრედიტების დაგროვებასთან დაკავშირებული ცვლილებები გაუქმდეს. აღნიშნულს ვადასტურებთ ხელმოწერით – ასეთია პოზიცია, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ყველა სპეციალობის სტუდენტობა.

ნანახია: 974 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz