ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 6:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » დებატების ტურნირში გამარჯვებული გუნდი უჩა ძიმისტარიშვილისა და ლადო სოხაძის სახით გამოვლიდა
დებატების ტურნირში გამარჯვებული გუნდი უჩა ძიმისტარიშვილისა და ლადო სოხაძის სახით გამოვლიდა
2:46 PM
საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” ინიციატვით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგ სამართლებრივ თემაზე მომზადებული ღონისძიება გაიმართა. გაზეთი ამჟამად სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე მოცემულ დებატს წარმოადგენდა. დებატების ტურნირი კარლ პოპერის სახელობის იყო და მასში წინასწარ დარეგისტრირებული თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები იღებედნენ მონაწილეობას.
დებატების ტურნირის პირველი შესარჩევი რაუნდი გაზეთმა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე 13 მაისს გამართა, ხოლო დასკვნითი 20 მაისს. დებატებში მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა ორი სტუდენტისაგან. თამაშის წესი მარტივი იყო: მოცემულ კაზუსს განიხილავდა მოთამაშე ორი გუნდი. წინასწარ გამოცხადებულ თემას მოთამაშე გუნდები ოპოზიცია – პოზიციის სახით ხვდებოდნენ.
პოზიციას წარმოადგენდა ოპოზიციის ლიდერი, ოპოზიციის წევრი, ხოლო პოზიციას იცავდა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრი. თამაშის მსვლელობას აფასებდა სპეციალურად მოწვეული მსაჯები, რომელიც დაკომპლექტებული იყო, როგორც სტუდენტებისაგან, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისაგან. პირველ შესარჩევ რაუნდში მსაჯობდნენ: იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები: ბატონები გია ქირია და რეზო გოგშელიძე, ქალბატონი ნონა თოდუა. სწორედ პირველ ტურნირში გამოიკვეთა მეორე რაუნდში გამსვლელ გუნდებთა უპირატესობები.
დებატის დასკვნითი ეტაპი გაიმართა 20 მაისს. გამარჯვებული გუნდი აღმოჩნდა უჩა ძიმისტარიშვილისა და ლადო სოხაძის ნაკრები. ფინალისტი თუ გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სპეციალური სიგელებითა და ახალი იურიდიული ლიტერატურით.
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რეადაქცია ტურნირის მხარდაჭერისათვის უდიდეს მადლობას გადაუხდის იურიდიული ფაკულტეტის დეკანატს, უშუალოდ დეკან ბატონ დავით კერესელიძეს და ასევე ევროპის საპჭოს წარმომადგენლობას საქართველოში და საქართველოს გაეროს ასოციაციას.
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქციის სახელით ორგანიზებულ საპარლამენტო დებატების ტურნირს ორგანიზატორობას უწევდა სარედაქციო კოლეგიის წევრი ნონა ზუბიტაშვილი.
ნანახია: 992 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz