ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 2:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » რა ცვლილება დაიგეგმა სასწავლო პროცესში სტუდენტების დაუკითხავად და რჩება თუ არა სავალდებულოდ 51 ქულათა ჯამი?!
რა ცვლილება დაიგეგმა სასწავლო პროცესში სტუდენტების დაუკითხავად და რჩება თუ არა სავალდებულოდ 51 ქულათა ჯამი?!
2:48 PM

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე სემესტრი და სასწავლო პროცესი მალე დასრულდება, მაგრამ რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს იგი თუნდათ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მაგალითზე, თითოეული სტუდენტის ობიექტურ შეფასებაზე იყოს. კოლოქვიუმებისა თუ ლექციების დროს გადაჭედილი აუდიტორიები, სადაც ფეხზე მოსაცდელი ადგილიც კი აღარ რჩება, თავად მიანიშნებს სასწავლო პროცესის ხარისხსა და მიმდინარეობაზე, ხოლო რამდენიმე ლექტორის თვითნებობას კი ზღვარი უკვე აღარ აქვს – ზოგი კოლოქვიუმის შედეგებს ისე აბათილებს, ნაწერში არ ჩაუხედავს, ზოგი შეგროვებულ თემებს ჰაერში სროლით უმასპინძლდება, აქაოდა მაინც უაზრობაა რასაც წერთ, მაინც უწიგნური სპეციალისტები გამოხვალთ არჩეულ საგანში, ბევრი კიდევ როგორ და რა ფორმით ცოდვილობს. ფაქტები? ფაქტები უთვალავია. რად ღირს ამ რამდენიმე დღის წინ იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტების კოლოქვიუმი 87-ე აუდიტორიაში სხვადასხვა დღეს – საერთასორისო სავაჭრო სამართალსა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის დისციპლინებში. თუ აქამდე სტუდენტობას `გათავხედებულს” უწოდებდნენ, ეხლა აკადემიურ გარემოში სტუდენტობას დარჩა შესათავაზებელი ლექტორისთვის ქცევისა და ურთიერთობის ელემენტარული წესები.

განათლების სისტემაში რეფორმა აუცილებელი იყო, მაგრამ ცვლილებების თანმიმდევრულობის დარღვევამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანა. ყველაზე დადებითი, რამაც უკვე ადაპტაცია გაიარა, ეს საკრედიტო სისტემა იყო. სტუდენტისათვის 51 ქულა იქცა იმის შესაძლებლობად, ჩაბარებულად ჩათვლოდა არჩეული საგანი, აეღო საგნის შესაბამისი კრედიტი ან უკეთესი აკადემიური მონაცემის გამოსავლენად, გამოცდაზე გასულიყო. ეს სისტემა უნიფიცირებულად იქნა მიჩნეული და სტუდენტობამაც თავდახრილად მიიღო.

ჩვენს ხელთაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #3, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს ადგენს. ბრძანებას ხელს აწერს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე დიდებულიძე, გამოქვეყნებულია `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და 2007 წლის 5 იანვრით თარიღდება.

ერთი შეხედვით, ამ უწყინარ ბრძანებაში განსაკუთრებული არაფერი უნდა ჩანდეს, ის უფრო აზუსტებს საკრედიტო სისტემის დიფერენციაციას, სტუდენტის სასწავლო საქმიანობას, კრედიტების განაწილების წესს, სტუდენტის მიღწევების შეფასებას და იმ გარემოებას, რომ სავალდებულო და აუცილებელი 51-ქულიანი შეფასებითი შკალა ისევ ძალაშია, მაგრამ თავს იჩენს ერთი ბუნდოვანი პუნქტი, რომელის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია აქამდე არსებული სტუდენტის აკადემიური შეფასების სისტემა სრულიად ახალი მიდგომებით ჩამოყალიბდეს. კერძოდ, ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, `სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი, მიუხედავად მისი მიღწევებისა, შეფასების სხვა კომპონენტებში, ითვლება ჩაჭრილად.”

მოცემული ნორმა განმარტებას საჭიროებს იმდენად, რამდენადაც სტუდენტებში მან უკვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არაფორმალურად საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ მკვიდრდება არა 51-ქულიანი შეფასებითი სისტემა, არამედ 21-ქულიანი.

მოცემულ სიახლესთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ არის უნივერსიტეტის სტუდენტობის დიდი ნაწილი, ხოლო იმათ, ვინც კარგად ესმის ამ `ბუნდოვანი” მუსლის მიზანი – ცვლილებას არ ეთანმება. საერთოდაც, მოცემული ბრძანების არსებობის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებში სასწავლო პროცესის მიწურულს გაჩნდა. სიახლისადმი მოუმზადებელი სტუდენტები გარკვევას ითხოვენ.

მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია უფრო ვრცელი ინფორმაციის მოძიებას იწყებს. ჩვენ სტუდენტური საზოგადოების აზრისა და დამოკიდებულების გაგებაც ძალიან გვაინტერესებს.
ნანახია: 854 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz