ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 11:06 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » "ახალგარზდა იურისტი” იურიდიულ ფაკულტეტზე კარლ პოპერის სახელობის დებატების ტურნირს მასპინძლობს
"ახალგარზდა იურისტი” იურიდიულ ფაკულტეტზე კარლ პოპერის სახელობის დებატების ტურნირს მასპინძლობს
2:49 PM
საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” ინიციატვით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგ სამართლებრივ თემაზე მომზადებული ღონისძიება იმართება. გაზეთი ამჟამად სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე მოცემულ დებატს წარმოადგენს. დებატების ტურნირი კარლ პოპერის სახელობისაა და მასში წინასწარ დარეგისტრირებული თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.

დებატების ტურნირის პირველი შესარჩევი რაუნდი გაზეთმა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე 13 მაისს გამართა. დებატებში მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგება ორი სტუდენტისაგან. თამაშის წესი მარტივია: მოცემულ კაზუსს განიხილავს მოთამაშე ორი გუნდი. წინასწარ გამოცხადებულ თემას მოთამაშე გუნდები ოპოზიცია – პოზიციის სახით ხვდებიან.

პოზიციას წარმოადგენს ოპოზიციის ლიდერი, ოპოზიციის წევრი, ხოლო პოზიციას იცავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრი. თამაშის მსვლელობას აფასებს სპეციალურად მოწვეული მსაჯები, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც სტუდენტებისაგან, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისაგან. პირველ შესარჩევ რაუნდში მსაჯობდნენ: იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები: ბატონები გია ქირია და რეზო გოგშელიძე, ქალბატონი ნონა თოდუა. პირველ ტურნირში გამოიკვეთა მეორე რაუნდში გამსვლელ გუნდებთა უპირატესობები.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქციის სახელით ორგანიზებულ საპარლამენტო დებატების ტურნირს ორგანიზატორობას უწევს სარედაქციო კოლეგიის წევრი ნონიკო ზუბიტაშვილი. დებატის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 20 მაისს. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდება სპეციალური სიგელებითა და ახალი იურიდიული ლიტერატურით. გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” რეადაქცია ტურნირის მხარდაჭერისათვის უდიოდეს მადლობას გადაუხდის იურიდიული ფაკულტეტის დეკანატს, უშუალოდ დეკან ბატონ დავით კერესელიძეს და ასევე ევროპის საპჭოს წარმომადგენლობას საქართველოში და საქართველოს გაეროს ასოციაციას.
ნანახია: 1265 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz