ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 2:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » სტუდენტური თვითმმართველობისადმი სტუდენტების დამოკიდებულება სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით
სტუდენტური თვითმმართველობისადმი სტუდენტების დამოკიდებულება სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით
2:51 PM

სტუდენტური გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” ინიციატივით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10 მაისს სტუდენტური ანკეტური გამოკითხვა ჩატარდა. ანკეტური გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტური აზრის გაგება სტუდენტური თვითმმართველობის ინსტიტუტის ცნობადობის, საქმიანობისა და დამოკიდებულების შესახებ. გამოკითხვას განახორციელა გაზეთის სარედაქციო კოლეგიის სრულმა შემადგენლობამ, რომელიც ძირითადი და საკორესპონდენტო კორპუსისაგან შედგება. დღის მანძილზე გამოიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტის ყველა სპეციალობის ასობით სტუდენტი. სულ – 1016 სტუდენტი.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია, დღიდან უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის შექმნისა, რომელიც საქართველოს კანონის `უმაღლესი განათლების შესახებ” ძალით ჩამოყალიბდა და მოქმედებს, ყოველთვის ცდილობდა სტუდენტობამდე წარმოეჩინა ამ ორგანოს მუშაობისა და ეფექტურობის როლი.

გაზეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელის თიკო ნიბლოშვილის განცხადებით: `ჩვენ სტუდენტური გაზეთი ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობაა სტუდენტური საზოგადოების ინფორმირება იმ საკითხების ირეგვლივ, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურობით სწორედ დღეს გამოირჩევა. ალბათ ძალიან საინტერესოა, თუ რას ფიქრობს უნივერსიტეტის სტუდენტური საზოგადოება მათ მიერვე გასული წლის მაისში არჩეული თვითმმართველობის შესახებ.”

გთავაზობთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასშტაბით:

1. რამდენად ინფორმირებული ხართ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ?

 

ა) არ ვარ ინფორმირებული – 46.2 %
ბ) ნაწილობრივ ვარ – 43.2 %
გ) სრულად ვარ ინფორმირებული - 10.6 %

2. რამდენად ახლოს დგას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების პრობლემატიკასთან?

 

ა) ნაწილობრივ ახლოსაა – 47.%
ბ) არ არის ახლოს – 38.4 %
გ) ახლოსაა – 13.3 %
თავი შეიკავა 1.3 %

3. არის თუ არა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ქმედითი და დამოუკიდებელი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ?

 

ა) ქმედითია, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი – 38 %
ბ) არ არის ქმედითი და არც დამოუკიდებელი – 26 %
გ) ქმედითია და დამოუკიდებელი – 21. 3 %
დ) არ არის ქმედითი, მაგრამ დამოუკიდებელია – 9 %
თავი შეიკავა – 5.7 %

4. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიზირებული?

 

ა) არის და არ უნდა იყოს – 57 %
ბ) არის და უნდა იყოს – 13 %
გ) არ არის და არ უნდა იყოს – 18.5 %
დ) არ არის და უნდა იყოს – 7.5 %
თავი შეიკავა – 4 %

ჰუმანიტარული ფაკულტეტი

მედიცინეს ფაკულტეტი


გამოიკითხა სულ - 309

1. რამდენად ინფორმირებული ხართ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ?

 

ა) არ ვარ ინფორმირებული – 47 %
ბ) ნაწილობრივ ვარ – 44 %
გ) სრულად ვარ ინფორმირებული – 9 %

2. რამდენად ახლოს დგას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების პრობლემატიკასთან?

 

ა) ნაწილობრივ ახლოსაა – 50 %
ბ) არ არის ახლოს – 36 %
გ) ახლოსაა – 13.5 %
თავი შეიკავა - 0.5 %

3. არის თუ არა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ქმედითი და დამოუკიდებელი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ?

 

ა) ქმედითია, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი – 42.25 %
ბ) არ არის ქმედითი და არც დამოუკიდებელი – 26 %
გ) ქმედითია და დამოუკიდებელი – 23.5 %
დ) არ არის ქმედითი, მაგრამ დამოუკიდებელია – 6.25 %
თავი შეიკავა - 2 %

4. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიზირებული?

 

ა) არის და არ უნდა იყოს – 60.25 %
ბ) არის და უნდა იყოს – 13.25 %
გ) არ არის და არ უნდა იყოს – 18.2 %
დ) არ არის და უნდა იყოს – 7.2 %
თავი შეიკავა - 1.1 %

სოციალურ და პოლიტმოძღვრებათა ფაკულტეტი

გამოიკითხა სულ - 143

1. რამდენად ინფორმირებული ხართ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ?

 

ა) არ ვარ ინფორმირებული – 53.2 %
ბ) ნაწილობრივ ვარ – 37.7 %
გ) სრულად ვარ ინფორმირებული - 9.1 %

2. რამდენად ახლოს დგას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების პრობლემატიკასთან?

 

ა) ნაწილობრივ ახლოსაა – 46 %
ბ) არ არის ახლოს – 45 %
გ) ახლოსაა – 9 %

3. არის თუ არა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ქმედითი და დამოუკიდებელი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ?

 

ა) ქმედითია, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი – 48 %
ბ) არ არის ქმედითი და არც დამოუკიდებელი – 28 %
გ) ქმედითია და დამოუკიდებელი – 3 %
დ) არ არის ქმედითი, მაგრამ დამოუკიდებელია – 5 %
თავი შეიკავა - 16 %

4. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიზირებული?

 

ა) არის და არ უნდა იყოს – 56 %
ბ) არის და უნდა იყოს – 9 %
გ) არ არის და არ უნდა იყოს – 16 %
დ) არ არის და უნდა იყოს – 9 %
თავი შეიკავა - 10 %

იურიდიული ფაკულტეტი

გამოიკითხა სულ - 163

1. რამდენად ინფორმირებული ხართ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ?

 

ა) ნაწილობრივ ვარ – 53.3 %
ბ) არ ვარ ინფორმირებული – 40 %
გ) სრულად ვარ ინფორმირებული – 6.7 %

2. რამდენად ახლოს დგას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების პრობლემატიკასთან?

 

ა) ნაწილობრივ ახლოსაა – 45 %
ბ) არ არის ახლოს – 38 %
გ) ახლოსაა – 11.5 %
თავი შეიკავა - 6.5 %

3. არის თუ არა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ქმედითი და დამოუკიდებელი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ?

 

ა) ქმედითია, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი – 35.3 %
ბ) არ არის ქმედითი და არც დამოუკიდებელი – 31.2 %
გ) ქმედითია და დამოუკიდებელი – 23.3 %
დ) არ არის ქმედითი, მაგრამ დამოუკიდებელია – 6.1 %
თავი შეიკავა - 9.1 %

4. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიზირებული?

 

ა) არის და არ უნდა იყოს – 64 %
ბ) არის და უნდა იყოს – 11.4 %
გ) არ არის და არ უნდა იყოს – 13.8 %
დ) არ არის და უნდა იყოს – 5 %
თავი შეიკავა - 5.8 %

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი

გამოიკითხა სულ- 401

 

1. რამდენად ინფორმირებული ხართ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ?

 

ა) არ ვარ ინფორმირებული – 46 %
ბ) ნაწილობრივ ვარ – 40.1 %
გ) სრულად ვარ ინფორმირებული – 13.9 %

2. რამდენად ახლოს დგას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების პრობლემატიკასთან?

 

ა) ნაწილობრივ ახლოსაა – 44.8 %
ბ) არ არის ახლოს – 39 %
გ) ახლოსაა – 16 %
თავი შეიკავა - 1.2 %

3. არის თუ არა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ქმედითი და დამოუკიდებელი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ?

 

ა) ქმედითია, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი – 34.1 %
ბ) არ არის ქმედითი და არც დამოუკიდებელი – 23 %
გ) ქმედითია და დამოუკიდებელი – 26.5 %
დ) არ არის ქმედითი, მაგრამ დამოუკიდებელია – 13 %
თავი შეიკავა - 3.4 %

4. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა პოლიტიზირებული?

 

ა) არის და არ უნდა იყოს – 52.4 %
ბ) არის და უნდა იყოს – 15.3 %
გ) არ არის და არ უნდა იყოს – 21.5 %
დ) არ არის და უნდა იყოს – 8.5 %
თავი შეიკავა - 2.3 %

სტუდენტურმა გაზეთმა "ახალგაზრდა იურისტმა” მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა გასული წლის მაისში უკვე ჩაატარა. მაშინ არჩევნებში მონაწილე სტუდენტური მოძრაობების ნდობის რეიტინგი გამოვლინდა. გაზეთმა მოცემული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები 12 მაისს პრეზენტაციის გზით გააცნო უკვე საზოგადოებას. შედეგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში პოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
ნანახია: 973 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz