ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 9:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი ვილემ ს. ვის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ საამართლო პროცესზე ახალ გუნდს ქმნის
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი ვილემ ს. ვის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ საამართლო პროცესზე ახალ გუნდს ქმნის
2:52 PM

ვილემ ს. ვის (Willem C. Vis) სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში, უკვე ერთ ათეულ წელზე მეტია, რაც აღიარებული და მნიშვნელოვანი შეჯიბრია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. წელს მასში მონაწილეობა პირველად მიიღო საქართველომ. ჩვენი ქვეყანა წარმოადგინა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა. გუნდს ხელმძღვანელობა გაუწია ფაკულტეტის 2003 წლის კურსდამთავრებულმა, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის – საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის ლექტორმა სოფო ტყემალაძემ. "ახალგაზრდა იურისტი” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ მოცემული საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ?
- მოცემული იმიტირებული საამართლო პროცესი ტრადიციული და ყოველწლიური შეჯიბრია, რომელსაც აგერ უკვე მე-14 ჯერ უმასპინძლა ავსტრის დედაქალაქმა – ვენამ. ვილემ ს. ვის (Willem C. Vis.) სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში წარმოადგენს ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტულ შეჯიბრს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველო წელს ამ შეჯიბრში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა წარმოადგინა. მოცემული საერთაშორისო იმიტირებული საამართლო პროცესს ორგანიზებას უწევს და სულისჩამდგმელად ითვლება ფეისის სამართლის სკოლა (Pace Law School), აშშ. პროცესი იმართება გაეროს კომისიის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში (UNCITRAL), საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის (AAA), გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (DIS), ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA) და სხვა ცნობილი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მხარდაჭერით. პროცესს ყოველწლიურად მასპინძლობს ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ამ იმიტირებულ პროცესში განხილვის თემა ყოველთვის არის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დაა, რომელიც განიხილება კერძო არბიტრაჟის მეშვეობით. მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ უნივერსიტეტს, სადაც სამართალი ისწავლება. წელლს პროცესში 178 –მა უმაღლესმა სასწავლებელმა მიღო მონაწილეობა. ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება, ამის მიზეზი კი ამ შეჯიბრის საერთაშორისო ავტორიტეტი და აღიარებული საგანმანათლებლო ღირებულებაა.
ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ვენაში, ერთ ერთ დროს და ერთ ადგილას იკრიბებიან მსოფლიოს წამყვანი არბიტრები და საერთაშორისო კომერციული სამართლის სპეციალისტები, ფუძემდებლები. სტუდენტებისათვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რათა გაეცნონ მათ და მოხდეს გამოცდილების გაზიარება.
- როგორ აღმოჩნდა მოცემულ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩვენი ფაკულტეტის გუნდი და როგორ წარიმართა შეჯიბრი?
- როგორც ავღნიშნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი პირველი გუდნია საქართველოდან რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვილემ ს. ვის სახელობის იმიტირებულ საამართლო პროცესში. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს კონკურსი უცხო არ ყოფილა. მე ამ შეჯიბრში მონაწილეობა მაქვს მიღებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სახელით, სადაც სამაგისტრო პროგრამა გავაკეთე. ჩემთვის ეს ძალზედ ღირებული გამოცდილება იყო და სურვილი მქონდა ქართველ სტუდენტებსაც ქონოდათ შესაძლებლობა მსგავსი გამოცილების მიღებისა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავუკავშირდი მშობლიურ იურიდიულ ფაკულტეტს და კონკურსში მონაწილეობის იდეა ძალიან მოიწონა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა დავით კერესელიძემ. გადავწყვიტეთ, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობა გაგვეხადა აკადემიური სწავლების ნაწილი. სტუდენტი, რომელიც მონაწილეობას მიღებდა ამ კონკურსში, ავტომატურად მიღებდა 6 კრედიტს. ტურნირში გუნდის შესაქმნელად ფაკულტეტზე გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო კომისია ჩამოყალიბდა სამი ადამიანის შემადგენლობით: ნინო რუხაძე - დეკანის თანაშემწე, სანდრა ჰენშელი – ევროპული სამართლის მაგისტრატურის კორდინატორი იურიდიულ ფაკულტეტზე და თავად თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც ვხელმძღვანელობდი მოცემულ საკონკურსო კომისიას.
- რა იყო საკონკურსო კომისიის აუცილებელი კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილებაც უნდა მოეხდინა სტუდენტს, რამდენად დიდი იყო დაინტერესება?
- დაინტერესება იყო, მაგრამ ვფიქრობ იმის გამო რომ ჩვენთან სასწავლო წელი გვიან დაიწყო დიდი დრო არ გვქონდა სტუდენტების მოზიდვისათვის. შემოვიდა, სულ 20-მდე განაცხადი. წელს უკვე ბევრმა სტუდენტმა გაიგო ამ შეჯიბრის შესახებ და ვფიქრობ მეტი დაინტერესებული სტუდენტი მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. კონკურსი გამოცხადდა მაგისტრი სტუდენტებისათვის. შერჩევის კრიტერიუმები იყო: ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, დამაჯერებლობა, საკუთარი თავის პრეზენტაცია და, რა თქმა უნდა, საერთაშორის სავაჭრო სამართლის ცოდნა.
- ვინ წარმოადგინა იმიტირებულ პროცესზე იურიდიული ფაკულტეტი?
- იმიტირებულ სასამართლო პროცესზე იურიდიული ფაკულტეტის გუნდი წარმოადგინა 7-მა მაგისტრმა სტუდენტმა. ესენი არიან: ეკა კერესელიძე, გვანცა კარანაძე, ეკა მიქაძე, თამთა ნუცუბიძე, გიორგი ჯოხარიძე, დავით ჩიტაია და გიორგი სვანაძე.
მოკლედ მინდა შევეხო ჩვენს მუშაობას. მზადება დავიწყეთ 2006 წლის ოქტომბრიდან. მომზადების პროცესი ორ ეტაპს მოიცავდა: მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციის ამსახველი წერილობითი მემორანდუმების მომზადებას, რის შემდომაც 2007 წლის იანვრიდან დავიწყეთ ზეპირი შეჯიბრისათვის მზადება. ამ დროის მონაკვეთში, ჩვენი გუნდი გაემგზავრა აზერბაიჯანში სადაც შევხვდით ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. მოხდა საპასუხო მასპინძლობაც.
- როდის გაემგზავრეთ ვენაში და როგორ დასრულდა პროცესი ჩვენი გუნდისთვის?
- შეჯიბრის ზეპირი ნაწილი ჩატარდა ვენაში, 2007 წლის 30 მარტიდან 6 აპრილამდე. ჩვენ სწორედ ამ დროისათვის ჩავედით ავსტრიაში. უნდა აღვნიშნო ერთი გარემოებაც – ჩვენი გუნდის სარეგისტრაციო თანხა მთლიანად დაფარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო იქ გამგზავრება და ცხოვრება დააფინანსა აშშ-ის იურისტთა ასოციაციამ (ABA/CEELI). ჩვენი გუნდი შეხვდა შემდეგი უნივერსიტეტების გუნდებს: მონაშის (ავსტრალია), ჰოვარდის (აშშ), ანტვეპის (ბელგია) და ტოლედოს უნივერსიტეტებს (აშშ). თოთოეულ შეხვედრას მსაჯობდნენ არბიტრები მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ჩვენი გუნდის მიმართ დასმული შეკითხვები რთული იყო, ჩვენ მაინც შევძელით საკუთარი თავის პრეზენტაცია და პირველი ასპარეზობის კვალობაზე, ღირსეულად გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფინალში ვერ გავედით, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება. ვფიქრობ ამ შეჯიბრში მონაწილეობა უკვე დიდი წარმატებაა.
- აპირებთ თუ არა შეჯიბრში კვლავ მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ჩვენ უკვე ივნისის თვეში გამოვაცხადებთ ახალ შესარჩევ კონკურსს. სიახლე იქნება საკონკურსო პირობებში. კონკუსის გამოცხადებას ვაპირებთ, როგორც ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე მაგისტრებისთვისაც. თუ შარშან გუნდის დაკომპლექტებისთვის ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი იყო ინტერვიუ, წელს ინტერვიუ შერჩევის პირველი ეტაპი იქნება, ხოლო მეორე ეტაპზე ინტერვიუს შედეგად გამოვლენილი სტუდენტები უშუალოდ დადგავენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც განმსაზღვრეწლი გახდა შარშან გუნდის ჩამოყალიბებისათვის – ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, დამაჯერებლობა თუ სხვა. დამატებითი ინფორმაცია როგორც თავად შეჯიბრის ისე მომავალი წლისათვის გუნდის წევრების შერჩევის პირობებზე მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.law.tsu.ge/en/vienna.asp
დაინტერესებულ სტუდენტებს აგრეთვე შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: tsu_vismoot@yahoo.com
- გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს!
ნანახია: 1617 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz