ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 4:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » "მეგობრებს არ ვახარისხებ, ყველასთვის ერთნაირი გაგა ვარ”
"მეგობრებს არ ვახარისხებ, ყველასთვის ერთნაირი გაგა ვარ”
2:52 PM

ჩვენი ტრადიციული რუბრიკის `პერსონა-დღეს” სტუმარია სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი გაგა ხაბულიანი. ინტერვიუ ჩაწერილია იმ დროს, ვიდრე ცნობილი მოვლენები განვითარდებოდა. მხედველობაში მაქვს დაპირისპირებას თავად სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შორის. ყოველივე ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ, რომ გაგა ხაბულიანი ამ მოვლენების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ალბათ, დღეს მას ჩვენი რუბრიკისთვის არც დრო ექნებოდა და არც განწყობა. რადგან ყველაფერი `ომამდე” იყო, ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, თვალი გადავავლოთ ერთი სტუდენტის ცხოვრებას.

- ბატონო გაგა, მოდით, დღეს თქვენს მიმართ ამ მომართვას - "ბატონოს” ჩამოვაშორებთ და მხოლოდ სახელით მოგმართავთ, რადგანაც არაოფიციალურ გარემოში გვსურს გაგეცნოთ. იმედია, რესპოდენტობაზე თანახმა ხართ...
- მაშინ მე მოგმართავთ ბატონოთი (იცინის) ოფიციალურ გარემოშიც არ ვთვლი მართებულად სტუდენტებს შორის “ბატონოთი” საუბარს.
- გაგა, თქვენ უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად ხასიათდებით. აქტიური ცხოვრება თქვენს სტიქიად იქცა. როგორ მოხვედით სტუდენტურ თვითმმართველობამდე?
- ბავშვობიდან აქტიური ვიყავი, სკოლაშიც ყველა მიმდინარე პროცესში ჩართული და... უნივერსიტეტში რა გამაჩერებდა (იცინის) ასეთი ასპარეზი გამოწვევაც იყო ჩემთვის, რასაც დიდი ენთუზიაზმით შევები. Mმიზანი დავისახე და მივაღწიე კიდეც. მივაღწიე იმ გუნდთან ერთად, რომელიც `ერთიან სტუდენტურ მოძრაობა”-ში შეიკრიბა. ეს დაუვიწყარი წლები იქნება ჩემს ცხოვრებაში.
- როგორი მოსწავლე იყავით. გაიხსენეთ თქვენი მოსწავლეობიდან რაიმე ღირსახსოვარი...
- თავის ქება არ მიყვარს (იცინის) თუ გინდა, ჩემი დირექტორის ნომერს მოგცემ და დაურეკე (იცინის) სკოლა ძალიან კარგი იყო, ლამაზი და ისეთი მრავალფეროვანი წლები, რაიმეს გამოყოფა მიჭირს.
- ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონდათ სკოლაში? რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- მომწონდა მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქართული, ბიოლოგია დიდ ხუთიანებს მიწერდა და მაგრად მიყვარდა. რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს, ძალიან მინდოდა ექიმობა, თუმცა დღეს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მაქვს, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე ვარ და ორივე პროფესია ძალიან მომწონს.
- როგორ ფიქრობ, რამდენად იძლევა უნივერსიტეტი თქვენი პროფესიული ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას? გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული შენიშვნები ან წინადადებები...
- აშკარად კარდინალური ცვლილებებია, თუმცა ბევრიც კვლავ დასახვეწი. მჯერა, ძალიან მალე ევროპაში სამაგალითო უნივერსიტეტი იქნება თავისუფალი შრომის ბაზარზე მის მიერ მიწოდებული კადრებით.
- გისარგებლიათ თუ არა საუნივერსიტეტო სინამდვილეში გარკვეული ურთიერთობებისას იმ გარემოებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ხართ?
- სტუდენტებთან მიმართებაში თუ მეკითხები, უკვე ვბრაზდები (იცინის) არც ისე არ მიყვარს აფიშირება.
- როგორ ფიქრობთ, როგორი სტუდენტური თაობა მოვიდა დღევანდელ საქართველოში. რაში ხედავთ ჩვენი თაობის ღირსებას და ნაკლს?
- ეროვნული გამოცდებით საუკეთესო თაობები მოდის, განსაკუთრებით ჩვენს უნივერსიტეტში. ჩვენმა თაობამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიის შეცვლაში, სხვა ღირსებებზე, რომ არ ვისაუბროთ. ნაკლად კი სიზარმაცის სენს დაგისახელებ.
- რა არის თქვენი წარმატებული მოღვაწეობის საწინდარი?
- რასაც მიზნად დაისახავ ადამიანი, ყველაფრის მიღწევა შეგიძლია, ოღონდ ბევრი შრომით.
- ვინ არიან თქვენი მეგობრები? ნამდვილ მეგობრებს როგორ ცნობთ?
- დიდი სამეგობრო წრე მყავს და ძალიან მდიდარი ვარ, მეგობრებს არ ვახარისხებ, ყველასთვის ერთნაირი გაგა ვარ. ნამდვილი და არანამდვილი არ ვიცი. ან არის მეგობარი, ან - არა. ამდენ ხალხთან ურთიერთობით შეიძლება ფსიქოლოგადაც კი იქცე. ასე რომ არ მიჭირს დავადგინო, მეგობარი ვინ არის და ვინ- არა.
- როგორია თავისუფალი დრო გაგა ხაბულიანის ცხოვრებაში?
- რაც თითქმის არა მაქვს? (იცინის) მეგობრებთან ერთად ვერთობი ხოლმე, ძალიან მიყვარს სპონტანურად დაგეგმილი მარშუტები ქალაქგარეთ, ზოგჯერ დღეში რამდენიმე ქალაქი შემომივლია.
- წიგნი, რომელიც ბოლოს წაგიკითხავთ ან ამჟამად კითხულობთ?
- ბოლოს კლაუს პოლკენისა და ჰორსტ სცეპონიკის დოკუმენტური პროზა “ვინც არ დუმს, უნდა მოკვდეს” წავიკითხე. მიყვარს პოეზიის კითხვა საღამოობით, მთვარის შუქზე (იცინის)
- რომელია თქვენი საყვარელი ქართველი მწერალი და უცხოელი მწერალი, პოეტი თუ მსახიობი?
- ქართველი მწერლებიდან კონსტანტინე გამსახურდიას გამოვარჩევ, პოეტებიდან გალაკტიონს. უცხოელებიდან სტენდალს, დოსტოევსკის. ბევრი თანამედროვე მწერალიც მომწონს.
- რომელი ლიტერატურული გმირის თავგადასავლით იცხოვრებდით და რატომ?
- არასდროს ვცდილობ, მივბაძო და ვინმეს იდენტური ვიყო (იცინის)
- გაქვთ თუ არა ატაცებული ფრაზა?
- ის თაობა, რომელიც გმირების აკლდამების ჩრდილებს ეფარება, ღირსი არ არის არსებობისა.
- რა არის თქვენთვის უნივერსიტეტი?
- ალბათ ყველაფერი, მეორე ოჯახი, სასწავლებელი და ცხოვრების დიდი გაკვეთილი. გაუთავებლად შემიძლია ამაზე საუბარი.
- ადამიანში რა თვისებას გამოყოფდით ყველაზე მეტად?
- პატიოსნებას და ერთგულებას.
- რომელია თქვენი საყვარელი ლექტორი?
- ყველა საყვარელია, მეტ-ნაკლებად (იცინის)
- ღირსახსოვარი ფაქტი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტობიდან გაგყვებათ?
- მოგებული არჩევნები, სტუდენტების ნდობის მანდატი.
- ხართ თუ არა გურმანი?
- ეს კითხვა ამოიღეთ რა! (ჩვენ მაინც დავტოვეთ – რედ.)
- ქართულ პოლიტიკაზე რას ფიქრობთ? როგორ გგონიათ, ისტორიას ხალხი ქმნის თუ პიროვნება?
- ისტორიას ორივე ქმნის, ხალხიც და ცალკეული პიროვნებებიც ძალიან ახლო ურთიერთკავშირში არიან.
- პოპულარულ ადამიანებს ყოველთვის ჰყავთ თაყვანისმცემლები. სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს. შეყვარებული ხართ?
- ადგილი ცხოვრებაში ჯერ არა და გულში მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, შეყვარებულს რაც შეეხება... ყველამ ისე გაიგოს, როგორც უნდა. (იცინის)
- რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თანამედროვე ქალის საქციელში?
- იცი, რა მახსენდება? ქართულის მასწავლებელი მეუბნებოდა, ცოლი მოიყვანე ლამაზი და შტერიო (იცინის) ეტყობა იცოდა ახალი მოდის ტენდენცია (იცინის)
- რაზე ოცნებობთ?
- ოცნებები არ მიყვარს, რეალისტი ვარ.
- გმადლობთ საუბრისათვის.

ნანახია: 1399 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz