ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-27, 7:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » ნინო აბაშიძე და გია ტარიელაძე - "სიყვარულის აქციის” გამარჯვებულები გახდნენ
ნინო აბაშიძე და გია ტარიელაძე - "სიყვარულის აქციის” გამარჯვებულები გახდნენ
2:54 PM
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რეადქცია საუნივერსიტეტო სინამდვილეში მორიგი ღონისძიების ჩატარაების იდეით გამოვიდა. გაზეთმა უნივერსიტეტში `სიყვარულის აქცია” გამართა. ღონისძიება წელს უკვე მეორედ მოეწყო. `სიყვარულის აქციის” ჩატარების ინიციატივა გაზეთის მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით. აქციის შინაასი მდგომარეობდა იმაში, რომ რჩეულს სასიყვარუ;ლი წერილი იმ "სიყვარულის ყუთში” უნდა მოეთავსებინა, რომელიც თსუ-ის II კორპუსის ფოიეში 15 აპრილიდან – სიყვარულის დღიდან დაიდგა.

გუშინ, 23 აპრილს, გაზეთმა ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა. თსუ-ის II კორპუსის ეზოში, `სიყვარულის აქციის” დაჯილდოების ცერემონიალი მუსიკალური კომპოზიციით გაფორმდა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაზეთის რედკოლეგიის ჰიმნსაც გასცნობოდნენ.

ღონისძიება გახსნა და თანატოლენბს მიესალმა გაეზთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი თიკო ნიბლოშვილი. მან გაზეთის მიერ მომზადებული ამ ღონისძიების შესახებ, მოკლედ ისაუბრა. მუსიკალური ნომრების შემდეგ, გაზეთის სარედაცქიო კოლეგიის თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვიულმა აქციაში მონაწილე სასიყვარულო ბართების მიხედვით, გამარჯვებული რჩეულები გამოავლინა. ნომინაციაში: `ყველაზე სასურველი გოგონა” – გამარჯვებული გახდა ნინო აბაშიძე, ხოლო ნომინაციაში: `ყველაზე პოპულარული ბიჭი” – გია ტარიელაძე. გამარჯვებულებს გაზეთის რედაქციამ სპეციალური სიგელები გადასცა. უნდა ითქვას, რომ ნინოც და გიაც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

გაზეთი `სიყვარულის აქციის” ყველაზე საინტერესო ბარათებს უახლოეს დღეებში თავის საიტზე განათავსებს, ხოლო აქციაში გამარჯვებულების პერსონალურ წარდგენას მკითხველს უახლოეს ნომერში შესთავაზებს.
ნანახია: 1794 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz