ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-27, 8:05 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » სტუდენტური თვითმმართველობა – რას ფიქრობს მასზე სტუდენტობა?!
სტუდენტური თვითმმართველობა – რას ფიქრობს მასზე სტუდენტობა?!
2:56 PM
დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტუალურობით გამოირჩევა სტუდენტური თვითმმართველობის თემა. ამის მიზეზი სხვადასხვა გარემოებებშია, თუმცაღა ალბათ ამ ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, უნივერსიტეტის რეალობაში, პირველად ჩატარდა, მაგრამ სტუდენტური საზოგადოების უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, თუ რა მოვალეობა დაიკისრა სტუდენტურმა თვითმმართველობამ და ასრულებენ თუ არა სტუდენტების მიერ არჩეული დეპუტატები თავიანთ მოვალეობებს?! ბუნებრივია, ეს შეხედულებები და მოსაზრებები სტუდენტობას აინტერესებს და ამ საკითხით ჩვენი გაზეთიც დაინტერესდა. ყველაზე მარტივი გზა, თუ როგორია სტუდენტური აზრი, სტუდენტებთან გასაუბრებაა. ჩვენ დავსვით შემდეგი შეკითხვები: მათ მიიღეს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იყვნენ თუ არა ინფორმირებულნი, თუ რა ფუნქცია დაეკისრათ სტუდენტურ თვითმმართველობას და როგორ თვლიდნენ, ასრულებს თუ არა არჩეული თვითმმართველობა თავის მოვალეობას. ამასთანავე, სტუდენტებს შევეკითხეთ, თუ რამდენად კმაყოფილნი იყვნენ ისინი რჩეული კანდიდატებით, რომლებსაც ნდობა 2006 წლის მაისში გამოუცხადეს?
გაზეთის ამ შეკითხვას გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობამ უპასუხა. ჩემდა გასაოცრად, პასუხებში დომინირებდა პოზიცია, რომ არჩევნებში ხმა მეგობრებს მისცეს და ისიც ამ მეგობრობის გამო.
გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობამ არ იცის სტუდენტური თვითმმართველობა რას საქმიანობს, რა მოვალეობა აკისრია და ამიტომაც უკმაყოფილებასაც არ მალავენ მათ მიერ არჩეული ხალხით. ისინი ფიქრობენ, რომ თვითმმართველობა `თავისუფალი დროის” და "მომავალი პოლიტიკოსების" გაერთიანებაა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა დიდი დაფინანსებით ლოკალური, მათთვის მისაღები სტუდენტური ღონისძიებების ჩატარებით არის დაკავებული. ასე ფიქრობს სტუდენტთა უმრავლესობა, თუმცაღა, რა თქმა უნდა, არის საპირისპირო აზრიც:
გიორგი გერგაული:
- რაღა თქმა უნდა. არჩევნებში ვმონაწილეობდი. მე ვფიქრობ რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის შუამავალი აკადემიურ საბჭოსა და სტუდენტებს შორის, ასევე სტუდენტური თვითმმართველობა ვალდებულია თავის თავზე აიღოს ცალკეულ სტუდენტზე ზრუნვა. მე ვფიქრობ რომ არაა ჯერ-ჯერობით უნივერსიტეტში ის საფუძველი, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ ხარვეზების გარეშე იმუშაოს, თუმცაღა უნდა ვაღიაროთ, რომ დასაფასებელნი არიან ის სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობენ. მე ჯერ-ჯერობით ჩემი არჩევანით არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო. დაიწყება ცოტა ხანში აქტიური მუშაობა და ამას შემდეგ გეტყვით.
ნაზიბროლა ცეცხლაძე:
- არჩევნებში ვმონაწილეობდი, ავირჩიე ის პიროვნებები, რომლებიც ჩემის აზრით, ყველაზე უკეთ იზრუნებდნენ სტუდენტებზე. სტუდენტური თვითმმართველობის მოვალეობა ხომ სწორედ სტუდენტებზე ზრუნვაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები შეძლეისდაგვარად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. მე პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და არა მგონია, ვინმე უკმაყოფილო იყოს.
ბელა კავთლიშვილი:
- არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ვფიქრობ, თვითმმართველობაში უსაქმო ახალგაზრდები სხედან და არაფერს აკეთებენ, არადა დაფინანსება კი აქვთ – იცოცხლე! მათ მოვალეობაში შედის სტუდენტებზე ზრუნვა, მაგრამ ინფორმაცია არასოდეს აღწევს სტუდენტებამდე. შესაბამისად, მე არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი თვითმმართველობის.
ლადო გელაშვილი:
- არჩევნებში ვმონაწილეობდი, ხმა ჩემს მეგობრებს მივეცი, მე არ მაქვს თვითმმართველობასთან არანაირი შეხება. სიმართლე გითხრათ, არც მათი მოვალეობა მაინტერესებს მაინცდამაინც, არც ის - ასრულებენ თუ არა ისინი თავიანთ მოვალეობებს. მე უბრალოდ, ჩემი მეგობრები ვასიამოვნე. სულ ესაა. მე კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.
არჩილ ჩაჩანიძე:
- თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე. ჩემი აზრით, სტუდენტური თვითმმართველობა უნდა აკავშირებდეს რექტორატს და სტუდენტურას და უნდა ზრუნავდეს სტუდენტებზე, რასაც ცდილობს, მაგრამ ვერ ასრულებს ბოლომდე, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, ვინაიდან ცდილობენ მაინც რაღაცას.
მიუხედავად პოზიციებისა, სტუდენტური თვითმმართველობა, დღესდღეობით, უნივერსიტეტში არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონის `უმაღლესი განათლების შესახებ” – ძალით ჩამოყალიბდა და საკუთარი დებულების მიხედვით მოქმედებს. დღეს, ბევრი უკმაყოფილოდ და მიუღებლად ხვდება, როცა საერთო სტუდენტების სახელით ისმის მოწოდებები თუ განცხადება, მაგრამ თუკი ამ არჩევანის სამართლებრივ მდგომარეობას გადავხედავთ, უდავოა – თვითმმართველობაა საუნივერსიტეტო სინამდვილეში, ისაუბროს სტუდენტების სახელით, როგორც ამ სტუდენტებისაგან უფლებამოსილმა ორგანომ. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმ გარემოებას, ამა თუ იმ უფლებამოსილ ორგანიზე არსებობდეს სხვა მოსაზრებაც და არ იცვლებოდეს რეიტინგი. საკითხს თუ გავყვებით, თვითმმართველობა, დღეს არსებითად სხვა ტიპის ორგანოა, რომელიც, უდავოა, რომ არაფრით ჰგავს ყოფილ ნომენკლატურულ სტუდკავშირებსა თუ უფრო ღრმა წარსულში - `კომკავშირს,” მაგრამ აუცილებელია, ის იყოს უფრო აქტიური და ქმედითი. ამის ყველანაირი პირობა და საფუძველი, დღესდღეობით არსებობს. თუ საუნივერსიტეტო სტუდენტურმა საზოგადოებამ გასული წლის მაისში, სტუდენტურ თვითმმართველობას, არჩევით ნდობა გამოუცხადა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ამ არჩევანიდან, ერთი წლის შემდეგ, უფრო მეტ ნდობას გამოხატავს მისდამი. მხედველობაში მაქვს თვითმმართველობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხა – 250 000 ლარი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებითვე, მათ სამ წამყვან დეპარტამენტზე – განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის – მიმართულებებით გადანაწილდა. დღეს თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამ თანხის მიზნობრივ დახარჯვას გვპირდება და იმ საინტერესო ღონისძიებების ანონსირებას გვთავაზობს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის სტუდენტურ ცხოვრებას. ვახტანგ ლომჯარია, რომელიც თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს თავმჯდომარეობს, ამბობს, რომ მოსალოდნელია ორი მნიშვნელოვანი საერთასორისო კონფერენციის მოწყობა თემაზე: გლობალიზაცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ეს დეპარტამენტი გეგმავს სტუდენტური დასაქმების ცენტრისა და თსუ-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციის შექმნასაც. საინტერესო გეგმები აქვთ კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეონა ჭალიძესა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ხარჭავანიძესაც. ყოველივე ამის შესახებ გაზეთმა - `თბილისის უნივერსიტეტი” – ამომწურავად ისაუბრა და აღარ განვმეორდებით. ჩვენ თვალს მივადევნებთ და შევაფასებთ თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. მისი პრეზიდენტის გიორგი ავალიანის სურვილი: `სტუდენტობა უნდა იყოს ერთიანი,” ვფიქრობ, აქტუალურია დღესაც, რადგანაც ვთვლი, რომ სტუდენტობა მართლაც უნდა ვიყოთ ერთიანი არა მხოლოდ საერთო იდეაში და გადაწყვეტილებებში, საერთოდ, ერთიანობის განცდა ჩვენში აუცილებელია, არამედ ერთგვარი კონტროლიც უნდა განვახცორციელოთ, არამარტო ადმინისტრაციის მუშაობასა თუ ზოგადად, სასწავლო პროცესის შესახებ, არამედ ჩვენს მიერ არჩეული ჩვენივე თანატოლების მიმართ, რათა ისევ ჩვენივე მდგომარეობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე – სტუდენტური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, საერთო სტუდენტური ცხოვრებით კმაყოფილი დარჩეს ამომრჩეველიც და არჩეულიც.
ნანახია: 1060 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz