ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-03-28, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » ნინო ჯოჯუა: „ეს იყო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა“
ნინო ჯოჯუა: „ეს იყო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა“
2:59 PM

ნინო ჯოჯუა  დაიბადა 1988 წლის 19 სექტემბერს ქ. სოხუმში, წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის 62-ე საშუალო სკოლა. ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში და საკმაოდ წარმატებულადაც. 2001-2002 წლებში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს „კენგუროში“,  რომელშიც, სკოლის მასშტაბით, დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო მეთხუთმეტე აღმოჩნდა -  რესპუბლიკის მაშტაბით. 2001-2002 წლებში მონაწილეობდა რუსული ენისა და ლიტერატურის შემოქმედებით კონფერენციაში და დააჯილდოვეს I ხარისხის დიპლომებით, 2003 წელს კი საქართველოს განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა საპატიო სიგელით, მოსწავლეთა 57-ე რესპუბლიკურ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში - რუსული ენის სექციაში მოპოვებული გამარჯვებისათვის. ნინო ჯოჯუა იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. მან ახლახანს მონაწილება მიიღო ინტელექტუალურ გადაცემა „ეტალონში“, კერძოდ, „დიდ პრესპექტივაში“, რომლის ფინალისტიც გახდა. ნინო, დღეს ჩვენი გაზეთის ელექტრონული გვერდის სტუმარიცაა.

- ნინო, თქვენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხართ, რამ განაპირობა პროფესიული არჩევანი?
- დიახ 2004 წელს ჩავირიცხე თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს პროფესია, მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, რომლის ფუნდამენტიც მართლმსაჯულებაა, ეს უკანასკნელი კი, დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და მისი სრულყოფა ვისი თუ არა ჩვენი-იურისტების საქმეა.

- რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა მიგეღო სტუდენტურ პროექტ "დიდ პერსპექტივაში". იყო ეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა თუ აზარტის გამო?
- იცით ალბათ ერთიც და მეორეც, თუმცა, მთავარი მაინც ის იყო, რომ მსურდა საკუთარი თავი აქაც გამომეცადა.

 - როგორია თქვენი, როგორც ერთი სტუდენტის ცხოვრება?
- რომ გითხრათ, დილი ადრე ვდგები – თქო,  მოგატყუებთ, რადგანაც ძალიან მიყვარს დილის ძილი, სამაგიეროდ, შემიძლია მთელი ღამე ფხიზლად გავატარო. დღის განმავლობაში ვესწრები ლექციებს, მონაწილეობას ვიღებ სემინარულ მუშაობაში, აუცილებლად ვატარებ მცირე დროს მაინც მეგობრებთან ერთად, გვიყვარს სეირნობა, არც თეატრებსა და კაფეებს ვტოვებთ უყურადღებოდ. საღამოს ვკითხულობ ან ვუყურებ ტელევიზორს, ვმოგზაურობ ინტერნეტში და ვიღებ უამრავ საინტერესო ინფორმაციას. დაახლოებით ასე გამოიყურება ერთი დღე სტუდენტური ცხოვრებისა.

- რა მოგცათ „დიდ პერსპექტივაში“ მონაწილეობამ. თქვენ თქვით რომ ამიერიდან ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა...
- პროექტში მონაწილეობამ მასწავლა, თუ როგორ უნდა მოვახერხო დაძაბულ სიტუაციაში სრული კონცენტრაცია და მაქსიმალური მობილიზება. იცით, რაღაც კარდინალური ცვლილებები არ მიგულისხმია, უბრალოდ, ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული დღე ჩემს ცხოვრებაში, რაც თავისთავად ძალიან კარგია და მომდევნო დღეს ყოველთვის უფრო ხალისითა და ოპტიმიზმით სავსე ხვდები. ასევე პროექტმა მომცა ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც დამეხმარება, თავი უფრო დამოუკიდებლად ვიგრძნო.

- რას ფიქრობთ უნივერსიტეტში გატარებულ რეფორმაზე? რამდენად სრულყოფილი განათლების მიღება შეიძლება დღევანდელ უნივერსიტეტში?
- რეფორმა ჩემთვის სიახლესთან ასოცირდება და ეს უკვე კარგია, რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს რეფორმაზე, რომელიც სწორი და კარგი მიზნისკენ არის მიმართული. ლექციებზე თავისუფალი დასწრება, კრედიტების სისტემა, ეს კარგია თუმცა დასახვეწია. დღევანდელ უნივერსიტეტში შესაძლებელია კარგი განათლების მიღება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფილის.

- ეცნობი თუ არა „ახალგაზრდა იურისტს“ და როგორი იქნება თქვენი სურვილები?
- საკმაოდ ხშირად ვკითხულობ თქვენს გაზეთს და დიდი ინტერესითაც, ის ხომ ჩვენს-სტუდენტურ ცხოვრებაზეა. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და მკითხველთა ფართო წრეს.

ნანახია: 1454 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz