ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 8:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » ფოტო კონკურსი – "კადრი 25"
ფოტო კონკურსი – "კადრი 25"
3:00 PM
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის დეპარტამენტის ინიციატივით, 2007 წლის 17 იანვარს თსუ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტო-კონკურსი სახელწოდებით "კადრი 25" ფოტო-კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ამ კონკურსის ორგანიზატორ მაიკო კილაძის თქმით: კონკურსში წარმოდგენოილი იყო 300 ფოტოსურათი, საიდანაც ჟიურიმ 25 საუკეთესო კადრი აარჩია. საუკეთესო ფოტოები გამოფენილი იქნა საგამოფენო დარბაზში და 17 იანვარსავე მოცემული ფოტოებიდან ჟიურიმ გამოავლინა 3 საუკეთესო ფოტოს ავტორი. გამოვლინდა აგრეთვე ფოტო - `მაყურებლის სიმპათია.” ჟიურს წარმოადგენდა ჟურნალ `ცხელი შოკოლადის” სამი ფოტოგრაფი. ფოტოს შეფასება მხოლოდ ვიზიალურად არ მომხდარა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ფოტოს შინაარსა და მის ღრმა ემოციურობას.
კონკურში I ადგილი წილად ხვდა კადრს #24 ფოტოთი: `ჰიპები,” რომლის ავტორია ალექსანდრე ნებულიშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; II ადგილი დაიკავა კადრმა #23, ავტორი თაკო ბენიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პაკულტეტი, ხოლო III ადგილზე გავიდა კადრი #3, ავტორი მარიამ გაბათაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსელი.
`მაყურებლის სიმპათია” გახდა კადრი #23, ავტორი თაკო ბენიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
გამარჯვებულებს კომპანია "roniko"-საგან გადაეცათ პიზები (სათვალეები), მათ შეუძლიათ ისარგებლონ fotocentre-1 30%-იანი ფასდაკლებით. კონკურსზე ცნობილი გახდა, რომ პირველ სამ ადგილზე გამარჯვებული ფოტოები გამოქვეყნდება ჟურნალ `ცხელი შოკოლადის” თებერვლის თვის ნომერში.
ნანახია: 1334 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz