ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 6:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » იურიდიულ ფაკულტეტზე შემოქმედებითი საღამოები სისტემატურად მოეწყობა
იურიდიულ ფაკულტეტზე შემოქმედებითი საღამოები სისტემატურად მოეწყობა
3:09 PM
2006 წლის 26 დეკემბერს, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორ ქეთი ქოჩაშვილის ინიციატივით იურიდიულ ფაკულტეტზე შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. მოეწყო მხატრული კითხვა, სადაც სტუდენტებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს. სტუდენტები კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს, ჩანახატებს, მინიატურებს. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობა მიიღეს: ლიკა კობალაძემ, მარიამ ჩალაზემ, ნინო საგინაშვილმა, ნათია თევზაძემ, თამუნა ზურაშვილმა, დიანა კვარაცხელიამ, ირაკლი სამხარაძემ, ნატო ანთიამ. სტუდენტებთან ერთად შემოქმედებით საღამოში მონაწილეობდნენ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორებიც: გურამ ნაჭყებია, რუსუდან ნათაძე, ლია კობალაძე. საღამოზე ექსპრომტად შესრულდა რამდენიმე კომპოზიციური ნაწარმოებიც. ამ ღონისძიებას წინ უსწრებდა იურიდიულ ფაკულტეტის ფოიეშივე ნახატების, ხელით ნაკეთი ნივთების და ნაქარგების გამოფენა. მელანო გოგისვანიძემ წარმოადგინა ნაქარგები, ნინო ფარსადანიშვილმა ხელნაკეთი თოჯინები, ზურაბ მახარაძემ მინიატურები ცარცით. ასევე დიანა კვარაცხელიასა და სალომე მახარაშვილის ნახატები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს, ფოტო-ხელოვნებაში კი გამოფენილი იყო ქეთი სახელაშვილის, თეონა ონიანის და სანდრო ჭანკვეტაძის ნამუშევრები.
შემოქმედებითი საღამო ესტეტიური განცდებით იყო დახუნძლული, გამოფენამ კი ხალისი შემატა უნივერსიტეტის დერეფნებს. თურმე იურიდიულ ფაკულტეტზე რამდენი ხელოვანი და თანაც ნიჭიერი ხელოვანი სტუდენტი გვყოლია. როგორც ქეთი ქოჩაშვილმა აღნიშნა, ამ ღონისძიების მიზანი სწორედ სელოვანი სტუდენტების გამოვლენა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება იყო.
ქეთი ქოჩაშვილის განცხადებით, ასეთი ღონისძიებები, ოღონდ მაშტაბური ფორმატით, 2007 წლის მანძილზეც არაერთი მოწყობა. მისის თქმით, გაზაფხულისათვის დაგეგმილია ჯგუფური ექსკურსიები და პროფესსორ სერგო ჯორბენაძის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა. აგრეთვე, დაგეგმილია ვიქტორინის მოწყობა კერძო სამართალში.
ვსარგებლობ შემთხვევით, ჩვენი გაზეთისა და იურიდიული ფაკულტეტის სახელით მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთის იმისათვის, რომ ასე ზრუნავს და იღწვის სტუდენტური ცხოვრების გალამაზებისათვის ჩვენს ფაკულტეტზე. ასეთი ღონისძიებები მართლაც, რომ საჭიროა ჩვენს დღევანდელობაში.
ნანახია: 1069 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz