ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 11:54 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » "მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა"
"მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა"
3:10 PM

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეონა ჭალიძეა. თეონა ყველაზე ცნობილი და აქტიური სახეა არამარტო სტუდენტური თვითმმართველობისა, არამედ ჩვენს სტუდენტურ თაობაში. მკითხველისთვის საინტერესოდ მივიჩნევდი გზას, რომელიც თეონას სკოლის მერხიდან დღემდე გაუვლია. დაამთავრა თბილისის 106-ე საშუალო სკოლა, სკოლის პერიოდში ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა თვითმმართველობას, თავისივე რედაქტორობით გამოდიოდა სკოლის კედლის გაზეთი "ოაზისიც" სკოლის ცხოვრებაში არ ყოფილა ღირშესანიშნავი მოვლენა, ფაქტი, თეონას, რომ თავისი სიტყვა არ ეთქვა. ღონისძიებების ჩატარებისა და მმართვის ხელოვნება მას მოსწავლეობის პერიოდიდან მოჰყვება. სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის შესანიშნავ ადგილადაც იქცა. ამჟამად ჰუმანიტარულ მეცნიერრებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების II კურსის სტუდენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული მოძრაობა – ჩვენი თაობის" თავმჯდომარეა. დღეს თეონა ჩვენი გაზეთის სტუმარია, თანატოლი, რომლის შესაძლებლობებიც და ორგანიზატორული ბუნება, მასტან ახლოს მდგომი ყველა ადამიანი დამეთანხმება, რომ ცდება ყოველგვარ ჩარჩოსა და ფორმატს. ამიტომაც ჩვენი მცდელობაა, წარმოგიდგინოთ თეონა ჭალიძე – უბრალოდ, თეონა – ოფიციალურ და არაოფიციალურ გარემოში.

- თეონა, რამდენად საინტერესოა დაძაბული და საქმიანი ცხოვრება?

- თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში 100-ობით სტუდენტისთვის აკეთებ ამა თუ იმ ღონისძიებას, ხარ იდეის ავტორი და ამ სტუდენტების სიხარულის მიზეზი. ეს კი ნამდვილად კარგი გრძნობაა.

- თეონა, გამორჩეულად რომელ ღონისძიებას გაიხსენებდი, რომელიც ცაგიტარებია?

- გასახსენებელი საკმაოდ ბევრია. ერთი-ერთია, მაგალითად გასტროლები აჭარის რეგიონში, სადაც თითქმის ყველა პატარა სოფელშიც კი ჩავატარეთ კონცერტი. დამამახსოვრდა, აგრეთვე კარგი აუდიტორია და მაყურებელი რუსთავის II კოლონიაში. ძალიან საინტერესო იყო საქველმოქმედო აქციები ბავშვთა სახლებში და ღონისძიებები ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვქმნით ქვეყანაში ახალგაზრდულ პოლოიტიკასა და ატმოსფეროს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქციების ორგანიზება და ჩატარება. მომიწყვია დეპორტირებულთა მხარდასაჭერი აქცია, რუსეთის პოლიტიკის საპროტესტო აქციები. მახსოვს, გაზთან დაკავშირებული პრობლემის გამო ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და შეიძლება ითქვას ღამე გვითენდებოდა რუსეთის საელჩოსთან. მინდა აღვნიშნო, რომ მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა.

- როცა ადამიანი გამორჩეულია თანატოლებში, მას მოშურნენიც ჰყავს. ამ მხრივ, როგორ დაახასიათებდი შენს სანაცნობო წრეს?

- დავიწყოთ იმით, რომ ძალიან დიდი სანაცნობი წრე მყავს და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს იცნობ, მით უფრო შესაძლებელია გვერდით კარგი ადამიანების შემოკრებაც. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც აშკარად ეტყობათ, რომ მაინცდამაინც თეთრი შურით არ შურთ შენი, მაგრამ საბედნიეროდ არიან ისეთებიც, რომლებსაც გულით უხარიათ შენი წარმატება. ყველაფერიო ცხოვრებაა, დამეთანხმებით.

- თვისება, რომელიც ყველაზე მეტად წარმოაჩენს ადამიანს?

- ვფიქრობ, გულისხმიერება იმიტომ, რომ გულისხმიერი ადამიანი თავისთავად არის ზრდილობიანი, კეთილი და სულიერად ლამაზი.

- თეონა, შენს ხასიათში რა მიგაჩნია ყველაზე დადებით და უარყოფით თვისებად?

- დადებით თვისებად მიმაჩნია საქმის სიყვარული და საქმისადმი ერთგულება. აგრეთვე ის, რომ მოულოდნელად შექმნილი რთული სიტუაციიდან სწრაფად შემიძლია გამოსავლის პოვნა. რაც შეეხება ნაკლს, უარყოფით თვისებად შეიძლება არც ითვლებოდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ადამიანებს თავის ნაკლზე პირდაპირ მივუთითებ.

- თეონა, რა მიგაჩნია ჩვენი თაობის ნაკლად და ღირსებად, რა აკლია შენი აზრით დღევანდელ ქართულ საზოგადოებას?

- დღევანდელი თაობა მეტისმეტად თავისუფალია, თუმცა არ ესმის სიტყვა "თავისუფლების" არსი და მნიშვნელობა. კარგ თვისებად მიმაჩნია ამბიცია, თან აღსანიშნავია, რომ საქმეში ქალისა და მამაკაცის ამბიცია ერთმანეთს გაუთანაბრდა. მომწონს აგრეთვე პრინციპი – ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

- შენი საყვარელი მწერალი და ფრაზა?

- მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილი, რაც შეეხება ფრაზას - "არასოდეს თქვა არასოდეს" და "მაგარ შარში ვართ" (იცინის)

- რაზე ოცნებობ?

- მინდა საქართველო იყოს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ახალი 2007 წელი ყოფილიყოს ქართველი ხალხისთვის ბედნიერების მომტანი.

- რას წაიღებდი სტუდენტობიდან და რას დატოვებდი სტუდენტობაში?

- წავიღებდი გამოცდილებას, უნივერსიტეტში შეძენილ მეგობრებს და კონკრეტულად სტუდენტურ თითმმართველობასთან დაკავშირებულ მოვლენებს. დავტოვებდი – განხორცილელებული ღონისძიებებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს, რადგან ხალხსაც გაეზიარებინათ ის.

- თეონა, როგორი იქნება შენი სამომავლო გეგმები და სად წარმოგიდგენია ყველაზე მეტად შენი თავი?

- დამეთანხმებით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ცხოვრებისეული გეგმა და მისწრაფება. საერთოდაც მინდა გითხრათ, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება საქართველოლს პარლამენტში წარმომიდგენია, რადგან ვთვლი, რომ საკანონმდებლო ორგანოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი კარგის გაკეთება შეიძლება.

- როგორია თქვენი აზრი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე?

- უნივერსიტეტში დაწყებული რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. მან დადებითი შედეგი უკვე აჩვენა კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მთავარია ყველა სტუდენტმა გაითავისოს რეფორმის აუცილებლობა და მისი არსი. სტუდენტები არიან ინფორმაციულ ვაკუუმში და ჩვენ, სტუდენტური თვითმმართველობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული სტუდენტისთვის გასაგები იყოს რეფორმის აზრი.

- კონკრეტულად, რექტორზე რა აზრის ბრძანდებით?

- გიორგი ხუბუა ნამდვილად ღირსეული რექტორია. სწორედ მისი რექტორობის დროს გაჩნდა ფრაზა - სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემო. როგორც თვითმმართველობის წევრი და როგორც რიგითი სტუდენტი, მართლა ვგრძნობ რექტორის გვერდში დგომას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას...

- თეონა, როგორ ფიქრობ, რამდენად ქმედითი და აქტიური ორგანიზაციაა სტუდენტური თვითმმართველობა?

- სტუდენტური თვითმმართველობა, რომ ქმედითი და აქტიურია, ამაზე მიუთითებს ის, რომ ჩატარებულ არჩევნებში დაფიქსირდა სტუდენტთა ისეთი აქტიურობა, როგორც აქამდე არ ყოფილა. გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებს სთავაზობს უამრავ საინტერესო ღონისძიებას და ჩვენი პროგრამები თითოეული სტუდენტისთვის მალე ხელშესახები იქნება.

- თეონა, რა შეხედულება გაქვს გაზეთ `ახალგაზრდა იურისტზე?”

- ვთვლი, რომ თქვენმა გაზეთმა თავისი სიტყვა უკვე თქვა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. წარმატებად მიმაჩნია თქვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, ამ წარმატების საფუძველი კი არის გაზეთის რედკოლეგია, თქვენი შრომა და მონდომება. შენიშვნები არ მაქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ მომავალშიც იყოს ისეთივე ობიექტური, რომლითაც თქვენი გაზეთი ყოველთვის გამოირჩეოდა..

გადავწყვიტეთ თეონას შესახებ, ამ მართლაც დიდი ორგანიზატორისა და შესაძლებლობების მქონე თანატოლის შესახებ იმ თანატოლების შეფასებითი დახასიათებებიც გაგვეგო, რომლებიც თეონას იცნობს და მისი ღონისძიებებით არაერთხელ მოხიბლულა. ეს ჩვენი სასიამოვნოა რესპოდენტისათვის მოულოდნელი სიურპრიზი იქნება...

გიორგი ავალიანი:
ეს ადამიანი არის თვითმმართველობის სული და გული, ენერგიული და ცოცხალი. გააჩნია ორგანიოზატორული ნიჭი და პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას ასეთი განათლებული და ორგანიზებული წევრი ჰყავს.

გიორგი შამათავა:
პირველ როგში მინდა აღვნიშნო, რომ შრომისმოყვარე და ენერგიული გოგოა. აღსანიშნავია, რომ ეხერხება და არ უჭირს ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან ურთიერთობა. არის უშუალო, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პიროვნება.

თორნიკე ხუციშვილი:
თეონა არის შრომისმოყვარე და აქვს უდიდესი პასუხისმგებლობის განცდა, საქმეში არის თანმიმდევრული, აქვს ყველზე საკუთარი შეხედულება და ხშირ შემთხვევაში არის ობიექტური თავის შეფასებაში. თეონა კარგი მეგობარი და ადამიანია, რომელსაც შეძლება დაეყრდნო.

ნატა უზუმაშვილი:
თეონა არის ძალიან მიზანდასახული და გამოირჩევა პრაქტიკული და პრაგმატული აზროვნებით. თეონაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ პირად და საზოგადოებრივ ცოხოვრებას ერთმანეთთან უთანხმებას და საქმიანობას შეუცდომლად წარმართავს. თეონა ლიდერია. თეოანა ასეთადაა დაბადებული.

დაჩი იორამაშვილი:
ამ ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, ვინაიდან აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება. არის გულთბილი, რაც მთავარია პრაგმატული და იცის საქმესთან მიდგომა. ძალიან მომწონს მისი მიზადასახულობა და სწრაფვა ცხოვრების გზაზე აღმავლობისკენ.

სოფო ქარცხავა:
ეს არის საკმაოდ ორგანიზებული ახალგაზრდა, რომელიც საკმაოდ კარგად აზროვნებს. აქვს კარგი იდეები. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში, რომელიც არის მის გარშემო, აქვს საპატიო ადგილი. თეონა მიზანდასახულია, იცის, როგორ გააკეთოს თავისი საქმე და აქვს რეალური ამბიცია.

ირაკლი ხარჭავანიძე:
თეონა პირველ რიგში არის კარგი და კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ემსახურება სტუდენტურ თვითმმართველობას და პირველ რიგში სტუდენტებს. რაც მთავარია, მეგობრული სტუდენტების მიმართ და უყვარს თავისი საქმე. ჩემი აზრით, კულტურული ღონისძიებების მხარე თეონამ რამდენიც გააკეთა, ჯერ არავის გაუკეთებია. ბევრს შრომობს, თავის საქმეს კარგად უძღვება და არის წარმატებული.

არჩილ კაიკაციშვილი:
თეონას შესახებ რამე, რომ არ ვთქვა, საკმარისი იქნება ალბათ, რადგან თავად მისი სახელი თავისივე საქმიანობისა და თვისებების გამომხატველია. მე ვარ ძალიან ამაყი იმით, რომ ჩემმა სტუდენტობამ ასეთი თანატოლი გამაცნო და დამაახლოვა. ვფიქრობ იშვიათია ჩემს თაობაში თეონასნაირი რჩეულები. თეონა რჩეულია თავის კეთილშობილებაში, მეგობრობაში, გულწრფელი და უშურველი, საქმიან ურთიერთობაში მუდამ თავაზიანი. მინდა მას გადასცეთ, რომ უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტური ცხოვრების სახედ მივიჩნევ.

და მეც წარმატებები მინდა ვუსურვო თეონას.

ნანახია: 1429 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.2/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz