ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 8:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » ილია მესხიშვილი: "ჩემი წარმატების მიზეზი ჩემი შრომისმოყვარეობაა"
ილია მესხიშვილი: "ჩემი წარმატების მიზეზი ჩემი შრომისმოყვარეობაა"
3:11 PM

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, მასში თავი მოიყარეს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გარდა სტუდენტური თვითმმართველობისა, დამოუკიდებელ საქმიანობასაც ეწევიან და სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ პროექტებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
ილია მესხიშვილი ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული სტუდენტურ ცხოვრებაში და ცდილობს იგი უფრო საინტერესო და სასარგებლო გახადოს თანატოლებისათვის.
ილია 1985 წლის 20 აპრილს ქ.თბილისში დაიბადა. ბავშვობის სურვილი სკოლის დამთავრებისთანავე აისრულა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ილია, გარდა თვითმმართველობისა, რას საქმიანობ?
– მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში ჩემი საქმიანობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვარ ერთ-ერთი ინტერნეტ მაღაზიის დამფუძნებელი; საქართველოს სტუდენტურ-სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი; “ქოლგეითის” სტიპენდიანტი; ერთ-ერთი ვებ-დიზაინერთა ჯგუფის დამფუძნებელი და უნივერსიტეტში სენატეს წევრი.
-შენი ჰობია ცურვა, გაქვს თუ არა მიღებული მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში?
- ცურვა ძალიან მიყვარს. დიახ, მიმიღია მონაწილეობა. ერევანში საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილის მფლობელი გავხდი წყალბურთში. ვიყავი 16 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში "კოკა –კოლას" თასზე მესამე ადგილის მფლობელი.
-რა არის შენი მიზანი?
- ჩემი მიზანია გამოვიდე ჩემი საქმიანობის პროფესიონალი და ჩემი საქმის მცოდნე. ვსწავლობ სტომატოლოგიის ფაკულტეტზე

- შეგიძლია გვითხრა, რას თვლი შენი წარმატების მიზეზად?

- ჩემი წარმატების მიზეზი ჩემი შრომისმოყვარეობაა.

- და ბოლოს... როგორია შენი თვალით დანახული "ახალგაზრდა იურისტი"?

- ეს არის ახალგაზრდული გუნდი, რომელიც აკეთებს ნამდვილად კარგ საქმეს, როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. მე მივესალმები თქვენს საქმიანობას და ვუსურვებ წარმატებებს, როგორც საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
ნანახია: 1197 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz