ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ადამიანის უფლებათა სამართალის ქართული გააზრება და დღევანდელი პრობლემები
ადამიანის უფლებათა სამართალის ქართული გააზრება და დღევანდელი პრობლემები
5:30 PM
ადამიანის უფლებები, როგორც ცნება და გაგება ყალიბდება და ვითარდება ადამიანის ისტორიის მთელ მაძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ის მყარადააა დაკავშირებული კანონებთან და რელიგიასთან. პირველი კოდიფიცირებული კანონები, რომელიც შეიცავს ადამიანს უფლებების შესახებ ნორმებს, ესაა ”ჰამურაბის კანონები”, რომელიც 4000 წლის წინათ შეიქმნა. იგი შედგებოდა 282 კანონისაგან და წარმოადგენს პრეცენდენტურ მოვლენას სამართლის ისტორიაში, იგი არის კოდექსის პირველი ვარიანტი და ეს კოდექსი შეიცავდა ნორმებს ადამიანის უფლებების შესახებ.
მართალია, ამ ნორმებში მოყვანილ ადამიანის უფლებებს არავითარი საერთო არ გააჩნიათ ადამიანის დღევანდელ უფლებებთან, (ამის მიზეზი არის ჰამურაბის კანონების ბუნება, პრინციპები, დანიშნულება), მაგრამ ამ კანონების არსებობამ უდიდესი მნიშვნელობა იქონია სამართლებრივი სისტემების განვითარებაში. აქედან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხდებოდა სამართლებრივი აქტების განვითარება, დახვეწა, სრულყოფა, ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ხელშეკრულებებმა და კონვენციებმა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის წყარო ამ კონვენციების და ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყნების კანონმდებლობაში.
ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო კონვენციები სახელმწიფოს აკისრებენ, როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებებსაც. ნეგატიურ ვალდებეულებებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საერთაშორისო კონვენციებითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დარვევისაგან ახორციელებდეს. (მაგ. სიტყვის თავისუფლება. ყველა სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ადამინების ეს უფლება და არ აუკრძალოს მათ გამოხატონ თავისი აზრი). პოზიტიური ვალდებულებები კი ისეთი ვალდებულებებია, როდესაც სახელმწიფოებს ევლაებათ არა მხოლოდ არ დაარღვიონ კონვენციებით გათვალისწინებული უფლებები, არამედ უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის მიერ (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ (მაგ. განათლების უფლება - სახელმწიფოს მხრიდან სავალდებულოა უზრუნველყოფილი იქნეს დაწყებითი განათლება, საცხოვრებელი მინიმუმი- რაც სახელმწიფოს მხრიდან უდნა იყოს გარანტირებული სოციალური დახმარებების და სხვა სახით). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებების დარღვევა მოხდა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება თვით სახელმწიფოს პასუხისგებლობის საკითხი.
ადამიანის უფლებების დაყოფა და დიფერენცირება ხდება სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე, ადამიანის უფლებები, გამოყენების თვალსაზრისით ზოგადად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად:
1. ხელშეუვალი, ანუ აბსოლუტური უფლებანი – უფლებები, რომლებიც არანაირი პირობებით არ შეიძლება შეიზღუდოს, თვით ომისა და საგანგებო ვითარების ჩათვლით და რომელთა გაწონასწორება საზოგადო საჯარო იტერესით პრინციპულად დაუშვებელია. ესენია: სიცოცხლის უფლება – მ. 2, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აკრძალვა – მ. 3, მონობის აკრძალვა – მ. 4.1, სასჯელის უკუქცევითი გამოყენების აკრძალვა მ. 7.
ასევე კვეცადი, ანუ შეფარდებითი უფლებები – უფლებები, რომელთა მიმართ ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას გარკვეული უკანდახევა მხოლოდ ომის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს, ანდა განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას, რომლებიც, როგორც წესი, შესაბამის მუხლებშია მითითებული. ამ უფლებათა შეზღუდვა, რაიმე საჯარო ინტერესის ზოგად საფუძველზე მითითებით დაუშვებელია. უფლებები, რომლების შეიძლება შეიზღუდოს შემზღუდველი ნორემბით, როგორიცაა მაგ, საზოგადოებრივი წესრიგი, ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი მორალისა და ჯანმრთელობისათვის, ნორმაულ სიტუაციებში და მშვიდობიანობის დროს. ეს შემზღუდველი ნორმები ეხება მხოლოდ უფლებათა წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფს და სახელმწიფოს მხრიდან არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოქმედებას მათ განსახორციელებლად.
თეორიაში ფართოდ გავრცელებულია უფლებების დაყოფა სამ ძირითად კატეგორიად 1. პოლიტიკური 2. სოციალური 3. ეკონომიკური. დაყოფის ეს სისტემა შემოტანილია კარელ ვასაკის მიერ, თუმცა მიუხედავად მისი ფართო აღიარებისა თეორეტიკოსების ნაწილი მას მაინც არ იზიარებს და თვლის, რომ ამ სისტემის სხვადასხვა კატეგორიებს ბევრი საერთო გააჩნიათ და ცალ-ცალკე დიფერენციაცია მიუღებელია მათვის.
ადამიანის უფლებებს ყველა თანამედროვე და დემოკრატიულ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, აგრეთვე ადამინის მნიშვნელობაზე ქვეყანაში მეტყველებს მისი უფლებები თუ რამდენად დაცულია ისინი და ეს უფლებები, რაც უფრო ფართოა და გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან, ნიშნავს, რომ ადამიანი მით უფრო ფასეულია ამ ქვეყნისათვის.
როდესაც უკვე საუბარია რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე, გასათვალიწინებელია ორი ფაქტორი: 1. საკანონმდებლო გარანტიები 2. ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და განხორციელება საქართველოში, ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანესი წყაროა კონსტიტუცია.
კონსტიტუციის მეორე თავი ეხება ადამინის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ თავში აღიარებულია და სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლებები და თავისუფლებები როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, თავისუფლების ხელშეუვალობა, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლება, საჯაროდ შეკრების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, და სხვა. 39-ე მუხლში მითითებულია რომ სახელმწიფო არ უარყოფს ადამინის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, რომელიც არ არის მოხსენიებული კონსტიტუციაში, თუმცა თავის თავად გამომდინარეობენ კონსტიტუციური პრინციპებიდან. კონსტიტუცია აყალიბებს ასევე უფლებათა დაცვის საშუალებებს, განსაზღვრავს სასამართლოთა სისტემას და ადგენს სხვა უმნიშვნელოვანეს პრინციპებს.
კონსტიტუციასთან ერთად ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანესი წყაროა ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. კონსტიტუცია აღიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებების უპირატეს იურიდიულ ძალას შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში, ანუ საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის წევრიც, მონაწილეც საქართველოა იურიდიული ძალის იერარქით მაღლა დგას მიმიდინარე კანონებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია მოვიყვანოთ ასევე ის უფლებათა დამცველი საერთაშoრისი კონვენციები, დეკლარაციები და ხელშეკრულებები, რომელთა წევრიც საქართველოა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ადამიანის ძრითად უფლებებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, კონვენცია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, კონვენცია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, კონვენცია წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების წინააღმდეგ, ბავშვთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარეობს საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმები, რითიც ხდება ადამიანის უფლებების კანონის მხრიდან სრულყოფა და განმტკიცება, სასამართლოში ინერგება ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები და სხვა. ამ რეფორმებით საქართველოს კანონმდებლობა ემსგავსება ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო მოდელებს.
რეფორმების სიახლეთაგან ცალკე აღნიშვნის ღირსია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თუმცა ამ ინსტიტუტის მომქმედებაზე ძნელია ფიქრი, როდესაც ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ასევე კითხვის ქვეშ აყენებს ამ ინსტიტუტს ის ხარჯები რაც მის შემოღებასთან არის დაკავშირებული. ამ გარემოებების გამო იურისტების აზრი ორადაა გაყოფი და ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ინსტიტუტი ვერ გაამართლებს ქართულ რეალობაში, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ამ ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილის საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში. ამრიგად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დემკრატიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ამ საკანონმდებლო გარანტიების ფონზე, საინტერესოა თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში ადამინის უფლებების სფეროში, რამდენად დაცულია და გარანტირებული ის. ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დემოკრატიისკენ აღებულ კურსი უფრო აქტიურად გაგრძელდა და ციხეებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა თუ პოლიციის განყოფილებებში არაადამინაური მოპყრობის და წამების აღმოსაფრხვრელად განხორციელებული იქნა მრავალი ღონისძიებანი. მაგრამ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა თუ წინასწარი დაკავების საკნებში არსებული მდგომარეობა კვლავ რჩება ქართული დემოკრატიული პროცესების შავ ლაქად და სხვა რეალობაზე მიუთითებს.
წამებასთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაეროს წამების კომიტეტს საქართველოს ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვადასხვა შინაარსის, ურთიერთგამომრიცხველი დასკვნები გაუგზავნეს, რაც მეტყველებს იმაზე რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება რეალური მდგომარეობის დამალვა. ასევე ბოლო პერიოდში უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოში სიცოცხლის უფლება, ამაზე ფიქრის უფლებას გვაძლევს საქართველოში ბოლო დროს მომხდარი სპეც ოპერაციები, საზოგადოებისათვის გახმაურებული მკვლელობები, რაც კარგადაა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ აბსოლიტური-სიცოცხლის უფლების დარღვევები ხდება სახელმწიფოს მხრიდან, ძალოვანი ორგანოების სახით, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დემოკრატიის ხარისხზე. მძიმე მდგომარეობაა ასევე პირადი ცხოვრების ხელშუხებლობის საკითხში, რადგან ხშირია ადამიანის საუბრების არასანქციონირებული მოსმენები, ეს უფლებები ირღვევა ასევე სხვადასხვა ოპერატიული მასალების საჯაროდ ჩვენებების დროს და ა.შ. ასევე სასამართლო სისტმის სრულ დამოუკიდებლობამდე ბევრია გასაკეთებელი და განსახორციელებელი.
ამ ზემომოყვანილი მცირეოდენი ფაქტებიდან შეძლება დღევანდელი რეალობის დანახვა და იმის გაგება, თუ რამდენად დაცულია საქართველოში დღესდღეობით ადამიანის უფლებები, რამდენად მოქმედებს საკანონმდებლო გaრანტიები ადამიანის უფლებებების დაცვისა და ზოგადად რა დონეზეა დემოკრატია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ატიური და მუხჩაუხრელი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობა საბოლოოდ დაეფუძნება დემოკრატოას და ქვეყანა ამ მხრივ მაგალითის მიმცემი აღმოჩნდება დემოკრატიული თანამეგობრობისათვის.
ნანახია: 2460 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.2/8 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz