ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 4:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » „მუზა“ – ახალი მუსიკალური რადიოსადგური საქართველოში
„მუზა“ – ახალი მუსიკალური რადიოსადგური საქართველოში
5:38 PM
კლასიკური მუსიკის ქართულმა რადიოსადგურმა “მუზა” მაუწყებლობა უკვე დაიწყო. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გურანდა ღოღობერიძემ განაცხადა, „მუზა“ პირველი და ერთადერთი რადიოსადგურია საქართველოში, სადაც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ კლასიკური მუსიკა აჟღერდება. “მუზა” 95.9 ტალღაზე გადის. ივლისის ბოლომდე მაუწყებლობა მხოლოდ თბილისზე გავრცელდება, აგვისტოდან კი მთელ საქართველოს დაფარავს. რადიოსადგურის ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს პირველ ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსს ეკუთვნის. „მუზას“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა სამმა ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ მიიღო. რადიოს ახალგაზრდა ქართველ წამყვანთა ჯგუფს პროფესიული ტრენინგები ჰოლანდიური კლასიკური რადიო „კონცერტზენდერი“-ს წარმომადგენლობამ ჩაუტარა. „გარდა იმისა, რომ „მუზა“-ს ეთერით უმაღლესი ხარისხის ჩანაწერები იტრიალებს, ჩვენ თავად ჩავწერთ კონცერტებს გამოჩენილ ქართველ და უცხოელ მუსიკოსთა მონაწილეობით. კლასიკური მუსიკის გარდა, რადიოსადგურის ეთერი ქართულ ხალხურ მუსიკას დაეთმობა“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.
ნანახია: 1119 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz