ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 3:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » "ახალგაზრდა იურისტის” მორიგი ღონისძიება - ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო
"ახალგაზრდა იურისტის” მორიგი ღონისძიება - ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო
5:46 PM
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და საერთოდ, მისი შემოქმედება, დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ძალიან ახლობელი და გასაგებია. ჩვენს თაობაში მრავლად მოიპოვება მისი თაყვანისმცემელი. ირაკლი ჩარკვიანისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის გამო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” სარედაქციო კოლეგიამ გადაწყვიტა მოეწყო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რითაც გვსურს კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მის შემოქმედებას და აღვნიშნოთ, რომ ირაკლი ჩარკვიანი წერდა ისეთ მარადიულ ფასეულობებზე, რომელიც არასოდეს ბერდება და კვდება.

გაზეთის შემოქმედებითმა ჯგუფმა მომზადებულ საღამოს შესაბამისი კომპოზიციაც მოუმზადა. "მან გადაცურა ზღვა” – ასე ეწოდა იმ წარმოდგენას, რომელიც 30 მაისს, საღამოს თსუ-ის I კორპუსის ბაღში, 21 საათზე დაიწყება. უკვე ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელსა თუ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, გამოიკვრა 500 საინფორმაციო პლაკატი საღამოს შესახებ და მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია.

საღამოს უნივერსიტეტის შენობაზე დაშვებული იქნება ირაკლი ჩარკვიანის სურათი, უნივერისტეტის კიბეებზე განლაგდება 44 დეკორატიული სანთელი მისი 44 წლის აღსანიშნავად. ამასთანავე, ხალხში დარიგდება საეკლესიო სანთლები, აქვე იქნება დიდი ეკრანი, რომელზეც გავა კლიპები მეფის შემოქმედებიდან. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: მეფის მეგობრები და ცნობილი მომღერლები. ისინი წაიკითხავენ ნაწყვეტებს ირაკლი ჩარკვიანის წიგნიდან "მშვიდი ცურვა,” გაიხსენებენ მასთან დაკავშირებულ მოგონებებს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს მოძრაობის თეატრის მსახიობები. ისინი საღამოს დასასრულს ანთებული 44 დეკორატიული სანთლით დაწერენ "მეფეს.” "ახალგაზრდა იურისტის” რეადაქცია ღონისძიების მიმდინარეობისას შეკრებილ საზოგადოებას სხვა მოულოდნელობებსაც ჰპირდება.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტს” ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზებაში გვერდში დაუდგა კომპანია "ვისოლი.” საღამოს გენერალური სპონსორია `ნოკია.” საინფორმაციო მხარდაჭერა გასწიეს "ფორტუნა პლიუსმა” "პირველმა სტერეომ” ჟურნალმა "თბილისელებმა” და `მიუზიქლ ბოქსმა.” გაზეთი პროექტის მხარდაჭერაში განაკუთრებულ მადლობას უხდის თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

მოცემული პროექტის განხორციელების იდეა გაზეთის საკორესპონდენტო კორპუსის წევრებმა ნინო მარღანიამ და ნინო განუგრავამ წარმოადგინეს.
ნანახია: 1002 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz