ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 1:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ხალხის დადებითმა აურამ "ჯეოსტარის" დატოვება გამიმარტივა
ხალხის დადებითმა აურამ "ჯეოსტარის" დატოვება გამიმარტივა
5:49 PM


დღევანდელი ჩვენი სტუმარი ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეა. ქართველ მსმენელს მან "ჯეოსტარის" პროექტიდან შეაყვარა თავი. როგორც კონკურსის ჟიურიმ არაერთხელ აღნიშნა - ანანო მჟავია უკვე შემდგარი მომღერალია, ეს შეხედულება მსმენელმაც გაიზიარა და ანანო როგორც მომღერალი, ისე მიიღო და შეიყვარა. ანანო მჟავია – ეს მომხიბვლელი და ნიჭიერი გოგონა უნივერსიტეტის სტუდენტია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიმღერას მხოლოდ 2 წელია, რაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი. გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სახელით მინდა წარმატებები ვუსურვო ანანოს და მადლობა გადავუხადო კარგი რესპოდენტობისათვის.
- ანანო, გვაინტერესებს, თუ სად სწავლობ და რამდენი ხანია, რაც მღერი?
- ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტანსაცმლის მხატვრულ მოდელირებაზე, ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. რაც შეეხება სიმღერას, სულ რაღაც ორი წელია, რაც სიმღერა სერიოზულად დავიწყე. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ დიდი იყო დედის სურვილი. მოგეხსენებათ, ის თვითონ მღეროდა, მერე ოჯახის გამო დაანება თავი და ახლა მე ვაგრძელებ, ასე ვთქვათ, ტრადიციას.
- რამ განაპირობა მონაწილეობა მიგეღო "ჯეოსტარში"?
- "ჯეოსტარი" ზოგადად კარგი პროექტია. მე ვუყურებდი პირველ და მეორე "ჯეოსტარს" და ძალიან მომწონდა. მერე კი, როცა ავმღერდი და ჩამოვყალიბდი, გადავწყვიტე კონკურსშიც მიმეღო მონაწილეობა.
- როგორ შეაფასებდი შენს ცხოვრებას "ჯეოსტარამდე" და "ჯეოსტარის" შემდეგ
- "ჯეოსტარმა" შემძინა ბევრი მეგობარი, პროექტის მეშვეობით გავიცანი და მუშაობა მომიწია პროფესიონალ ადამიანებთან. "ჯეოსტარმა" ჩამაბა გაცილებით აქტიურ ცხოვრებაში.
- როგორ ფიქრობ, რამდენად სამართლიანი აღმოჩნდა მაყურებელი, როცა პროექტი დაგატოვებინა?
- სამართლიანობაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ემოცია კი ძალიან დიდი იყო. მთელი კონკურსის განმავლობაში ემოციურად ძალიან დატვირთულები ვიყავით, მეც და ყველა მონაწილე, თუმცა უარყოფითი ემოცია ნამდვილად არ ყოფილა. ის დადებითი აურა, რაც მოდიოდა მაყურებლისგან, მსმენელისგან აბსოლუტურად მინეიტრალებდა "ჯეოსტარის" დატოვებას. მე მაინც კმაყოფილი ვარ და იმ ხალხის მადლობელი, ვინც ჩემი გულშემატკივარი იყო.
- გაიხსენე "ჯეოსტარზე" ის ერთ-ერთი გამოსვლა, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა?
- ალბათ, ბოლო გამოსვლა, რომელზეც "New York"ი ვიმღერე. ნამდვილად, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო, რადგან დარბაზში, მართლაც ანშლაგი იყო და იმხელა ემოცია მოდიოდა, რომ ცოტა დავიბენი კიდეც, მით უფრო, როცა სიმღერის პროცეში ყველა ფეხზე ადგა. თუმცა ყველა ნომერი დასამახსოვრებელი იყო ჩემთვისაც და ყველა ჯეოსტარელისთვისაც.
- რას ეტყოდი შენს გულშემატკივარს
- უბრალოდ ძალიან დიდ მადლობას.
- როგორ ფიქრობ, რამდენად გემოვნებიანი მსმენელია თანამედროვე ახალგაზრდობა?
- ყველას აქვს ინდივიდუალური გემოვნება. მე თუ ვუსმენ ჯაზს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანს აქვს ცუდი გემოვნება მხოლოდ იმიტომ, რომ უსმენს როკს.
- რა მუსიკას უსმენ და რომელია შენი საყვარელი მომღერალი თუ ჯგუფი?
- არ არის ისეთი მუსიკა, რომ მე. წარმოვიდგინოთ, რომ ხაზი გადავუსვა და ვთქვა - ამას არასდროს მოვუსმენ. საერთოდ განწყობას გააჩნია, ისე უპირატესობას ვანიჭებ ჯაზურ კომპოზიციებს, ჯაზ-სოულს, ბლუზს. ვცდილობ ყველაფერს მოვუსმინო, რომ ყველაფერი გავიგო. რაც შეეხება საყვარელ მომღერალს, ერთი კონკრეტული არ არსებობს, ასეთი ძალიან ბევრია, მაგალითად ძალიან მიყვარს ბარბარა სტრეიზანდტი, დაიანა კრალი, სტიუ ვანდერი და ა.შ.
- როგორია ანანო მჟავიას ერთი თავისუფალი დღე?
- თავისუფალი დღის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ. ვკითხულობ ან ვუსმენ მუსიკას.
- როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბების პროცეში ვარ.
- რას უსურვებდით სტუდენტურ გაზეთ "ახალგაზრდა იურისტს?"
- არც ვიცოდი, საერთოდ თუ არსებობდა სტუდენტური გაზეთი, თორემ აუცილებლად მოვიპოვებდი. ძალიან კარგია, შემოქმედებითი რაც მეტი გაკეთდება, მით უკეთესი. სტუდენტები, რაც უფრო დაკავებულნი ვიქნებით მსგავსი საკითხებით, მართლაც უკეთესი იქნება. ნამდვილად მომეწონა, გისურვებთ წარმატებებს და, რაღა თქმა უნდა, ბევრ მკითხველს.
- გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი გაზეთი ყოველთვის გულშემატკივარი იქნება თქვენი.
ნანახია: 1738 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz