ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 6:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » დიდი ხნის წინ დარღვეული და ჯერ კიდევ აღუდგენელი ტერიტორიული მთლიანობა
დიდი ხნის წინ დარღვეული და ჯერ კიდევ აღუდგენელი ტერიტორიული მთლიანობა
12:53 PM
მსოფლიოს გადასახედიდან საქართველო პატარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა. პატარა სახელმწიფო და ასეთივე მცირე რაოდენობის ადგილი მსოფლიო რუკაზე. თუმცა, რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, ეს პატარა ტერიტორია დიდი დავის საგანი გახდა. უთანხმოება და დავა სწორედ იმ დღიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებმა თვითნებურად დაიწყეს სხვისი ტერიტორიების დაკავება და ამას საკმაოდ დიპლომატიურად მიუდგნენ.
ქვეყნის შიგნით ხელოვნურად ატეხილმა უთანხმოებამ სულ ცოტა საქართველოს საზღვრებში შემავალი ორი ტერიტორია გააცალკევა ღალატმა უბედობამ, პოლიტიკურად გათვლილმა ნაბიჯმა თუ უბრალოდ ძლიერმა ძალამ მოახერხა, რომ ძმათა შორის მომხდარიყო სისხლისღვრა და ყველაფერი იმით დამტავრებულიყო, რომ საქართველოს დაეკარგა ტერიტორიები და შეეძინა უამრავი უსახლკარო, ნათესავდაკარგული და მომავალში ლტოლვილად წოდებული ადამიანები. ნურავის და არავის შეუძლია დათვალოს და განსაზღვროს ის მტკივნეული დღეების რაოდენობა, რაც ამ ხალხმა საკუთარი მიწიდან უნებური გადმოგდების შემდეგ გამოიარა.
სულ რაღაც თოთხმეტი წლის წინ აფხაზეთში ჯერ კიდევ მშვიდობა სუფევდა. ცხოვრება მრავალფეროვნად გრძელდებოდა და საუბედუროდ ამ მრავალფეროვნებაში სისხლის კვალიც გამოერია, საქართველოში უამრავი ოჯახია, რომლის წევრებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ ამ უბედურებასთან. ძალიან ბევრს ეს ომი სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა, ზოგმა კი ნათესავები და ახლობელი ადამიანები დაკარგა. აფხაზეთის ომს ბევრი უდანაშაულო და მომავლის მქონე ახალგაზრდა ბიჭები შეეწირნენ. ბევრი წამებისა და სისასტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა, ზოგმა კი საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობითაც დაასრულა. გადარჩენილთაგან უმრავლესობამ დატოვა საქართველოს საზღვრები და დღემდე უცხო ცის ქვეშ იმყოფებიან. ასეთმა საქციელმა საგრძნობლად შეამცირა ისედაც მცირე საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. ომმა არა მარტო უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა, არამედ ქვეყნის შიგნით გამოიწვია მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ეს იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ დღემდე მიმდინარეობს მათი დაბალანსება.
უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის დაკარგვის დღიდან გადარჩენილთათვის ახალი, სიძნელეებით სავსე ცხოვრება დაიწყო. ბევრი ეცადა, რომ დაევიწყებინა ის დღეები, რომელიც მათ უთანასწორო ომმა მოუმზადა, მაგრამ ძნელია დაივიწყო ის, რაც შენი ცხოვრების ისტორიაში მტკივნეულად აღიბეჭდა. ომიდან სულ რაღაც თოთხმეტი წელი გავიდა, მაგრამ ვერც ტერიტორიები აღვიდგინეთ და ვერც იმ ადამიანების რიცხვი ვერ შევამცირეთ, რომლებსაც ისტორიამ და დრომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ქართველ ცხალხს ყოველთვის სწამდა, რომ საშინელ დღეებს დასასრული მალე დაუდგებოდათ, მაგრამ ამ მოლოდინში წლებიც მიიწურა და ოცნება ოცნებადვე დარჩა. დიდი ხნის წინ დარღვეულ და ჩამოშორებულ ტერიტორიას ისევ სხვა განაგებს. მაგრამ ნათქვამია, რომ იმედი ბოლოს კვდებაო და მართლაც არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში და ერთხელ მაინც დაადგამენ ფეხს მშობლიურ მიწაზე. ომმა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა ქართველობას, მაგრამ რწმენა, რომ შეიძლება ცხოვრებამ უკეთესობისაკენ იცვალოს პირი და რომ სამართლიანობა აღდგეს. დღევანდელ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობა ერ-ერთი აქტუალური თემაა. თითქმის ყველა პოლიტიკური მოქმედება ტერიტორიების აღდგენისაკენ მიუთითებს. საქართველომ და ქვეყნის მტავრობამ ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. იმედია, ახლო მომავალში ერთიანი ხალხის სურვილი ახდება, საქართველოს დაუბრუნდება დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიძლება უკეთესი ცხოვრების მიღწევაში კიდევ ბევრი დაგვჭირდეს, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელი არ არის. შეუძლებელია დროის დაბრუნება და შეცდომების გამოსწორება. სამწუხაროდ, წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ ვინ აგებს პასუხს იმ უბედურებაზე, რაც ქართველმაოჯახებმა გამოიარეს? პასუხი დროის დინებას მივანდოთ
ნანახია: 1000 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz