ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 2:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » საქართველოში - არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს.
საქართველოში - არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს.
12:54 PM
შუაგულ ქართლში თბილისიდან 80 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს ძირძველ სამაჩაბლოდ წოდებულ მიწაზე, ეთნოკომფლიქტი დღითი-დღე მწვავდება ქართველებსა და ოს სეპარატისტებს შორის. თვითმარქვია რესპუბლიკის მოქეიფე და მონადირე პრეზიდენტი ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ცდილობს(?!). მისეული გაგებით კი, ეს „სამართლიანობა“ (თანაც ისტორიული) იმაში მდგომარეობს, რომ ოსმა წინაპრებმა, 1774 წელს რუსეთის იმპერიაში ნებაყოფლობით შესვლაზე როცა „მოაწერეს“ ხელი, მოაწერეს ერთიანი და არა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის სახელით. ამ „სამართლიანობის“ აღდგენაზე, კოკოითზე არანაკლებ ზრუნავს რუსეთის სათათბირო დუმაც, რომელმაც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე სპეციალური დადგენილებაც კი მიიღო. ამ „დადგენილებაში“ შავით თეთრზე იკითხება რუსული (ველიკორუსული) ნაციონალური შოვინიზმი! კიდევ ერთხელ მიეცა შანსი რეაქციულ ძალას აღშფოთდეს იმ „ფაქტით“, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წყვეტს პროვოკაციულ მოქმედებებს ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში (?!).
არადა, ისტორიის ფურცლებს თუ გადავშლით, იქაც შავით თეთრზე წერია ერთი უდავო ჭეშმარიტება, რომ 1774 წელს ე. წ. სამხრეთ ოსეთს ქართლი ერქვა... და საკუთარი მშობლიური მიწა სადავოდ და საწეწ–საგლეჯად მხოლოდ „ბოლშევიკი“ ქართველების წყალობით გაგვიხდა.
მოდით, ახლა, ოსთა ისტორიასაც ჩავუყვეთ „თავდაღმა“ და მერე აღარ გაგვიჭირდება გაცნობიერება იმ ჭეშმარიტებისა, თუ სად სამაჩაბლო და სად სამხრეთ ოსეთი, ანუ, უკაცრავად ნათქვამია და სად ერკლე და სად...
ირანული სარამიტების შთამომავალნი – ოსები რუსების სტეპებში – ყუბანში, დონსა და ვოლგაზე ცხოვრობდნენ. მათი ისტორიული წინაპრები ალანები, ერთ–ერთი სარამიტული ტომი იყო. ამ ტომმა მე–5 საუკუნეში (ხალხთა დიდი გადასახლების დროს) ევროპის ისტორიაში გარკვეული როლიც კი ითამაშა ( როცა რომის იმპერიის საზღვრებს ჰუნთა დიდი არმია მოადგა). ლაშქრობამ საბოლოოდ დასავლეთ რომის იმპერია იმსხვერპლა. ამ საქმეში კი გარკვეულ ძალას ალანები წარმოადგენდნენ.
მე-9 საუკუნეში ჩრდილოთ კავკასიაში შემთხვევით მოხვედრილმა ალანებმა ადრე ფეოდალური სახელმწიფო _ ალანიის სახელმწიფო შექმნეს, მაგრამ ეს არ იყო მარტო ოსთა სახელმწიფო. მასში შედიოდნენ ჩრდილოკავკასიური მოდგმის ხალხი. იმ პერიოდისათვის, რადგან ისინი ჩრდილოეთიდან გვესაზღვრებოდნენ, მათ გარკვეული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ ქართულ სახელმწიფოსთანაც. ეს ურთიერთობა კეთილმეზობლური იყო. საქართველო მაშინ ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა, ვიდრე ალანია. ისინი ჩვენი მოკავშირეებიც იყვნენ. იბერიის სამეფოს ძლიერების ეპოქაში ოსები ქართველ მეფეებს სამხედრო ძალითაც ამარაგებდნენ. ეს ძალა რომაელებსა და სპარსელებთან დაპირისპირებისას გამოიყენებოდა.
ოსთა მასობრივი გადმოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე დიდი თურქობის შემდეგ დაიწყო. ეთნიკური ოსები კი ჩვეს ქვეყანაში მას შემდეგ იწყებენ დამკვიდრებას, როცა თემურ_ლენგმა საქართველოში ილაშქრა. შიდა ქართლის ბრძოლების დროს ქართლის მოსახლეობა სრულიად გაწყდა, რითაც ისარგებლეს ყმადნაფიცმა ოსებმა და ცარიელი ტერიტორიების „ათვისება “დაიწყეს... ერთ პერიოდში გორიც ეკავათ ოსებს, მაგრამ გიორგი ბრწყინვალემ იქით გადარეკა დაუპატიჟებელი სტუმრები.
Oოსების დაუძინებელი მტრები სურამელი ერისთავები იყვნენ... ეთნიკურ წმენდას წერტილი რატი ერისთავმა დაუსვა... ერისთავთა დამსახურება იყო ალბათ, ის, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ცხინვალში 6 ოსური ოჯახი ცხოვრობდა მხოლოდ...
ალანები ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. მათ ვანდალებთან ერთად ჩრდილოეთ აფრიკაში, ტუნისში სახელმწიფოც კი ჰქონდათ შექმნილი (რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინემ გაანადგურა). ალანთა შთამომავალ ოსებს კი, სახელმწიფო არ ჰქონდათ არსად და, მითუმეტეს, მათი არანაირი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველ მეფეთა ყმები ალან-ოსები დიდგორის ბრძოლაშიც მონაწილებდნენ. თუმცა, როცა გვიჭირდა, ყოველთვის გვღალატობდნენ. გვიღალატეს მონღოლთა ბატონობის პერიოდში თემურ-ლენგის ლაშქრობის დროს. ამ უკანასკნელმა იმით „დააფასა“ მათი ამაგი, რომ ალანია ფაქტიურად გაანადგურა...
არავითარი ოსები საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს და დომინირებდეს, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. „სამხრეთ ოსეთად“ წოდებული ტერიტორია თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს და ესაზღვრება რაჭა–ლეჩხუმს, იმერეთს, მცხეთა–მთიანეთს, ყაზბეგის რაიონს.
სერგო ორჯონიკიძის „ისტორიული დამსახურებაა“ , დღეს რომ ოსებს ავტონომია აქვთ. მისსივე დავალებით გაწყვიტეს ოსებმა თითქმის მთელი ქართლის არისტოკრატია...
ასეა, ისტორიული კანონზომიერებაა ალბათ ისიც, რომ ფეხზე დასმული ტილი თავისკენ მობობღავს... ამ „კანონზომიერებით“ სარგებლობს გუშინდელი ყმა, ახლა ცხინვალიდან რომ გიქნევს მუშტს ხვიხვინით, „ეგრე ვიცის ჯაყომა“-ო. -----------------------------265001916915724 Content-Disposition: form-data; name="user" young-lawyer
ნანახია: 1836 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.1/10 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz