ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 6:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ერიდეთ დიდი რუსეთის “გაბრაზებას,”
ერიდეთ დიდი რუსეთის “გაბრაზებას,”
12:54 PM
ყველას გვახსოვს, როგორ დაიწყო რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია, როგორ გადაიზრდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის მაგალითად, რომლის უპასუხოდ დატოვება არამარტო შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე ხელყოფს ეროვნულ თავმოყვარეობას.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დავცა და პატივისცემა წარმოადგენს მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, რომელიც უკვე დიდი ხანია გაცდა ცალკეული ქვეყნების საშინაო პოლიტიკის საგანს. ამდენად გასაკვირი არაა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთმა თავხედურმა დარღვევამ აღშფოთება მსოფლიო დონეზე გამოიწვია. თანაც თუ გავითვალისწინებთ დიდი რუსეთის გეოგრაფიულ ფაქტორს და სულ უფრო მზარდ პოლიტიტიკურ-ეკონომიკურ როლს არამარტო “ბებერი ევროპის” ტერიტორიაზე, ნათელი გახდება, რომ რუსეთის ქმედებებზე სათანადო რეაქცია მარტო პატარა საქართველოს ინტერესს არ წარმოადგენს. რეაქცია, რომელსაც სამართლიანად უნდა მოყვეს დარღვეულ უფლებათა აღდგენა, უნდა იქცეს იმის მაგალითად, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევა არავის “შერჩება”, მათ შორის, რუსეთსაც, რომელიც ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ რესურსთა მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს და რომლის “გაბრაზებაც”, ნიშნავს ცივ ზამთარსა და ემბარგოს. ნათელია, რომ არსებულ სიტუაციაში სწორედ საქართველოს ხვდა წილად მორიგი დიდი “მისია”, შექმნას რუსეთის შეცდომის აღიარების პრეცედენტი, რომელიც პოლიტიკურად დიდ როლს ითამაშებს რუსეთის ”ინტერესების” ზრდის პირობებში.
ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინიტსრო აღარ აპირებს საჩივრის შეტანას რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. რამდენად სწორი იქნება არსებულ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება, ჩვენმა მკითხველმა განსაჯოს. ერთი კი უნდა ითქვას, რუსეთს ნამდვილად ვერავინ “დაადანაშაულებს” პოლიტიკურ რევერანსებში. როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობა ფუმანიზმს “მიუბრუნდა” და იმ პოზიციაზე დგას, რომ სისიატკეზე “სისტაკით” (რაოდენ სამართლიანიც არ უნდა იყოს) პასუხი ისევ სისატიკეს წარმოშობს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ გავრცელებულ ინფორმაციის საპასუხოდ ოფიცილაური პოზიცია არ დაუფიქსირებია. არადა ევროპის სასამართლოსთვის მიმართვის 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა დინებას არ წყვეტსს.
ცნობილია, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენაზე უარის შემთხვევაში, დეპორტირებული მოქალაქეები ევროპის სასამართლოში ინდივიდუალურ სარჩელებს წარადგენენ, მათ ინტერესს კი სტრასბურგში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
ნანახია: 888 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz