ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 9:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » რამდენად დაცულია საკუთრების უფლება საქართველოში?
რამდენად დაცულია საკუთრების უფლება საქართველოში?
12:55 PM
საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, რომელიც ადამიანს გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანია. სათანადოდ დაცული საკუთრების უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის არსებობის საფუძველია. ეს ჭეშმარიტება განსაკუთრებით კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებისგან იზოლირების პირობებში არსებობდა. ქართულ საზოგადოებას ამ ჭეშმარიტებასთან „შეგუებისთვის“ დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცხოელი ექპერტები ყველაზე პროგრესულ ეკონომიკურ განვითარებას საქართველოსგან ელოდნენ, რადგან სხვა საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან საკუთრების მიმართ განსხავებული დამოკიდებულება იყო. ამიტომაც მოელოდა ყველა, რომ ქართველები სწრაფად აუღებდით ალღოს თავისუფალ ეკონომიკურ ბრუნვას, რომლის ფუნდამენტიც საკუთრებაა (იმას კი, თუ რატომ არ მოხდა ესე თავის ახსნა აქვს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა). საკუთრებისადმი ესეთი დამოკიდებულება არცაა გასაკვირი. ადამიანის ბუნებას თავიდანვე მოსდგამს იმის შეცნობის უნარი, რომ უსამართლოდ აღიქვას კუთვნილის „წართმევა“. მსგავსი ქმედება ადამიანში თავისთავად აღძრავს პროტესტს და იწვევს უფლების დარღვევის გრძნობას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თუ გავითვლისწინებთ ჩვენში სამართალშეგნების დონეს შეიძლება ზოგიერთმა არც იცოდეს, რომ მისი პროტესტი „სამართლიანია“ სამართლის თვალსაზრისითაც (საინტერესოა რომ ჩატარდეს გამოკითხვა, მოსახლეობის რამდენ პროცენტს ეცოდინება, რომ მისი საკუთრების უფლება, კონსტიტუციითაა გარანტირებული).
ამდენად საზოგადოების პროტესტი, რომელიც საკუთრების უფლების ირგვლივ მთავრობის „გააქტიურებას“ მოჰყვა, თავად მთავრობისთვისაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი.
საზოგადოების პროტესტს გონივრული საპასუხო ქმედებაც მოჰყვა. „აუცილებელი საზოგდოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ უკან გამოითხობა. კანონპროექტი ითვალისწინებდა საკუთრების ჩამორთმევას მესაკუთრისათვის, რომელიც კულტურული ძეგლის მოვლას ვერ უზრუნველყოფდა. კანონის ბუნდოვანი დებულებები წაკითხვის და გაგების ორმაგ შეაძლებლობას იძლეოდა, რაც ალბათ, საკანონმდებლო ტექნიკის ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ, და არა მთავრობის „ბოროტ განზრახვად“. როგორც არ უნდა იყოს, კანონპროექტს, რომლის გარშემოც დიდი ხმაური ატყდა, პარლამენტი აღარ განიხილავს. სამაგიეროდ, კულტურის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, რომელიც ამიერიდან დეტალურად მოაწესრიგებს მსაგვს შემთხვევებში საკუთრების ჩამორთმევის პროცედურას. კანონპროექტის მიხედვით, საკუთრების შესაბამისი საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც განხორციელდება მხოლოდ იმ მესაკუთრის მიმართ, რომელიც განზრახ აზიანეს ძეგლს. შესაბამისად, როცა დადგინდება ძეგლის განზრახ დაზიანების ფაქტი, სამინისტრო ჯერ გააფრთხილებს მესაკუთრეს და დაუდგენს დაზიანებულის აღდგენისათვის გონივრულ ვადას ან შესთავაზებს სამინისტროს ხარჯებით რესტავრაციას. გაფრთხილების არ გათვალისწინებისათვის შემთხვევაში, მესაკუთრე დაჯარიმება, ამის შემდეგ კი ჯარიმა გასამმაგდება. როგორც აღვნიშნეთ საკუთრების ჩამორთნევა ბოლო ეტაპია.
და ბოლოს „შეიძლება წაართვა ადამიანს საკუთრების ობიექტი, მაგრამ ვერ წაართვევ საკუთრების უფლებას“. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა.
ნანახია: 1873 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.5/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz