ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-16, 2:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეკლესია ხელისუფლებასა და საზოგადოებას ერთობლივად მოუწოდებს
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეკლესია ხელისუფლებასა და საზოგადოებას ერთობლივად მოუწოდებს
12:57 PM
შეიძლება ითქვას რომ, საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ნარკომანიაა. ფსიქოლოგთა აზრით, ესაა სუსტი ნერვების, არამტკიცე ნებისყოფის მქონე ადამიანთა დაავადება. ბევრისთვის მომხიბვლველია ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა: გემო ყველაფერს უნდა გაუსინჯო, თუნდაც-ერთხელ. ხშირად ასეთი დამოკიდებულებით იწყება ნარკოტიკტან ურთიერთობა.
საზოგადოება თითქოს გარკვეულწილად შეეგუა მის გვერდით ასეთი ადამიანების არსებობას. ნარკომანია უკვე აღარც გაკვირვებას, აღარც სინანულს იწვევს საზოგადოებაში. სტასისტიკა საგანგაშოა, მაგრამ რეაქცია სათანადო არ არის არც საზოგადოებისა და არც ხელისუფლების მხრიდან. სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრას მეტადონის ჩანაცვლებით გვთავაზობს.
თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას, ანუ ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც დაავადებას ისე, რომელიც რეციდივებით ანუ გამწვავებებით მიმდინარეობს. ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობის უნივერსალური მეთოდი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. არსებობს ამ დაავადების მკურნალობისადმი რამდენიმე მიდგომა. ოპტიმალურად აღიარებულია მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც მრავალწლიანმა საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, ასეთი მკურნალობის ეფექტურობა, არც ისე მაღალია.
ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი, ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისატვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალები მიცემას. ჩანაცვლებითი თერაპია პირველად შემოღებულ იქნა ა.შ.შ-ში 60-იან წლებში და ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი, როგორებიცაა: ა.შ.შ საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი, ირანი, ჩინეთი და სხვა.
ამჟამად ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, თავისი სპეციფიკური სამკურნალო თვისებების გამო, ძირითადად გამოიყენება მეტადონის ჰიდროქლორიდი. თუმცა, უკანასკნელ წლებში, სულ უფრო ხშირად იყენებენ შეადარებით ნაკლებ ნარკოგენულ პრეპარატ ბუპრენორფინსაც.
მეტადონი ხანგრძლივი (24-36სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. როდესაც იგი გამოიყენება ჩანაცვებითი თერაპიისათვის შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტები (ე.წ. ,,კაიფი") წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდრომის (ე.წ. ,,ლომკის") ნიშნებს.
საქართველოში ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვებითი მკურნალობა ხორციელდება ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახამრების შეასახებ" საქართველოს კანონის VII თავის III და IV მუხლების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებს ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებას საქართველოში. მეტადონური ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მყოფ პაციენტებზე ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პაციენტის შესახებ".
სტუდენტი ახალგაზრდობის აზრი ნარკომანიის შესახებ შემდეგნაირია: სერიოზული პრობლემაა არსებულ პრობლემათა შორის და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ - ორივემ ერთად იბრძოლოს მის აღსაკვეთად.
ამ სენის განკურნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს შემდეგს: ,,ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობისათვის და არა მარტო მათთვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ნარკომანია წარმოადგენს. მან დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ზოგიერთს იგი არასწორი ყოფის გამოვლინებად მიაჩნია, თვით ნარკომანები კი მას ლამის ვაჟკაცობათ თვლიან. სინამდვილეში ეს არის ლაჩრობა, ეს არის სირცხვილი, ეს არის შიში რეალობისადმი და თავის არიდება იმ პრობლემებისათვის, რომელთა წინაშეც დგას ყოველი ჩვენგანი. იგია ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობა, უარის თქმა იმაზე, რომ შესაძლელობისამებრ სიკეთე მოუტანო ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, საზოგადოებას და სახელმწიფოს (ჩვენ აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკების გამავრცელებლებზე, რომელთა საქმიანობაც ეშმაკის მსახურებაა). მე მესმის, რომ ეს მძიმე სენია და ადვილი არაა მისგან თავის დაღწევა, ამიტომაც თანავუგრძნობ მათ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ხელისუფლება, მეც და ჩვენმა ეკლესიამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთის მხრივ, შევიმუშავოთ სერიოზული პრევენციული ზომები (განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებში), მეორეს მხრივ, ამ საშინელ ურჩხულს როგორმე გამოვგლიჯოთ ჩვენი შვილები.
ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მორწმუნე და გრძნობდეს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე; მას ასევე უნდა ქონდეს დიდი სურვილი დაავადებისაგან განთავისუფლებისა და იმედი, ღვთის შეწევნით მიზნის მიღწევისა.
ამ ადამიანს ასევე უნდა ჰყავედეს მოძღვარი და სასულიერო პირს უნდა აკურთხებინოს სახლი, უნდა მარხულობდეს, ხშირად უნდა ამბობდეს აღსარებას, რათა გათავისუფლდეს ცოდვებისაგან და მიიღოს წმინდა ზიარება. დარწმუნებული ვარ, ასეთი პიროვნება აუცილებლად დამარცხებს ცოდვით მიდრეკილებებს და გაიმარჯვებს საკუთარ თავზე."
ნანახია: 2390 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.6/13 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz