ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 5:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » კიდევ ერთხელ იმის შესახებ, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის
კიდევ ერთხელ იმის შესახებ, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის
12:59 PM
მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მოწევა ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას - ეს ბანალური ჭეშმარიტება თითოეულ მწეველს კარგად მოეხსენება. ამის მიუხედავად, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სტატისტიკის მიხედვით მწევლთა უმრავლესობას მოწევა არასრულწლივანების ასაკში აქვს დაწყებული.… …სკოლის პერიოდში ჩვეულებრივ მოზარდი მწეველები ნაკლებად ახდენენ მოწევის დემონსტრირებას, მაგრამ აღწევენ რა სრულწლოვანების ასაკს ისინი თავს ყველაფრის ჩადენის უფლებას აძლევენ და მშობლების საწინააღმდეგოდ იწყებენ ,,აკრძალული ხილის,” სისტემატურ დაგემოვნებას. ხსენებულის ნათელსაყოფად ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი გამოდგება.
ამ შემთხვევაში (სხვადასხვა მიზეზთა გამო) აქცენტს უნივერსიტეტზე გავაკეთებ! აქ შემოსულებს თვალში აუცილებლად მოგხვდებათ მწეველ სტუდენტთა სიმრავლე, ისინი ეწევიან ყველგან (დერეფნებში, აუდიტორიებში.) და ყველასთან (ჯგუფელთან, პროფესსორ-მასწავლებლებთან) ვფიქრობ, ეს აღმაშფოთებელია. უნივერსიტეტი არ უნდა გავხადოთ ჩვენი ,,სიგარეტის ფერფლის მასპინძლად,”
სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი ძნელი - მითხრა ერთმა ჩემმა თანატოლმა მწელელმა, როცა ის ზემოთხსენებულში ვამხილე!
- როდის დაიწყე მოწევა? ვკითხე მას ჩემდაუნებურად.
- 2 წლის წინ. თავიდან მხოლოდ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა, რისი დაკმაყოფილების შემდეგაც, გადაწყვეტილი მქონდა თავი დამენებებინა მოწევისათვის, მაგრამ, თურმე ვცდებოდი, თამბაქო ჩემდა უნებურად ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თამბაქოსთან ერთი თითის შეხებაც კი, განუყრელს გვხდის მისგან და ალბათ, სწორე ეს არის მიზეზი მასზე ასეთი მაღალი მოთხოვნილებისა.
და მაინც, რა აიძულებს მოზარდს, რომელსაც ბევრი სმენია მოწევის მავნე ჩვევებზე დაეწაფოს მას? ვფიქრობ, ამის მიზეზი, მხოლოდ და მხოლოდ ,ინტერესია.. მოზარდები გრძნობებ რაოდენ ამაოა ხელმისაწვდომი სიამოვნება, მაგრამ ვერ გრძნობენ რაოდენ ფუჭია ხელმიუწვდომელი სწორედ, ამიტომ მიილტვიან ისინი მშობლებისაგან ,,აკრძალული ხილის,” ანუ სიგარეტისაგან. მწეველები ერთხმად აღიარებენ, რომ მოწევის დაწყება საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია. მაშ, რატომ აგრძელებენ ისინი მოწევას მაშინაც კი, თუ ეს პროცესი მათ სიამოვნებას სულაც არ გვრის?.. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი თავად საზოგადოებაშია. საზოგადობაში, რომელიც აღიარებს მოწევის მავნებლობას და ამავე დროს თავადაა თამბაქოს მომხმარებელი.
დღეს, როგორც არასდროს, თბილისის ქუჩები გადაჭედილია მწეველებით. ეწევიან ის მშობლებიც, რომლებიც შვილებს მოწევას უკრძალავენ. მართალია, ამ უკანასკნელთ კეთილი მიზნები ამოძრავებთ და ისინი, მართლაც, გულითადად ცდილობენ ააცილონ მათი შვილები თამბაქოს მავნებლობას, მაგრამ როგორც ილია იტყოდა: სიტყვა სიტყვაა საქმე კი სხვაა.. საზოგადოებამ საქმით უნდა დაანახოს ახალ თაობას, რომ მოწევა მავნებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკოტინის მომხმარებელთა რიცხვი ერთიორად მოიმატებს, გზა სიყრმიდან სიბერისკენ კი-ერთიორად შემცირდება...
აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოტინთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი თავად მოზარდ თაობაზეა დამოკიდებული, ჩვენ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი, მხოლოდ იმისთვის რომ მისი სიკარგე შევიცნოთ (ეს შეუძლებელია, ვინაიდან მოწელა ესაა ჩვეულებად ქცეული მავნე ჩვევა და არავითარ შემთხვევაშ, იგი არაა სიამოვნებისა ან უფრო მეტი სარგებლის მომტანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის) ან თუ მაინც არ გვეყოფა ნებისყოფა და ერთხელაც მოვწევთ თამბაქოს, შესაბამისად მიხვდებიან, რომ თამბაქოს პირველივე ნაპასმა ჩვენში მოწონება სულაც არ დაიმსახურა, დროზე ვაღიაროთ შეცდომა, მითუმეტეს თუ შეცდომა შეცდომაა და მოსდის ის, როგორც უდიდეს, ასევე უმცირეს ადამიანებს...
ნუ დავიწყებთ რაიმე განსაკუთრებულის ძიებას სიგარეტში თორემ, ვეჭვობ ეს უსასრულო ძიება სიახლის მაძიებელ ავანტურისტებს ,,თამბაქოს ტყვეებად,” გვაქცევს..
ნანახია: 2807 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/18 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz