ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-27, 7:45 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » აივ შიდსი – რა არის ის და საიდან იღებს სათავეს?! STOP AIDS!!!
აივ შიდსი – რა არის ის და საიდან იღებს სათავეს?! STOP AIDS!!!
1:00 PM
რა არის აივი? რა არის შიდსი? როდის გადადის აივ ინფექცია შიდსის სტადიაში? როგორ გადაეცემა აივი? როგორ და როდის შეიძლება აივის დადგენა? რა სიმპტომები აქვს შიდსს? როგორ ავიცილოთ აივით ინფიცირება? შესაძლებელია თუ არა აივისგან განკურნება? ეს არის იმ კითხვების არსრული ჩამონათვალი, რომლებზეც პასუხის გაცემა, მეტ-ნაკლებად უნდა მოახდინონ ჩვენი ინფორმირება ამ ეპიდემიის შესახებ.
როდესაც შიდსზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო იქნებოდა გაგვერკვია ის საკითხი, თუ როგორ და საიდან წარმოიშვა ეს დაავადება?
უნდა ითქვას, რომ შიდსის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ზუსტი და დამოწმებული არც ერთი არ არის. არსებობს შიდსის წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთნი ამტკიცებენ, რომ შიდსის ვირუსი წარმოიშვა შემდეგნაირად: ვიცით, რომ აფრიკაში არსებობს მაიმუნების ჯიში, რომლებსაც “მწვანე ანტარს” უწოდებენ. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, სწორედ მათ ორგანიზმში განვითარდა შიდსის ვირუსი. ეს მაიმუნები თავისთვის იცხოვრებდნენ და ეს ვირუსი არ განვითარდებოდა, რომ არ ყოფილიყო ერთი თეთრკანიანი მონადირე, რომელმაც ამ ჯიშის მაიმუნის ხორცი შეჭამა. სწორედ აქედან განვითარდა შიდსი.
გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს, როდესაც მოხდა აფრიკის კონტინენტის ანექსია ამერიკელებისა და ევროპელების მიერ, ამერიკელები აფრიკელებზე ატარებდნენ ლაბორატორიულ ცდებს, მათ შორის შიდსის ვირუსთან დაკავშირებითაც, რომელიც ხელოვნურად იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში კი მოხდა ის, რომ მათ ვეღარ შეძლეს ამ ცდებზე კონტროლის განხორციელება და ცდის ობიექტები უმართავები გახდნენ. მეორე ვერსიით, სწორედ ამ გზით გავრცელდა შიდსი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ზუსტად დამტკიცებული ვერსია არ არსებობს.
ეს, რაც შეეხებოდა ამ ვირუსის წარმოშობას ორიოდე სიტყვით. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში შიდსთან მიმართებაში და რა გზები არსებობს მის თავიდან ასაცილებლად?
შიდსის აღწერა 1981 წელს მოხდა. იგი პირველად აღმოაჩინეს აშშ-ში ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის. სტატისტიკური მონაცემების, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 69 მილიონი კაცი, ქალი და ბავშვი. (თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ არ არის ცნობილი შიდსის წარმოშობასთან დაკავშირებით ზუსტად დამტკიცებული ინფორმაცია რა საფუძვლებს ემყარება ეს მონაცემები. ავტ.)
რაც შეეხება საქართველოს, შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენში დაფიქსირებულ იქნა 1989 წელს.
რა უნდა ვიცოდეთ აივისა და შიდსის შესახებ? აივი ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსია. ის ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან.
შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია. ეს არის დაავადებების კომპლექსი, რომელიც უვითარდება აივით ინფიცირებულ ადამიანს დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე.
ინფექია ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ გაივლის შემდეგ სტადიებს – პირველ სტადიას წარმოადგენს სარისკო ქმედების ჩადენიდან 72 საათი. ეს ის პერიოდია, როდესაც დაავადების აღმოჩენა შეუძლებელია, მაგრამ ერთჯერადი ვაქცინაციის გაკეთების შემთხვევაში გამორიცხულია დაავადების განვითარება. შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ე.წ. - “ფანჯარა პერიოდი,” რომელიც გრძელდება 4–8 კვირის განმავლობაში.
პრაქტიკულად, ამ ეტაპზეც შეუძლებელია ორგანიზმში ინფექციის აღმოჩენა, მაგრამ განსხვავებით წინა პერიოდისაგან ვაქცინაცია ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. 4-8 კვირის შემდეგ დგება აივ-მდგომარეობა, რომლის ხანგრძლივობაც შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 7 წლამდე. ამ პერიოდის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებაზე, აგრეთვე, ადამიანის ცხოვრების წესზე. უარყოფითად მოქმედებს ნარკოტიკები, თამბაქო, ცუდი კვება და სტრესული მდგომარეობა.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, დგება უკვე შიდსი, რომლის საფუძველსაც აივი წარმოადგენს. შიდსი ახდენს იმუნური სისტემის ნგევას, მაგრამ იგი არ წარმოადგენს სიკვდილის მიზეზს. სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა, მაგალითად, გრიპის ვირუსი. ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა იმდენად დაბალია, რომ ვეღარ უძლებს გრიპის ვირუსს, რასაც შედეგად სიკვდილი მოდევს.
საქართველოში 2007 წლის 5 მარტის სტატისტიკური მონაცემებით, დაფიქსირებულია შიდსის 1214 შემთხვევა. აქედან 936 - მამაკაცია, 278 – ქალი. უმრავლესობა 29_დან 40 წლამდე ასაკის. ამ ეტაპზე სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას იტარებს 276 პაციენტი.
გადაცემის გზების მიხედვით, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება. უდიდესი უმრავლესობა, რომელთაც განუვითარდათ შიდსის ვირუსი წარმოადგენს ნარკოტიკების ინტენსიურ მომხმარებელს და მათი რიცხვი მთელი რიცხვის 61.5%-ია. 31.6%-ს შეადგენს იმ დაავადებულთა რაოდენობა, რომლებსაც ერთმანეთთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ. 2.8% დაინფიცირდა ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური კავშირით. 1.8%-ს გადაედო ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე, მაგრამ არა გენეტიკურად). 0.8%-ს წარმოადგენს სიხლის გადასხმით დაინფიცირებულები. 0.6%-ს სამედიცინო მანიპულაციით, ხოლო დანარჩენი 0.9%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია.
როგორ გადაეცემა აივი? აივი აღმოჩენილია ადამიანის ყველა ბიოლოგიურ სითხეში, მაგრამ მის დამაინფიცირებელ კონცენტრაციას შეიცავს სისხლი, სექსუალური სითხე (ანუ სპერმა), ტვინის სითხე ანუ ვაგინალური სეკრეტი და დედის რძე.
ეს ვირუსი ინფიცირებული ადამიანიდან სხვას შეიძლება გადაეცეს:
1.დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, როგორც ჰეტეროსექსუალური ასევე ჰომოსექსუალური კავშირის დროს;
2. აივით ინფიცირებულის სისხლის ან მისი ცალკეული ცომპონენტების გადასხმით; ასევე ორგანოების გადანერგვით;
3.აივით ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში;
4. ტატუირების და პირსინგის დროს არასტერილური ინსტრუმების ხმარებისას;
5. ინფიცირებული დედისაგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივი საკმაოდ სუსტი ვირუსია, რომელსაც ორგანიზმის გარეშე არსებობა არ შეუძლია. აივი არ გადაეცემა, მაგალითად: 1. ხველებით და ცხვირის დაცემინებით, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი; 2. ნერწყვის, ცრემლის და ოფლის საშუალებით; 3. საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა ან მეგობრული კოცნა.
აივის დასადგენად ტარდება სისხლის გამოკვლევა, რომელიც აივის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას ემყარება. ამ სხეულების აღმოჩენის შემთხვევაში უკვე ოფიციალურად ისმევა აივ ინფექციის დიაგნოზი.
მართალია, დღეისათვის შიდსისაგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე პრეპარატები საშუალებას იძლევა სისხლში შიდსის ვირუსის რაოდენობის პრაქტიკულად ნულამდე დაყვანას, თუმცა ვირუსი მაინც რჩება და მკურნალობის შეწყვეტის თანავე კვლავ იწყებს გამრავლებას.
მართალია, მაღალ აქტიური მკურნალობა საკმაოდ ძვირია (10000 აშშ დოლარი წელიწადში), მაგრამ იგი არა მარტო უხანგრძლივებს შიდსით დაინფიცირებულს სიცოცხლეს, არამედ მას აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
ფაქტობრივად, ამ მკურნალობის დანერგვით შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცა.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულებას შიდსთან მიმართებაში. 1983 წელას მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მესამე კვირაში აღინშნება. შიდსით გარდაცვლითა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ./შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა.
ამ დღეს მსოფლიოში ყველა კუთხიდან ათასობით ადმიანი იკრიბება რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივით ინფიცირებულ ადამიანებს და ანთებული სანთელით პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას.
საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა. აქედან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში ტარდება აქციები ამ დღესთან დაკავშირებით. ქუჩის აქციების, სატელევიზიო გადაცემების და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების სახით.
ნანახია: 12235 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/111 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz