ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 10:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ჟარგონი - ენის ისტორიის მაჩვენებელი
ჟარგონი - ენის ისტორიის მაჩვენებელი
1:03 PM
დღეს ჟარგონების თემა ძალზე აქტუალურია. ჩვენს თაობაში ძალზე ცოტაა ახალგაზრდა, რომელიც საუბრისას ჟარგონს არ იყენებდეს. ჟარგონების გამოყენებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ეს მოდაა და ახალგაზრდები მოდას მიყვებინ. ზოგი თვლის, რომ ჟარგონი საფრთხეს უქმნის ქართული ენის სისუფთავეს. ზოგიც პრობლემას, საერთოდ ვერ ხედავს და მათი არსებობა ნორმალურ, ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. სწორედ ასე თვლის ლინგვისტი ნინო შარაშელიძეც.
ჟარგონი - რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფისადმი დამახასიათებელი მეტყველებაა. ის წარმოადგენს საერთო სახალხო ენის განშტოებას. მისგან სპეციპიკური სიტყვებით და გამოთქმებით განსხვავდება, რომელიც მოცემული ჯგუფის მოთხოვნებსა და გემოვნებას ასახავს. ტერიტორიული დიალექტისაგან განსხვავებით, არ გააჩნია საკუთარი გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი. ჟარგონს მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს. გამოიყოფა ჟარგონების ორი გვარი: ლინგო-პროფესიული ჟარგონი, არმცოდნეთათვის ნალებად გასაგები მეტყველება და არგო-თავდაპირველად ე.წ. `ქურდული სამყაროს” ენა, შემდგომ განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯგუფის დიალექტი, რომელიც იქმნება ენობრივი განკერძოვების მიზნით. არგო ჟარგონების ის სახეა, რომელსაც დღევანდელი ახალგაზრდები საუბრისას იყენებენ.
ნინო შარაშელიძე, ლინგვისტი, თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი: ჟარგონი ენის განვითარების თანმდევი მოვლენაა, ერთგვარი სოციალური დიალექტი. ესაა ყველაზე ცვალებადი სფერო ენაში, საკმარისია 5-10 წელი და ჟარგონები იცვლება, შემოდის სრულიად ახალი, ძველისგან განსხვავებული ტერმინები.
- ჟარგონი რამდენად უქმნის საფრთხეს ენის სისუფთავეს?
- ენის სისუფთავეს ჟარგონები არანაირად უშლის ხელს. ეს მისი თანმდევი, მუდმივი მოვლენაა, ენის ისტორიის მაჩვენებელი. მის წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობაა და უსარგებლო. ის ყველა დროისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ის უხსოვარი დროიდან არსებობდა ენაში და დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
- თქვენი აზრით, დღეს საუბრისას ჟარგონების აქტიური გამოყენება პრობლემაა?
- არანარად. ჟარგონული საუბარი პრობლემა მხოლოდ მაშინაა, როდესაც არასწორ დროს იყენებენ. მაგალითად, არ შეიძლება ჟურნალისტი ტელეეკრანიდან ჟარგონებით გვესაუბრებოდეს. როგორც აღვნიშნე, მათი არსებობა ენაში ბუნებრივი მოვლენაა.
- თქვენი აზრით, რატომ იყენებენ დღევანდელი ახალგაზრდები საუბრისას ჟარგონებს? ეს მოდაა, მიბაძვის საშუალება...
- დღეს მართლაც დიდი მითქმა-მოთქმაა ახალგაზრდების შესახებ, რომ გახშირდა, მომრავლდა მათ საუბარში ჟარგონები. ვთვლი, რომ ესაა საშუალება ნათლად, ეფექტურად და ადვილად გამოხატონ საკუთარი აზრი. ჟარგონი კომუნიკაციის დამყარების უკეთესი საშუალებაა. მართალია, მე ლინგვისტი ვარ და მკაცრად ვაკონტროლებ ჩემს მეტყველებას, მაგრამ მეც ვიყენებ საუბრისას ჟარგონს. `ვგიჟდები” – ეს ჟარგონია, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებ...
- რას გვეტყვით პროფესიულ ჟარგონზე?

-ჟარგონით არა მარტო ახალგაზრდები საუბრობენ. ყველა პროფესიას თავისი სპეციფიკური ტერმინები გააჩნია. არსებობს პროფესიული ჟარგონებიც ე.წ ლინგო. რომელიც რიგითი ადამიანებისთვის ანუ მათთვის, ვისაც კავშირი არ აქვთ ამ პროფესიასთან, გაუგებარია. თვით ექიმებიც კი ჟარგონების ენაზე საუბრობენ - ესაა პროფესიული დიალექტი. მას გამოყენების თავისი, საკუთარი სფერო აქვს.
- როგორ ფიქრობთ, საზღვარგარეთაც ასე აქტუალურია ეს საკითხი, როგორც ჩვენთან?
- ჟარგონი ენის ისტორიისთვის ძალზე საინტერესო მოვლენაა. მთელს მსოფლიოში ასევე აქტუალურად დგას ეს საკითხი, როგორც საქართველოში. განსხვავება ისაა, რომ სხვა ქვეყნებში უფრო კულტურულად უდგებიან ამ საკითხს: იკვლევენ, ამუსავებენ. ყველა ერი ისე უდგება ამ საკითხს, როგორიც აქვს მეცნიერებისა და კულტურის დონე...

ჩემი აზრით, ქართული ენა თავისი ისტორიითა და უნიკალურობით, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, ნამდვილად ვერ გუობს ბარბარიზმსა თუ ჟარგონს, ამიტომაც ჩემი თაობა და მთლიანად საზოგადოება, განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და მოწიწებით უნდა ვექცეოდეთ მშობლიურ ენას. ბოლო წლებში ქართულ ენაში უამრავი უცხოური და არატრადიციული ტერმინები შემოვიდა და დამკვიდრდა. სამწუხრაოა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში გაუქმებულია ენის ნორმების მარეგულირებელი სამსახური და არ არსებობს ინსტანცია, რომლის პრეროგატივაც იქნებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვა-გაფრთხილება. ჩვენს სინამდვილეში, მშობლიური ენის დაცვის საკითხი ნამდვილად საყურადღებოა და სახელმწიფომ ყველანაირი პრევენცია უნდა განახორციელოს მისი დაცვისათვის. სახელმწიფოსთან ერთად, ამ საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოდის საზოგადოებასა და იმ ასაკზე, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებასა დამ ის `მოდურობას” სალაპარაკო ენაში, ეს კი ნამდვილად დაუშვებელია.
ნანახია: 3463 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/9 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz