მთავარი » 2008»აპრილი»17 » საქართველოს ხელისუფლება ნარკომანიის წინააღმდეგ გამოდის
საქართველოს ხელისუფლება ნარკომანიის წინააღმდეგ გამოდის
1:05 PM
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პრეზიდენტის ინიცირებული ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი
მოისმენით განიხილავენ. შეზღუდვები წესდება ნარკოტიკების
მომხმარებელთათვის, მოხმარებაში ხელშემწყობი პირებისთვის და ნარკოტიკების
გამსაღებლებისათვის.
მათ ეკრძალებათ სატრანსპორტო საშუალებების მართვა, საექიმო,
საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო და
საბიუჯეტო დაწესებულებებში საქმიანობა.
ერთმევათ უფლება იყვნენ არჩეულნი, ატარონ, შეინახონ ან შეიძინონ იარაღი.
შეზღუდვები ნარკოტიკების მომხმარებლებზე სამი წლით, გამსაღებლებზე უვადოთ,
მომხმარებლის ხელშემწყობ პირებზე პირველ შემთხვევაში ხუთი წლით, შემდგომში
კი -უვადოთ.