ნარკომანია მოზარდების თვალით“ - ამ სახელწოდებით პატრიარქის საერთაშორისო
ფონდთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი სახვითი ხელოვნების ნამუშევართა
გამოფენას გამართავს.
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ
ცენტრში კონკურსში გამარჯვებული ანტინარკოტიკულ თემაზე შექმნილი
ნამუშევრებისა და ლიტერატურული თხზულებების დაჯილდოება გაიმართება.
გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და საქართველოს პატრიარქის სიგელები
გადაეცემათ. ფონდის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სახვითი ხელოვნების
ნიმუშები კალენდრის სახით, ლიტერატურული თხზულებები კი, ცალკე წიგნად
გამოიცემა.