ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 9:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ნინო აბაშიძე - კოლეგა, წარმატებული ნომინანტი, pretty woman
ნინო აბაშიძე - კოლეგა, წარმატებული ნომინანტი, pretty woman
2:09 PM
ჩვენი ფაკულტეტის მეოთხეკურსელმა სტუდენტმა ნინო აბაშიძემ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მან არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა აღიარება, როგორც ნინომ მითხრა, მან შემთხვევით შეავსო „მის საქართველოს“ ბლანკი და შემდეგ კი მისთვის საკმაოდ საინტერესო ცხოვრება დაიწყო...ნინოსათვის „მის საქართველოს“ კონკურსზე 10 შერჩეულ ფინალისტთან ერთად გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, რა იგრძნო მაშინ, როცა „მის ტურიზმ ინტერნეიშენელის“ გვირგვინს ეუფლებოდა, მას თავად მოგვიყვება.
–  რამდენად მოულოდნელი იყო „მის საქართველოზე“ „მის ფოტოგენურობისა“ და „მის ინტელექტის“ ნომინაციებში გამარჯვება?
ათეულში გასვლა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „მის ინტელექტის“ ნომინაციაში დასმულ კითხვასაც კარგად გავართვი თავი, ხოლო რაც შეეხება „მის ფოტოგენურობას“, ეს ნომინაცია ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო.
–  რამდენად ელოდი „მის ტურიზმ ინტერნეიშენელის“ გვირგვინს?
ყველა დიდ ქვეყანაში ტარდება „მის ტურიზმ ინტერნეშენელი“, რომელში გამარჯვებული გოგონაც მიემგზავრება შემდგომ უკვე ჩინეთში საერთაშორისო კონკურსზე. 3 დღით ადრე ჟიურიმ დანიშნა გასაუბრება და, რომ გაიგეს საქართველოდან ვიყავი, მთხოვეს ჩემს ქვეყანაზე მომეყოლა რამე, ვინაიდან არაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ. ამის გამო გოგონებიც ვერ აღმიქვამდნენ კონკურენტად. 50 კონკურსანტიდან საუკეთესო 8-ანში გასვლაც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. თუმცა, იმდენად არ მინდოდა საქართველოში ხელცარიელი დაბრუნება, რომ მაინც მოვახერხე ჟიურის მოხიბვლა და დღეს ნამდვილად მეამაყება ის, რომ პირველი „მის ტურიზმ ინტერნეიშენელი“ ვარ საქართველოში.
–  რა შედარებას გააკეთებდი საქართველოსა და ჩინეთში ჩატარებულ კონკურსებს შორის, იყო თუ არა  დიდი განსხვავება და რომელი ჯობდა ორგანიზების თვალსაზრისით?
საქართველოში 3 კვირის მანძილზე ვემზადებოდით და ვვარჯიშობდით, ჩინეთში კი ძირითადი დრო ექსკურსიებსა და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას ეთმობოდა, ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად დაგვესვენა, გარდა ამისა, საქართველოში პრიზებიც ბევრად უფრო მასშტაბური იყო.
–  როგორ გაიხსენებ წუთებს როდესაც მის ტურიზმის გვირგვინს გადგამდნენ?
საერთოდ ყოველთვის მიკვირდა, რატომ ტიროდნენ კონკურსში გამარჯვებული გოგონები, თუმცა დღეს ნამდვილად ვიცი, რომ ეს ემოცია, თუ არ განიცადე, ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი. მართლაც, იმდენად ემოციური იყო ის წუთები, როცა გვირგვინს მადგამდნენ, რომ პატარა ბავშვივით ამიწყლიანდა თვალები.
–  რა შეიცვალა შენში კონკურსის შემდეგ?
–  როდესაც ადამიანი ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ, გრძნობ, რომ იზრდები და უფრო დამოუკიდებული ხდები. ჩემშიც მოხდა ღირებულების გადაფასება.
–  გაგიგითუ არა ჩვენი გაზეთის შესახებ და რას ვისურვებდი?
–  გაზეთის შესახებ ნამდვილად გამიგია. ჩემს ფაკულტეტს საერთაშორისო დონის მიღწევას ვუსურვებდი, ხოლო გაზეთ „ახალგაზრდა იურისტს“ – ყოფილიყოს ძალიან წარმატებული, საინტერესო და გემოვნებიანი და, რა თქმა უნდა, ბევრი მკითხველის არსებობას.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი და გაზეთ „ახალგაზრდა იურისტის“ სახელით კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დიდი წარმატება ნინოს.
ნანახია: 1309 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz