ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-18, 4:34 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » „ქართულ ჟურნალისტიკას პრობლემები მართლაც აქვს“
„ქართულ ჟურნალისტიკას პრობლემები მართლაც აქვს“
2:11 PM
1. ქალბატონო ნინო, თქვენ გაზეთ თბილისის უნივერსიტეტსსათავეში ჩაუდექით მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება. რას იტყოდით მიმდინარე საუნივერსიტეტო ცვლილებებზე, როგორია თქვენი შეფასება და როგორ ხედავთ საუნივერსიტეტო გაზეთის დანიშნულებას მიმდინარე მთელ ამ პროცესში?
2.  ქალბატონო ნინო, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ერთადერთი გამოცემაა, არსებობს ერთადერთი საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთი „ახალგაზრდა იურისტის“ სახით,როგორ ფიქრობთ,დღევანდელ ვითარებაში ხედავთ საჭიროებას და აუცილებლობას, რომ არსებობდნენ სხვა საუნივერსიტეტო გამოცემები, რა მიგაჩნიათ სტუდენტური პრესის ფაქტობრივი არარსებობის მიზეზად?
3.   ქალბატონო ნინო, თქვენ, როგორც გამოცდილი ჟურნალისტი, როგორ ფიქრობთ, რა არის დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკის პრობლემა? რამდენად დამოუკიდებელია თავისუფალი სიტყვა ვარდების რევოლუციისშემდეგ?
4.   ქალბატონო ნინო, გაზეთ „ახალგაზრდა იურისტს“ ათწლიანი ისტირია გააჩნია, გაზეთი უახლოეს ხანში საკუთარი ვებ-გვერდითაც წარსდგება, რას უსურვებდით თქვენს უმცროს კოლეგებს?

1)  _ პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გითხრათ კოლეგიალობისათვის, რაც ჟურნალისტიკაში განსაკუთრებით დასაფასებელია, უნივერსიტეტში გაზეთის კონსულტანტად მაშინ მოვედი, როდესაც სიტუაცია კონკურსების გამო ძალიან დაძაბული იყო. საუნივერსიტეტო რეფორმის აუცილებლობას ყველა თანაბრად აღიარებს და, მათ შორის, მეც, რადგან ვთვლი რომ სწავლის, სწავლებისა და უნივერსიტეტის წიაღში სამეცნიერო მუშაობის ხარისხი მკვეთრად გასაუმჯობესებელია. ჩემთვის მნიშვნელოვანი კონკურსის სამართლიანობის ხარისხი იყო. პირადად მე, მტკივნეულად აღივქვამდი იმ დაპირისპირებას, რაც თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებას მოჰყვა. ლიბერალური ღირებულებების გაღრმავებაზე ორიენტირებული და შემრიგებლური პოზიციის მომხრე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი გიორგი ხუბუა ყველა მის საჯარო გამოსვლაში გულწრფელად საუბრობდა ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურსის ჩატარების ხელშეწყობაზე. მხოლოდ ამ გზით და ამ დამოკიდებულებით არის, ჩემი აზრით, შესაძლებელი უნივერსიტეტში ღირსეული კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
რამდენადაც ვიცი, ტარდება გამოკითხვა – სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე, სწავლების კუთხით, უნივერსიტეტში რა პრობლემები გამოიკვეთა. ეს წარმოაჩენს იმ სურათს, რაც რეფორმამ მოიტანა. პრინციპი – სტუდენტი ირჩევს, სტუდენტი აფასებს, ძალიან მომწონს. მთავარია სტუდენტებმა კარგად განსაზღვრონ _ ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, თუ პირიქით. თუ საგანს კარგად არ გასწავლიან, დღეს ამაზე პროტესტი აუცილებლად უნდა გამოხატო, რადგან ხვალ შეიძლება უმუშევარი დარჩე. გარემო თანდათან სასტიკი ხდება და ჩვენი წუწუნი „სამყაროს უსამართლობაზე “ მხოლოდ სახლში შეიძლება მოისმინონ.
რაც შეეხება ჩვენი გაზეთის დანიშნულებას მიმდინარე რეფორმის პროცესში, ვფიქრობ, რომ „თბილისის უნივერსიტეტმა“, პირველ რიგში, საუნივერსიტეტო პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება; უნდა გამოკვეთოს ახალი სახეები, ახალი ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ საზოგადოებას და მასმედიას შევთავაზებთ. უკვე მოსაწყენია ტელევიზიით თუ პრესით ერთი და იგივე ექსპერტების აზრის მოსმენა. არადა უნივერსიტეტის წიაღში უამრავი საინტერესო პოლიტოლოგის, სოციოლოგის, ფსიქოლოგის, ფიზიკოსის, ბიოლოგის, და ა.შ. _ მათი ვერ აღმოჩენა სწორედ რომ ჟურნალისტების ნაკლია. ეს კი ჩვენი გაზეთის გასაკეთებელია. ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია პოპულარ ენაზე სამეცნიერო მოღვაწეობასა და კვლევების გაშუქება. სხვა პრიორიტეტებს დროც გამოკვეთავს.
2)   _  ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი სტუდენტური გამოცამა იქნება, მით უფრო მეტი გახსნილობა და გამჭვირვალობა იარსებებს საუნივერსიტეტო სივრცეში, მით უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს თვითრეალიზაციას... საინტერესოა ყოველი მათგანის მოსაზრება სასწავლო პროცესზე, ახალგაზრობისათვის აქტუალურ პრობლემებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურულ მოვლენებთან დაკავშირეითაც. უნდა წარმოჩინდეს სტუდენტების ინიციატივები, სასურველია გავეცნოთ განსაკუთრებული ნიჭის მქონეთ. სპეციალობის მიხედვით დარგობრივი ჟურნალისტიკა თუკი აისახება სტუდენტურ პრესაშიც, ალბათ, კარგი იქნება.
3)   _  ძნელია ამ კითხვაზე პასუხი. ჟურნალისტები ვერავის ვერ დავაბრალებთ იმას, რაც თავად დავკარგეთ. ეთიკური ნორმების დაცვას, კორექტულობასა და ობიექტურობას ვერავინ დაგვიშლის და ეს ჩვენი დასამკვიდრებელია. თავმდაბლობაც არ გვაწყენდა ხშირ შემთხვევაში, რათა ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება შევცვალოთ. ყველა ჟურნალისტს მოქმედების თავისი პრინციპი აქვს და მე რა უფლება მაქვს, ჩემი მიდგომა ვინმეს თავს მოვახვიო. ვფიქრობ, ქართულ ჟურნალისტიკას პრობლემები მართლაც აქვს. ჩვენ გვაკლია ერთიანობის განცდა, რაც სიძლიერეს შეგვმატებდა. პოპულარულს ხშირად ვხდით იმ პიროვნებებს, ვინც ამას არ იმსახურებს. საზოგადოების წინაშე ამით ნამდვილად ვცოდავთ.
დაბალანსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაგვიშლის. მთავარია, რა არის ჩვენი ტექსტის ქვეტექსტი_ ამას ყველაზე კარგად მკითხველი და მაყურებელი ხვდება და შესაბამისია ხოლმე მათი რეაქცია და ჩვენი ჟურნალისტური ნამუშევრის შეფასებაც.
4)   _  მე თქვენი შემართება, თქვენი ინტერესი და საქმისადმი გულწრფელი სიყვარული მხიბლავს, ძალიან მომწონს თქვენი გაზეთის ელექტრონული ვერსია, რასაც ხშირად ვეცნობი. ასეთ ადამიანებს საქმე აუცილებლად გამოუვათ და შედეგი წარმატებულიც იქნება. მახსენდება პაოლო კოელიოს ნათქვამი _ „როცა რაღაც გულით გსურთ, მთელი სამყარო შეითქმება, რათა ამ სურვილის განხორციელებაში დაგეხმაროს,“ მინდა მოგილოცოთ ეს იუბილე და როგორც ახალგაზრდა იურისტებს, გისურვოთ ისეთ კანონებზე მუშაობა, რომელიც კანონმორჩილს გახდის საზოგადოების უმეტეს ნაწილს. გისურვებთ, თქვენი გაზეთის საშუალებით სტუდენტთა მართალი სიტყვისა და ინიციატივის პირველი გამაჟღერებლები იყოთ. ჟურნალისტიკაში უფრო რთულია დადებითი მოვლენის, ფაქტის, პიროვნების საინტერესოდ წარმოჩენა, ვიდრე კრიტიკა და „ყვითლად“ წერა. და ვისურვებდი, უნივერსიტეტის წიაღში, ისევ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითად გასაშუქებელი ბევრი პროცესი წარიმართოს.

ნანახია: 1316 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz