ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 1:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » "სტუდენტობა ერთიანი უნდა იყოს“
"სტუდენტობა ერთიანი უნდა იყოს“
2:12 PM
რამდენად განიცადა ადაპტირება უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალმა სტუდენტურმა ორგანომ _ თვითმართველობამ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_  თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ფორმირების შედეგად, ძირეულად შეიცვალა, გაჯანსაღდა და გამრავალფეროვნდა სტუდენტური ცხოვრება. დღეს, ჩვენ პირველად ვართ აღჭურვილი ყველა იმ ბერკეტით, რაც მოემსახურება სტუდენტურ პროექტთა და ღონისძიებათა განხორციელებას რეალურ ცხოვრებაში. გვაქვს აგრეთვე კარგად ჩამოყალიბებული პრიორიტეტები და ხედვები, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში სტუდენტურიცხოვრება უნივერსიტეტში. ამჟამად, ვმუშაობთ 2007 წლის სტუდენტურ პროგრამაზე, ვგეგმავთ სამეცნიერო კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას, ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ დავამკვიდროთ ახალი ურთიერთობები სხვა უნივერსიტეტებთან, მანაწილეობა მივიღოთ ბოლონიის პროცესის მართვაში.
   _  როგორ შეაფასებდით დღესდღებით სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ რეფორმას, რა არის თქვენთვის ყველაზე ნიშანდობლივი და შენიშვნის საფუძველი?
_  ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის რეფორმას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ, რეფორმამ მოგვცა საშუალება საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან _ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან ერთად შეგვექმნა სტუდენტურ განათლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი. თანამედროვე სასწავლო პროგრამები და სტუდენტზე ორიენტირებული პროგრამა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ხარისხიანი განათლება და გავხდეთ კონკურენტუნარიანები თანამედროვე მოთხოვნილებებთან მიმართებაში. რაც შეეხება ნაკლს, რეფორმის მთავარი ნაკლი ის იყო, რომ მისი მიმდინარეობის განმავლობაში იყო საინფორმაციო ვაკუუმი და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ ჰქონდათ გათვითცნობიერებული ამ ცვლილებების მნიშვნელობა, რაც იწვევდა გაურკვევლობას.
   _  როგორ შეაფასებდით სტუდენტურ ცხოვრებას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა იგი? აი, მაგალითად, გაზეთ „ახალგაზრდა იურისტს“ მალე საკუთარი ებ გვერდი ექნება, რას იტყოდით ამის შესახებ?
_  ჩემი აზრით, სტუდენტური ცხოვრება ძალიან საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება. ყველა სტუდენტური ინიციატივა მხარდაჭერის ღირსია.
დღეს ინტერნეტი ყველა სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია და შესაბამისად, ძალიან კარგია ასეთი რეიტინგული და პოპულარული სტუდენტური გაზეთის ინტერნეტში ხილვა და გაცნობა. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ტრადიცია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. უნივერსიტეტის სტუდენტობა ერთიანი უნდა იყოს.
ნანახია: 1000 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz