ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 9:12 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » "ჩვენი საქმიანობა მიმართულია ყველა სტუდენტის ინტერესებისა და ინიციატივების დაკმაკოფილებისკენ”
"ჩვენი საქმიანობა მიმართულია ყველა სტუდენტის ინტერესებისა და ინიციატივების დაკმაკოფილებისკენ”
2:14 PM

- თორნიკე, სახელმწიფო უნივერსიტეტში რეფორმის შედეგს წარმოადგენს ბევრი სიახლე, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობაც. ნოვაციაა უნივერსიტეტის სინამდვილეში სტუდენტური პარლამენტის შექმნაც. იქნებ მოკლედ მოგვითხროთ მისი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ...

- სტუდენტური პარლამენტი წარმოადგენს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელის წევრებიც არიან საფაკულტეტო თვითმართველობის მიერ არჩეული პირები, ანუ ექვსივე
ფაკულტეტს ჰყავს თავისი წარმომადგენლები იმ ორგანოში რომელიც განსაზღვრავს თვითმართველობის საქმიანობის მიმართულებას, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო დონეზე. პრაქტიკულად, პარლამენტი წარმოადგენს ორგანოს, სადაც გადაწყვეტილება მიიღება ყველა ფაკულტეტის მონაწილეობით.

- თქვენ ბრძანდებით უნივერსიტეტის სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარე. როგორ მოხდა თქვენი არჩევა და როგორია თქვენი საქმიანობის განხორციელების კონცეფცია? რა არის პრიორიტეტი სტუდენტური პარლამენტისათვის და რას უნდა ელოდოს საუნივერსიტეტო საზოგადოება თქვენი მოღვაწეობისაგან?

- პრიორიტეტს წარმოადგენს ის პროექტები და ღონისძიებები რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს უფრო საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო უნივერსიტეტში, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სტუდენტებს კერძო ინიციატივების განხორციელებაში. რაც შეეეხება საუნივერსიტეტო საზოგადოების მოლოდინს, ვთვლი რომ საქმის კეთება ერთობლივი ძალების გარეშე შეუძლებელია.

- თორნიკე, უნივერსიტეტის თვითმმართველობის დებულების გაცნობის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობა სტუდენტური პარლამენტის მმართველობის ფორმას წარმოადგენს, რადგანაც საუბარია კონტროლის გაწევაზე თვითმმართველობის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობისათვის. თქვენი აზრით, რამდენად მოქნილია თვითმმართველობის ასეთი სისტემა, რა იგულისხმება კონტროლის მექანიზმში და რამდენად დაბალანსებულია თქვენი ურთიერთობა უშუალოდ თვითმმართველობის პრეზიდენტთან და თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებთან?

- სტუდენტური თვითმართველობის დებულების დაწერის დროს ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა ისეთი სტრუქტურა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული მხოლოდ ერთ პირზე. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა უნდა განხორციელებულიყო კოლეგიალური პრინციპებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოფიქრებული იქნა ორგანო, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ ექვსივე ფაკულტეტის თვითმართველობის დელეგატები, შესაბამისად, ეს ორგანო იქნებოდა, ზოგადად გადაწყვეტილების მიმღები და განმსაზღვრელი იმ საქმიანობისა, რასაც შემდგომში განახორციელებდა სტუდენტური თვითმართველობა. ამჯერად მივიღეთ სტრუქტურა, სადაც ექვსივე ფაკულტეტი ანუ მთელი უნივერსიტეტი მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში.

- თორნიკე, სტუდენტური პარლამენტის უფლებამოსილებაა კვარტალში ერთხელ მოისმინოს თვითმმართველობის პრეზიდენტის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. როდისთვის გეგმავს სტუდენტური პარლამენტი თვითმმართველობის პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებას და რა აქცენტებს ელოდებით პირადად თქვენ თქვენი კოლეგებისაგან?

- გამიჭირდება კონკრეტული თარიღის დასახელება თუ როდის წარდგება სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე, თუმცა გარწმუნებთ დებულებით განსაზღვრულ ვადებს არ გადავაცილებთ, რაც შეეხება აქცენტებს, სავარაუდოთ საგარეო ურთიერთობებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

- როგორია სტუდენტური პარლამენტის ურთიერთობა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც არ არიან არჩეულნი ამ ორგანოში, მაგრამ არანაკლებ საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან. როგორია თქვენთვის ერთი სტუდენტის ინიციატივა?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც სტუდენტური თვითმართველობა წარმოადგენს სტუდენტთა მიერ არჩეულ ორგანოს. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა მიმართულია ყველა სტუდენტის ინტერესებისა და ინიციატივების დაკმაკოფილებისაკენ.

- თორნიკე, როგორ შეაფასებდით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს? როგორც სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარე, რა მოგწონთ და რას ვლიდით სასწავლო პროცესში? თქვენ რით ახსნით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების საზოგადოებრივ დრამატიზირებას?

- ბუნებრივია, უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომელიც დაგროვდა მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ არის სურვილი და რეალური მოქმედება მიმართული ამ პრობლემების გადასაწყვეტად, რაც მისასალმებელია და ამ პროცესში ყველამ და მათ შორის ჩვენც, სტუდენტებმა უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. რაც შეეხება საზოგადოების მიერ დრამატიზირებას უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებისა, ვფიქრობ, გამოწვეულია არასათანადო ინფორმირებისა.

- თორნიკე, უნივერსიტეტის სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელობა ძალიან საპატიოა. ამასთანავე, თქვენი საქმიანობა გადაწყვეტილებებში უზუსტეს გათვლას მოითხოვს. გყავთ თუ არა კონკურენტები, ოპონენტები და რას ეტყოდით მას?

- არავის აღვიქვამ კონკურენტად, ვინაიდან მიმაჩნია, რომ საქმის კეთება შეუძლებელია ერთიანობის გარეშე. დიახ, გეთანხმებით, საპატიო და საპასუხისმგებლოა სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელობა. შევეცდები იმედები გავამართლო...

- თორნიკე, მას შემდეგ, რაც თქვენ სტუდენტური პარლამენტის სადავეებთან მოხვედით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება. რამდენად სამართლიანი და მომთხოვნი აღმოჩნდით თქვენი კოლეგების მიმართ?

- მომთხოვნი ნამდვილად ვარ, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ სტუდენტების მიერ არჩეულ პირებს, მათ მოგვცეს იმის საშუალება, რომ გვეკეთებინა საქმე და ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაწბილოთ მათი იმედები. რაც შეეხება იმას, ვარ თუ არა სამართლიანი, ეს კითხვა ალბათ იმათ უნდა დაუსვათ ვისთან ერთადაც ვაკეთებ საქმეს.

- როგორი იყო სტუდენტური პარლამენტის მოღვაწეობის გზა დღემდე - წინააღმდეგობრივი, დინამიური თუ ინიციატივებით დატვირთული? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ვთვლი, რომ დინამიური და ინიციატივებით დატვირთული. მსურს, რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ სტუდენტების ყოფნა უნივერსიტეტში.

- თორნიკე, თქვენ პირველად გხვდებათ ჩვენი გაზეთი. კითხულობთ თუ არა მას და რა იქნება თქვენი შენიშვნები და სამომავლო სურვილები?

- სურვილი მაქვს, რომ თქვენმა გაზეთმა მოიცვას მთელი უნივერსიტეტი და არ შემოიფარგლოთ მხოლოდ თქვენი ფაკულტეტით. ვფიქრობ კარგი იქნება თუ დაინტერესდებით ყველა ფაკულტეტზე
ნანახია: 1071 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz