ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » იყო უნივერსიტეტის დაცვა – არის დიდი პატივი და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაც
იყო უნივერსიტეტის დაცვა – არის დიდი პატივი და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაც
2:15 PM
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" ბოლო ნომერში დაიბეჭდა წერილი სახელწოდებით "სჭირდება თუ არა უნივერსიტეტის რექტორს დაცვა," თუმცა აქვე განვმარტავ, რომ ამ წერილით გამოხატული იყო სტუდენტების ზოგადი უკმაყოფილება დაცვის სამსახურის ცალკეული წევრების მიმართ. დღეს კი ორმხრივი სურვილის საფუძველზე საუბარი შედგა თსუ-ის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ბატონ თამაზ წიკლაურთან.

–ბატონო თამაზ, როგორია თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით?
– რაც შეეხება იმას, ხდება თუ არა შელაპარაკება საბუთების მოთხოვნისას, უნდა ავღნიშნო, რომ სტუდენტთა რაოდენობა გაცილებით დიდია თანამშრომელთა რაოდენობაზე, არიან სტუდენტები და სამწუხაროდ მათი რიცხვი დიდია, რომელთაც არ ესმით სტუდ-ბილეთის თან ქონისა და ჩვენების მნიშვნელობა, ამის ნიადაგზე კი ნამდვილად ხშირია კამათი. ძველი დამოკიდებულება, რომ შეცვლილიყო, დაიწყო რეფორმა, რეორგანიზაცია, თანამშრომლების გაწმენდა და ვფიქრობ შედეგიც არის. ადამიანები, რომლებიც იცავენ - უნივერსიტეტი სულში და გულში აქვთ გამჯდარი. ის, რომ – იყო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი, არის დიდი პატივი და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობაც. ამიტომ კარგი იქნებოდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც დაცვის მიმართ საყვედურს გამოთქვამს, თავი წარმოიდგინოს დაცვის თანამშრომლის ადგილზე, უნივერსიტეტის კარში. საერთოდ, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ უნივერსიტეტი, თანამშრომლები, სტუდენტები და არა მარტო კანონის ძალით, არამედ ადამიანური პრინციპებითაც.
რამდენად მოყვა აღნიშნულ წერილს რეაგირება?
– რეაგირება ნამდვილად მოჰყვა, შედეგს კი ვფიქრობ, თავად სტუდენტები შეაფასებენ.
ჩვენთვის ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია, თუმცა იმისთვის რომ საკითხის გარშემო არავისთვის აღარ არსებობდეს კითხვის ნიშანი, მაინც გკითხავთ, ჰყავს თუ არა უნივერსიტეტის რექტორს პირადი დაცვა?
– არა, არ ყავს.
რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის დაცვა?
– უნივერსიტეტისთვის დაცვა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ უნივერსიტეტში არის დიდი ქონება, რომელიც ნამდვილად დასაცავია. აქედან გამომდინარე, დაცვის მნიშვნელობა მართლაც დიდია.
და ბოლოს, თუ გაქვთ გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" მიმართ შენიშვნა და რას უსურვებდით მას?
– შენიშვნა არ მაქვს, სურვილით კი გისურვებდით გაფართოებას, გამრავალტირაჟიანებას. ამასთანავე კარგი იქნებოდა თქვენი მხრიდან მითითებები, რჩევები და კრიტიკა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მოგილოცავთ 10 წლის იუბილეს...

გმადლობთ დროული განმარტებისათვის და საინტერესო საუბრისათვის.

ნანახია: 948 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz