ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 0:26 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » "უნივერსიტეტელობა დღესაც ყველაზე მეტად მეამაყება"
"უნივერსიტეტელობა დღესაც ყველაზე მეტად მეამაყება"
2:17 PM
ბატონო შალვა, თქვენ თბილსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხართ. როგორ გაიხსენებდით იმ წლებს და როგორი იქნება თქვენი თაობისა და ჩვენი თაობის შედარებითი დახასიათება?
- სულაც არ ვფიქრობ, რომ მე სხვა თაობის წარმომადგენელი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ლექციების კითხვა დავიწყე და ამიტომაც ამ განსხვავებას დიდად ვერც ვგრძნობ. თუმცა, მცირე განსხვავება მაინც არსებობს, ჩვენ უფრო იდეალისტები ვიყავით – თქვენ უფრო პრაქტიკულები. სტუდენტობა განსაკუთრებული წლებია თითოეული ადამიანისთვის. ამ დროს, აუცილებელია, როგორც კარგი განათლების მიღება, ასევე კარგად გართობაც. თანაც, როდესაც უნივერსიტეტში სწავლობ, უფრო ამაყიც ჩანხარ. სულაც არ მინდა მითოსში გადავარდე და მხოლოდ თეთრ ტაძარზე და მის დაამაარსებლებზე ვისაუბრო, მაგრამ ეტყობა როცა, ამდენი კარგი ადამიანი სწავლობდა, მუშაობდა და მოძრაობდა უნივერსიტეტში, ეს არის მიზეზი იმის, რომ უნივერსიტეტელობა დღესაც ყველაზე მეტად მეამაყება.
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თქვენ გახდით წარმატებული ადამიანი გარკვეული თვალსაზრისით იმ საქმეში, რასაც ბიზნესი ჰქვია. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობეს ეს?
- ბიზნესი არ არის მხოლოდ წარმოება. ბიზნესი არის ჩვენი საქმე. საქმე კი, რომელიც ავირჩიე არის მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მართალი გითხრათ, სულ სხვა მიმართულებით დავიწყე სწავლა. დავამთავრე გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის განხრით, შემდეგ ასპირანტურა და 2005 წლამდე უნივერსიტეტში დავიწყე ლექტორობა. შემდეგ დავამთავრე სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურა, რომლის დიპლომი, დღესაც არ ამიღია და კავკასიის აკადემიური ცენტრი მარეკეტინგის მიმართულებით. ბიზნესში მოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ ასე მოხდა, რომ ერთი წელია, უკვე რაც კომპანია `ეკო-ფუდში” ვარ.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი ადამიანისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და იქცეს პროფესიონალიზმად?
- პირველ რიგში, სასურველია გავერკვეთ, რა გვინდა. ამან შეიძლება დრო მოითხოვოს, მაგრამ ამისთვის ეს დრო არ უნდა შეგვეცოდოს. აუცილებელია განათლება, რომელიც მხოლოდ თეორიულ ცოდნად არ უნდა დარჩეს. პროფესიონალიზმი კი, ჩემი აზრით, არის დროის სწორი ორგანიზაცია და თუ საჭირო გახდა, 24 - საათიანი მუშაობის უნარი. და კიდევ, აუცილებელია იყო პატიოსანი და ზომიერი. ეს ბევრად უკეთესია და წარმატების მიღწევა სულაც არ არის რთული ამ თვისებების მეშვეობით.
- დღესდღეობით, კომპანია "ეკო-ფუდი" ერთ-ერთ სანდო საწარმოდ ითვლება და მომხმარების პატივისცემით სარგებლობს. წლებია, რაც თქვენ ამ საქმეს ემსახურებით. როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ნებისმიერი ბიზნესის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი წარმატების საწინდარი?
- მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "ეკო-ფუდი" წელს მხოლოდ 3 წლის ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხისა და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინების საფუძველზე, კომპანია რძის პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა. ეს არის მთლიანად ქართული ბიზნესი და მისი უპირატესობები გამოიხატება იმაში, რომ კომპანია არის მობილური, ორიენტირებულია მომხმარებელზე, ჰყავს პროფესიული და ამბიციური მენეჯმენტი. და კიდევ, კომპანია არის ოჯახივით. ზოგადად კარგია თუ ცუდი, ეს არ ვიცი, მაგრამ დღეს, რომ კომპანია აქტიურად იზრდება, ამას ყველა ხედავს და იმედია განვითარების და ზრდის ტემპი ყოველთვის მაღალ ნიშნულზე იქნება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტულ გარემოში გიწევთ მოღვაწეობა?
- გარემო კონკურენტულია. დღეს ბაზარზე ორი მსხვილი კომპანიაა, რომელთა წილი ბაზარზე 80%-ზე მეტია. ჩვენ აქედან გვიჭირავს 40%-ზე მეტი. საინტერესო ფაქტია, რომ ქართულმა პროდუქტმა უცხოური პროდუქტი თითქმის გააძევა ბაზრიდან და ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად კარგია.
- თვისება, რომელიც გეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობისას?
- არ ვიცი. შეიძლება ის, რომ ვცდილობ ადამიანები არ მოვატყუო.
- თქვენი კომპანია გაწეული მხარდაჭერისათვის ჩვენმა გაზეთმა დააჯილდოვა სპეციალური ნომინაციით `სტუდენტური პრესის ქომაგი.” როგორ ფიქრობთ, რამდენად დგას დღევანდელ სინამდვილეში იმის აუცილებლობა, რომ ვიყოთ ქველმოქმედნი?
- ქველმოქმედებას თუ აკეთებ, ეს არ უნდა ჩანდეს. მე არ ვფიქრობ, რომ თქვენს მიმართ ქველმოქმედი ვიყავი, უბრალოდ მხარში დაგიდექით და მქონდა ამის საფუძველი. თქვენ იყავით პირველი სტუდენტური ჯგუფი, რომელმაც უნივერსიტეტიდან მოგვმართა. კომპანიას უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მე თავად ვიყავი უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი და ვიცი, როგორ გვჭირდებოდა ხოლომე ვინმეს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი იდეები გაგვეხორციელებინა. ეს იყო და ეს. ასე, რომ ქომაგები თქვენ უფრო ხართ ჩვენი და ვფიქრობ ამ მხარდეჭერით ჩვენ უფრო კმაყოფილები ვართ.
- რას უსურვებდით გაზეთ "ახალგაზრდა იურისტს" და ზოგადად, უნივერსიტეტს, როგორც უნივერსიტეტელი და როგორც ერთი ქართველი?
- ძალიან ძნელია უნივერსიტეტს რაიმე ვუსურვო. მინდა, რომ რეფორმები განხორციელდეს ბოლომდე. ეს არის აუცილებელი. "ახალგაზრდა იურისტს" და ყველა თქვენს თანამშრომელს კი მინდა ვუსურვო დიდი იურისტობა.
- გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის. გისურვებთ წარმატებებს.
ნანახია: 1052 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz