ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-03-28, 12:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » "ჩვენ მომხრე ვართ, რომ რეგიონებში საუნივერსიტეტო განათლება განვითარდეს.”
"ჩვენ მომხრე ვართ, რომ რეგიონებში საუნივერსიტეტო განათლება განვითარდეს.”
2:18 PM

- რამ განაპირობა უნივერსიტეტის ფილიალების გაუქმება. ისინი კოლეჯებად ჩამოყალიბდება თუ უმაღლეს სასწავლებლებად?

- ფილიალების რეორგანიზაციის აუცილებლობა დადგა `უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2007-2008 სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტებმა უნდა გადაწყვიტონ ფილიალების მომავალი ბედი ანუ ფილიალების რეორგანიზაცია დამოუკიდებელ ფაკულტეტად, ან განსაზღვრონ რეკომენდაციის სახით ამ ფილიალების რეორგანიზაცია. როგორც ასეთი, ფილიალების რეორგანიზაციის ფორმას, კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ” არ განიხილავს. Aაქედან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უახლოეს მომავალში, წარადგენს თავის მოსაზრებებს ფილიალებში ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგეგმავთ ახალციხეში სოხუმის ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ხოლო სოხუმის ფილიალის რეორგანიზაცია მოხდეს უნივრსიტეტის სახით. ამ გეგმას რეკომენდაციის სახით წარვუდგენთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის. რაც შეეხება ოზურგეთისა და ფოთის ფილიალებს, სავარაუდოდ მოხდება მათი ლიკვიდაცია, ან განიხილება მათი სკოლებად გარდაქმნის საკითხი. ზუგდიდში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი კოლეჯი, რომელსაც ექნება საბაკალავრო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო სიღნაღის ფილიალის რეორგანიზაცია მოხდება კოლეჯის სახით.

- რამდენად მართებულია ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განათლემის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა?

- სახელმწიფოს ინტერესია, სტუდენტს მისცეს სათანადო ხარისხის განათლება. ამიტომ როცა ჩვენ განვსაზღვრავთ ფილიალების რეორგანიზაციის საკითხს, ერთადერთი ამოსავალი პუნქტი გახლავთ სწორედ იქ არსებული ადამიანური, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილავდით მათი რეორგანიზაციის ფორმებს, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ფილიალებს არ შეუძლიათ ამ კუთხით სტუდენტთა უზრუნველყოფა, სათანადო დონის პროგრამების განხორციელება, ჩვენი აზრით, ყველაზე ოპტიმალურია, მოხდეს მათი ჩანაცვლება კონკრეტული კოლეჯის ფორმით. სახელმწიფოს ინტერესსში შედის, რომ ჩვენ ვიყოთ გულწრფელნი, არ მოვატყუოთ არც სტუდენტი და არც მისი მშობელი. ჩვენ ყველა თვალსაზრისით, მომხრე ვართ, რომ რეგიონებში განვითარდეს საუნივერსიტეტო განათლება და შეიქმნას ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრები, მაგარამ ამის გაკეთება შეიძლება სხვა ფორმით. სწავლება უნდა წარიმართოს სათანადო სტანდარტებით და ამა თუ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების შემდეგ სტუდენტს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია. სწორედ ახალციხეში იქმნება ინსტიტუტი ანუ გაცილებით უფრო მაღალი დონის სასწავლებელი, ვიდრე აქამდე იყო. დღემდე მესხეთის ფილიალში არ ხორციელდებოდა სამაგისტრო პროგრამები და უკვე ეს შესაძლებელი გახდება. გარდა ამისა, ახალქალაქში ჩამოყალიბდება პროფესიული უმაღლესი სკოლა. რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, აქ უნივერსიტეტი სიამოვნებით შესთავაზებს მოსახლეობას სწავლის გაგრძელების საშუალებას., რამდენადაც ეს რეგიონი გეოგრაფიულად არ არის დაშორებული დედაქალაქს.

- რამდენად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტის გარემო იმას, რომ სტუდენტმა იფიქროს წარმატებულ მომავალზე და რა შეიძლება შევთავაზოთ რეგიონის მოსახლეობას თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად?

- მოსახლეობა შეიძლება იყოს კმაყოფილი მხოლოდ მაშინ, როდესაც მას გარანტირებული ექნება, რომ სტუდენტი მიიღებს სათანადო კვალიფიკაციას და მაღალი ხარისხის განათლებას. ჩვენ არ გვინდა, ვინმეს შევუქმნათ ილუზია და დავპირდეთ სწავლების ისეთ შესაძლებლობებს, რომლის განხორციელებაც შემდგომ უნივერსიტეტისათვის პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს. ცალკეულ რეგიონებში, არაქართული მოსახლეობის ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ განათლება შეიძლება იყოს მათი წარმატებული, პროფელიული კარიერის წინაპირობა. ბუნებრივია, ვითვალისწინებთ რეგიონის ინტერესებსაც, მაგრამ რაიმე შეღავათები სწავლის თვალსაზრისიაათ, ეს იქნება ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება დღეს რეგიონს გავუწიოთ. ასეთი მანკიერი პრაქტიკა ნიშნავს, რომ ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ მათ ბედს. ეს რეგიონები კიდევ რამდენიმე წელიწადი აღმოჩნდებიან ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათი კურსდამთავრებული არაკონკურენტუნარიანი იქნება შრომის თავისუფალ ბაზარზე. ასეთი მდგომარეობა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს; ამიტომ, უნივერსიტეტთან ხელშეკრულების ბაზაზე, რეგიონებს შევთავაზეთ შეთანხმება, რომ ჩვენ ჩავერთვებით მათ საწავლო პროცესში. Gგარდა ამისა, ცალკეული რეგიონები ფიქრობენ, განავითარონ რეგიონში მცხოვრები სტუდენტების ხელშეწყობის სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათ გადინებას როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის წამყვან სასწავლებლებში ხელშეკრულების საფუძველზე და იმ პირობით, რომ ისინი სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ თავიანთ რეგიონებში.

- პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უნდა მომხდარიყო ზუგდიდისა და ახალქალაქის ფილიალების ლიკვიდაცია...

- მე არ ვიცი ამის შესახებ. ბატონი პრეზიდენტისა და სახელმწიფოს პოლიტიკა გახლავთ ძლიერი საგანმანათლებლ;ო დაწესებულების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა, მაქსიმალური დახმარება და ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება.Uვმუშაობთ იმისათვის, რომ გონივრულ ვადაში ჩვენ გვქონდეს ინტელექტუალური პოტენციალი იმ რესურსებისა, რომლის საფუძველზეც შეიძლება რეგიონებში განვითარდეს საუნივერსიტეტო განათლება.

ნანახია: 1101 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz