ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 6:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » მე, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვიყო... ანუ რას ფიქრობს სტუდენტები
მე, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვიყო... ანუ რას ფიქრობს სტუდენტები
2:19 PM
ბავშვობაში, ალბათ ყველას დაგვიგეგმავს ჩვენი მომავალი და ხშირად წარმოგვიდგენია, როგორ მოვიქცეოდით ამა თუ იმ სიტუაციაში. გვიოცნებია, გავმხდარიყავით ცნობილი მსახიობი, წარმატებული მოდელი, გავლენიანი პოლიტიკოსი ან თუნდაც, პრეზიდენტი! მაგრამ, ეს იყო “ადრე”... მაშინ, როცა მომავალს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდით და გეგმებს ოცნების სუნი ასდიოდა!
გადის დრო... გვეცვლება შეხედულებები... უფრო პრაგმატულები და მიზანმიმართულნი ვხდებით. ნაკლებს ვოცნებობთ და კონკრეტული მოქმედებების განხორციელებაზე ვართ ორიენტირებული.
არ ვიცი, რაზე ოცნებობდნენ ჩემი რესპოდენტები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ უნივერსიტეტის რექტორობაზე ეოცნებათ! მიუხედავად ამისა, შევთავაზე სიტუაცია: “მე რომ რექტორი ვიყო. . . “ ჰოდა, ფანტაზიაც ამოქმედდა! უნდა აღვნიშნო, რომ სტილი დაცულია.
ვაკო საღინაძე; იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი: "მე, რომ რექტორი ვიყო, აუცილებლად ვიზრუნებდი, რომ ყველა აუდიტორია ბოლომდე გარემონტებული იყოს და აღჭურვილი ყველანაირი საჭირო ინვენტარით. სტუდენტმა უნდა იგრძნოს, რომ იგი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არა რაიმე ორღობეში გახსნილ სასწავლებელში. შეიძლება, ეს უმნიშვნელოა, მაგრამ როგორც სტუდენტი, ისე ვამბობ, რომ აუდიტორიის ინტერიერზე ბევრადაა დამოკიდებული ის, თუ როგორ ისწავლის სტუდენტი და როგორი ყურადღებით მოისმენს ლექციებს.”
დავით მაკარაძე; იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი: `მე რომ რექტორი ვიყო, შევეცდებოდი შემექმნა ისეთი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა მომავალში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმებას.”
ალექსი მერებაშვილი; იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი: “1.პროფესორ-მასწავლებლებს მოვუმატებდი ხელფასებს; 2. იურიდიულ ფაკულტეტზე გავაუქმებდი გამოცდაზე ასაღებ სავალდებულო 20 ქულას; 3. გავაუქმებდი კრედიტების ლიმიტს; 4. უფრო აქტიურად ვითანამშრომლებდი საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან. ხელს შევუწყობდი გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და განვითარებას.”
მარიამ გეწაძე; აღმოსავლეთმცოდნეობა, II კურსი: “მე რომ რექტორი ვიყო, ბევრ ნიჭიერ სტუდენტს მივცემდი საშუალებას საზღვარგარეთ გაევლოთ სტაჟირება.”
ნათია მარღიშვილი; აღმოსავლეთმცოდნეობა, II კურსი: “მე რომ რექტორი ვიყო, სტუდენტებს საშუალებას მივცემდი 24-საათის განმავლობაში ესარგებლათ ბიბლიოთეკებით.”
თიკო წიკლაური; აღმოსავლეთმცოდნეობა, II კურსი: “მე რომ რექტორი ვიყო, უნივერსიტეტის ყველა კორპუსის ინვენტარიზაციას უზრუნველვყოფდი. წარჩინებულ სტუდენტებს დავურიგებდი გაყინულ სტიპენდიებს.”
ნინო მელიქიშვილი; ფსიქოლოგია, II კურსი: “მოვაგვარებდი სახელმძღვანელოების პრობლემას. ვათარგმნინებდი ქართულად იმ წიგნებს, რომლებიც საჭიროა და ქართულად არ არის.”
თიკო თარხნიშვილი; ფსიქოლოგია, II კურსი: “ყოველ ფაკულტეტზე უზრუნველვყოფდი პრაქტიკის გავლას პროფესიების მიხედვით, ანუ რომ დაამთავრებს პრაქტიკა გავლილი უნდა ჰქონდეს სრულყოფილად.”
ვახტანგ ჯიქია; ფსიქოლოგია, II კურსი: “მეტ ყურადღებას მივაქცევდი ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხებს. ვეცდებოდი გამეადვილებინა ურთიერთობა სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის. სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციას გაცილებით ხელმისაწვდომს გავხდიდი.”
ვფიქრობ, აღნიშნული სტატია, კომენტარს არ საჭიროებს. უნებურად მკვეხარა ქოთნის და ციცხვის ამბავი გამახსენდა. თუმცა, ეს ისე, ჩემთვის გავიფიქრე...
ნანახია: 1514 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.8/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz