ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 3:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევა ჩვენი შეურაცხყოფაა.
მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევა ჩვენი შეურაცხყოფაა.
2:21 PM

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აჭარაში ტაძრის დანგრევის ფაქტის გამო შეშფითებულია. "ახალაგაზრდა იურიტი” სტუდენტებს გაესაუბრა.

ანი ბეჟანიშვილი II კურსი - ეს არის ერის სულიერი დეგრადაცია, რადგანაც ქართველი ხალხი აქამდე ჩვენმა სარწმუნოებამ მოგვიყვანა. შეიძლება შეეხო ყველაფერს, მაგრამ არა სარწმუნოებას. ეკლესია სიმბოლოა ჩვენი სარწმუნოების. ქართველი კაცისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა სწორედ სარწმუნოების შეურაცხყოფაა.

ნინო ბანეტიშვილი II კურსი - ჩემი აზრით, თუ უკანონოდ აშენდა ეს ეკლესია, საერთოდ არ უნდა აეშენებინათ, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკლესიის დანგრევა აღმაშფოთებელი ფაქტია.

კესო მოსიძე II კურსი - ეს ვანდალური ფაქტია და არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება. არ ვიცი პრეზიდენტი ამაში რამდენად არის ჩართული, მაგრამ მართლმადიდებელ ქვეყანაში, როცა ასეთი რამ ხდება, ანგრევენ ეკლესიას, წარმოუდგენელია ეს თუნდაც აჭარის ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი ორგანოსთვის არ იყოს ცნობილი და არაფერს ვამბობ ჩვენს მთავრობაზე. ყოვლად გაუმართლებელია როცა იმ ადგილზე გასართობი კომპლექსის აშენებას აპირებენ. თანაც აჭარა ის რეგიონია, სადაც ყველაზე მეტადაა მომრავლებული სხვა სარწმუნოების ხალხი და ამ რეგიონში ყველაზე მეტადაა ეკლესიების არსებობა საჭირო.

ლელა ნოზაძე II კურსი - ეკლესიის ნგრევის ფაქტი უარყოფით შედეგს იწვევს, მაგრამ მისი სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არ ვიცი.

მედია აკოცაშვილი II კურსი - რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ფაქტი. რაც არ უნდა იყოს ტაძარია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ნებართვა მაინც არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ რადგან სულიერი ცენტრი გაცილებით უფრო ძვირფასია ვიდრე რაღაც მონუმენტი.

თამაზ გაგოშიძე II კურსი - ასეთი რამ მართლმადიდებელ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ეკლესიებზე.

დიმიტრი გოგოლაძე II კურსი - პირველ რიგში, ეს ვანდალური ფაქტია და სახალმწიფომ ეს სახელმწიფო დონეზე აუცილებლად უნდა გამოიძიოს და თუ კი ამაში სახელმწიფო პირებიც არიან გარეული, მაშინ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უნარი აღიაროს საკუთარი შეცდომები.

ეკა შეთეკაური II კურსი - რა თქმა უნდა, არ არის კარგი ფაქტი და ქრისტიანულად და მორალურად არ არის გამართლებული. მართლმადიდებულ ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

გიორგი ასაბიძე II კურსი - ამ ფაქტით უკმაყოფილო ვარ, დაირღვა ჩვენი მორალური ფასეულობები.

ირინა ჯიბლაძე II კურსი - ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია.

ნინო გიუნაშვილი II კურსი - ჩემი აზრით, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ იმ პირებს, რომელთაც მშენებლობის ნებართვა გასცეს, რადგანაც მოხდა ამ ეკლესიის მშენებლობის დაწყება, მისი დანგრევა მართალია კანონიერია, მაგრამ უაღრესად ამორალური ფაქტი იყო.

ნინო ბიწაძე II კურსი - ამორალურია, რაც არ უნდა იყოს სათნოებას, სარწმუნოებას უკავშირდება და ასე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლებოდა მისი დანგრევა.

ნინო გრებენჩუკი II კურსი - ამ ფაქტმა ჩემი დიდი აღშფოთება გამოიწვია. ეკლესიებს აჭარაში უნდა ვაშენებდეთ, კი არ უნდა ვანგრევდეთ.

ქეთი ფალავანდიშვილი II კურსი - ჩემი აზრით, ეკლესიის დანგრევა საქართველოში საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფაქტია ქართველი ხალხისთვის. აჭარაში ეკლესიებს უნდა ვაშენებდეთ კი არ უნდა ვანგრევდეთ. სიტყვიერად არ შემიძლია გადმოვცე ჩემი ემოციები ამ ვანდალური ფაქტის მიმართ.

ნანახია: 1054 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz