ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » უნივერსიტეტის სტუდენტები იუბილარი გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" შესახებ
უნივერსიტეტის სტუდენტები იუბილარი გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" შესახებ
2:22 PM
ნინო გიუნაშვილი, II კურსი:
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" შესახებ ბევრი მსმენია და შეძლებისდაგვარად ვეცნობი კიდეც. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გაზეთია. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზეთში მომუშავე ახალგაზრდები პროფესიონალი ჟურნალისტები არ არიენ, ეს ფაქტი სრულიად არ იგრძნობა მათი სტატიების კითხვისას. გილოცავთ 10 წლის იუბილეს და წარმატებებს გისურვებთ.
მირანდა კერვალიშვილი, II კურსი:
ამ გაზეთის შესახებ ძალიან ზოგადად მსმენია.
ნინო ქიმატელიძე, II კურსი:
მსმენია, მაგრამ გაზეთს არ გავცნობილვარ.
მარიამ გოგორელიანი, II კურსი:
ბოლო ორი ნომერი მაქვს წაკითხული და ამ გაზეთის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. გისურვებთ, რომ უფრო გაგემრავალფეროვნებინოთ.
მელანო გოგისვანიძე, II კურსი:
გაზეთი არ წამიკითხავს, მაგრამ მის შესახებ მსმენია.
ბექა დუმბაძე, III კურსი:
ამ გაზეთის შესახებ არაფერი მსმენია.
თეა გორდულაძე, II კურსი: სამწუხაროდ, დიდი ხანი არ არის, რაც გაზეთ `ახალგაზრდა იურისტს~ ვიცნობ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ესაა: გმადლობთ, რომ არსებობთ.
ჟუჟუნა დიასამიძე, II კურსი:
ამ გაზეთის შესახებ მსმენია, მაგრამ არ გავცნობილვარ.
ირაკლი სიკიაშვილი, III კურსი: ვფიქრობ, კარგი გაზეთია.
ნინო გრებენჩუკი, II კურსი:
მე დავესწარი გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის~ მიერ იყო ორგანიზებული და კმაყოფილი დავრჩი. მართლაც, არაჩვეულებრივი საღამო იყო. გაზეთის აქტიური მკითხველი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე ნომერი მაქვს წაკითხული.
თაკო რაზმაძე, II კურსი: მშრალი გაზეთია, მრავალფეროვნება აკლია.
ალდინა ქაჩიბაია, II კურსი: მსმენია, მაგრამ არ წამიკითხავს.
გიორგი გულბანი, II კურსი:
გაზეთის რამდენიმე ნომერი მაქვს წაკითხული. ამ გაზეთს ძირითადად ელექტრო ვერსიით ვეცნობი. კმაყოფილი ვარ და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს გაზეთი უნივერსიტეტში არსებობს.
კესო მოსიძე, II კურსი:
ვიცი, რომ არსებობს სტუდენტური გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი", მაგრამ არ გავცნობილვარ. თუმცა სურვილი მაქვს, გავეცნო ამ გაზეთის შინაარსს.
მარიამ კუკავა II კურსი:
საინტერესო გაზეთია. საინტერესოა თემატიკის მხრივ, ობიექტურად ასახავს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. გისურვებთ წარმატებებს.
ნიკა ჯალიაშვილი, II კურსი:
გაზეთის შესახებ მსმენია, მაგრამ გაზეთის შინაარსს არ გავცნობილვარ.
გვანცა ჩვიმანია, II კურსი:
რამდენიმეჯერ მქონდა შეხება, აქტიური მკითხველი არ ვარ. ვუსურვებ უკეთესობისკენ შეცვლილიყოს. ისეთი თაობა მოდის მჯერა უკეთეთესობისკენ შეიცვლება.
ვიქტორია კიკაბიძე III კურსი:
გაცნობით არ ვეცნობი, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ასეთი გაზეთი არსებობს. ამ გაზეთს ვუსურვებ განვითარებას. მნიშვნელოვანია, როცა სტუდენტი კი არ კითხულობს, არამედ ქმნის.
მზია გულმაგარაშვილი, II კურსი:
გაზეთის ელექტროვერსიას ვეცნობი და ვფიქრობ, საინტერესოა. თვითონ გაზეთს არ გავცნობილვარ.
ლაშა მარგიშვილი, II კურსი:
"ახალგაზრდა იურისტი" უნივერსიტეტის პირმშო და ჩვენი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ ჩვენს გაზეთს საიუბილეო თარიღს. კვლავაც წარმატებებს, მკითხველის სიყვარულსა და პატივისცემას გისურვებთ.
მარი კვარაცხელია, II კურსი:
ამ გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ. მიხარია რომ დღეს გაზეთი იუბილარია. გილოცავთ ამ თარიღს, კიდევ უფრო განვითარებას და ბევრ წარმატებებს გისურვებთ.
ნინო ხაჩიძე, III კურსი:
იმ ფონზე, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა დიდი რეფორმები გამოიარა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება "ახალგაზრდა იურისტის" არსებობას ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან იგი მუდმივად სტუდენტების აზრს გამოხატავს და ობიექტურად აშუქებს მოვლენებს. გილოცავთ იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

ეკა სირაძე, I კურსი:
მსმენია ამ გაზეთის შესახებ, განსაკუთრებით კი დავინტერესდი მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი რედკოლეგიის წევრი გახდა. ფრიად შთამბეჭდავი იყო გაზეთის 10 წლის იუბილე, რომელსაც დავესწარი. მომავალში, გაზეთ `ახალგაზრდა იურისტს” ვუსურვებ წარმატებებსა და წინსვლას შემოქმედებით საქმიანობაში.
ირაკლი სამხარაძე, I კურსი:
მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გამიგია ამ გაზეთის შესახებ. ვუსურვებ სამართლებრივი მომწიფების უმაღლერს ხარისხსა და შრომისმოყვარე რედკოლეგიას.
თამთა ფეტვიაშვილი, I კურსი:
გაზეთ `ახალგაზრდა იურისტს” ვიცნობ და შეძლებისდაგვარად ვეცნობი კიდეც. ვუსურვებ იყოს დამოუკიდებელი, მართალი და ფაკულტეტის სტუდენტური ცხოვრების რეალურად ამსახველი.
მარიამ ქაროსანიძე, II კურსი:
ამ გაზეთის არსებობის შესახებ, მათი საიუბილეო პოსტერებიდან შევიტყვე. სასიამოვნოა, თუ სტუდენტებს აქვთ საშუალება, თავიანთი მოსაზრებების რეალიზაცია მოახდინონ ახალგაზრდულ გაზეთში. რა თქმა უნდა, შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ გაზეთის რედაქციას.
ქეთევან ქორიძე, I კურსი:
უნივერსიტეტში მოსვლის პირველივე კვირაში მქონდა საშუალება გავცნობოდი `ახალგაზრდა იურისტს.” სურვილიც კი გამიჩნდა, აქტიურად მეთანამშრომლა მასთან. გაზეთს შემოქმედებით ზრდას და უამრავ მკითხველს ვუსურვებ.
სალომე გოგლისიძე, III კურსი:
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" შესახებ მსმენია, მაგრამ პირადად, არ მქონია საშუალება გავცნობოდი მას. გისურვებთ, რომ შეძლოთ მეტი პოპულარობის მიღწევა და საზოგადოების სიყვარულის მოპოვება.
მარაიამ შაშიაშვილი, III კურსი:
სამწუხაროდ, `ახალგაზრდა იურისტს” ნაკლებად ვიცნობ. ალბათ, გაზეთი უფრო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა ცნობილი. ვუსურვებ მიაღწიონ მათთვის სასურველ სიმაღლეს და დაიმსახურონ მკითხველის ნდობა.
ნინო სალუქვაძე, IV კურსი:
`ახალგაზრდა იურისტის” შესახებ მსმენია, რადგანაც ჩემი მეგობრები აქტიურად ტანამშრომლობენ გაზეთთან. გისურვებთ, არ შეწყვიტოთ თქვენი მოღვაწეობა და ობიექტურად ასახოთ საუნივერსიტეტო ცხოვრება.
თინათინ უკლება, I კურსი:
`ახალგაზრდა იურისტის” შესახებ უნივერსიტეტში მოსვლის პირველივე დღებში შევიტყვე. რედაქციის მიერ ჩატარებული აქტიური ღონისძიებების მეშვეობით, რაც გაზეთის ერთ-ერთი ნომრის დარიგებით დამთავრდა. თავად ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ გაზეთი, საგულისხმოა. გისურვებთ წარმატებებსა და სამომავლო წინსვლას.

ნანახია: 1313 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz