ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » "ხალხის გამოკითხვა და ამ საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა აჯობებდა" - პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის კვალდაკვალ
"ხალხის გამოკითხვა და ამ საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა აჯობებდა" - პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის კვალდაკვალ
2:23 PM
საქართველოს კონსტიტუციაში მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორცილდა. 2008 წელს საქართველოში ერთდროულად ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ცვლილებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი. პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი გახდა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოცემული ცვლილება ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებები ასე დაჩქარებულად არ უნდა ხორცილელდებოდეს. სხვა მოსაზრებას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანას დღეს სწორედაც ასეთი ცვლილებები სჭირდება. თავად საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი მიუთითებს, რომ აუცილებელია ქვეყნის მართვა მმართველობის ყველა დონეზე ერთი გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის მიერ. პრეზიდენტი მიუთითებს გუნდური პასუხისმგებლობის საკითხს. კითხვით: ეთანხმებით თუ არა ახალი კონსტიტუციის მიღების იდეას და თვლით თუ არა, რომ მოქმედ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვილებები? - ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მივმართეთ. ცხადია, ამ თემასთან დაკავშირებით, სტუდენტურ საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. გაზეთი `ახალგაზრდა იურისტი” ამ თემას თავის უახლოეს ბეჭდვურ გამოცემაში მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს.

მარიამ კორკოტაშვილი: II კურსი:
ახალი კონსტიტუციის მიღება საჭირო არ არის, მაგრამ მოქმედში ცვლილებების შეტანას მივესალმები.

გვანცა ლალიაშვილი: II კურსი:
მომხრე ვარ, ახალი კონსტიტუციის მიღების. ბევრი ხარვეზია მოქმედ კონსტიტუციაში და უნდა გამოსწორდეს.

მარიამ ქარქაშაძე: II კურსი
ვფიქრობ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ასე ხშირად არაა გამართლებული. თანაც, ისეთი ცვლილება შევიდა, რომელსაც არ ვეთანხმები. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს.

თამუნა ბაზალაძე: I კურსი:
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ამ ემთხვევაში აუცულებელია, რადგან ჩვენი კონსტიტუცია განახლებას მოითხოვს.

გიორგი გულბანი: II კურსი:
ვფიქრობ, კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს. სჯობს, საქართველოში საპარლამენტი რესპუბლიკა დამყარდეს. ისიც საჭირო ცვლილებაა, პრესიდენტს, რომ აღარ აქვს მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება.

მარიკა მერაბიშვილი: III კურსი:
მოქმედ კონსტიტუციში ბევრი ცვლილება შედის და ჯობია ახალი კონსტიტუცია მიიღონ.

გიორგი იოსელიანი: II კურსი:
არ მომწონს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ სხვა ცვლილებები უნდა შევიდეს.

მაია ტალახაძე, II კურსი:
მარტო ორ მუხლს არ ვეთანხმები არჩევნების დანიშვნაზე. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგანაც ინტერესების გადახრა მიდის მმართველი პარტიისაკენ. დანარჩენს ვეთანხმები.

თემურ ფიფია, II კურსი:
მყისიერი ცვლილებები არ უნდა შევიდეს კონსტიტუციაში. ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო ხარვეზებს გამოიწვევს. ვფიქრობ, ხალხის გამოკითხვა და ამ საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა აჯობებდა.

ნანახია: 1018 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz