ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ფსევდოღვთისმოსავობა დღევანდელობაში
ფსევდოღვთისმოსავობა დღევანდელობაში
2:27 PM
დღეს, როცა ასე დიდია უფლის, ერისა და მოყვასის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი, როცა მრავალს კაცთაგან ერთმანეთისაგან ვერ განუსხვავებია ნათელი და ბნელი, სიკეთე და უკეთურობა, წმინდა და უწმინდური, ხოლო ქრისტეს მოძღვრება, მოციქულთა მიერ ნაქადაგევი წმინდა ღვთაებრივი ჭეშმარიტებანი, ადამიანური მინარევებით წაიბილწა, ბევრი რამის არცოდნის უბედურებას ცუდად ცოდნის უბედურებაც თან დაერთო. ერთმანეთში აგვერია ავი და კარგი, არ ვიცით, რას თანავუგრძნოთ, რა დავიცვათ და რა დავგმოთ.
მრავალი კითხვაც მოგვეჯარა. კითხვები, რომელთა პასუხებიც ჩვენი სასიცოცხლო არსებობის ამოსავალ წერტილებს ნიშნავს. სხვაგან სად შეიძლება ეძიო პასუხები, თუ არა წერილში იმის, რაც "სახარებაში" იკითხება, არ შეიძლება, უწოდო გენიალური, რადგან ის უფრო მაღალი ადამიანური გონის მაქსიმუმია.
სახარებისეულ მცნებათა შესრულება ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. მარტივი იმიტომ, რომ უფლისგან ქრისტიანული სული და ურთიერთსიყვარულის არა მხოლოდ უნარი, არამედ მოთხოვნილებაც გვაქვს მომადლებული. ძნელია იმიტომ, რომ ამაყები ვართ. ეს თვისება გვბოჭავს და ხელს გვიშლის, შევიცნოთ უფლის საიდუმლო.
დღეს მთელ მსოფლიოში ღირებულებათა გადაფასების ეპოქა, მეტისმეტი დაბნეულობისა და გზის ძიების ხანაა.
ხალხი განმსჯელია, თუ ის მომზადდა, როგორც საზოგადოება, კეთილგანმსჯელი ხალხის მომზადება კი რწმენისგან გაძრცვულ ადამიანთათვის შეუძლებელია. ამიტომ, იმატა დანაშაულმა და იმატა დანაშაულთა გამართლების ფილოსოფიამაც, ქრისტიანული ღვთისმოსაობის დემაგოგიური სამოსელით. დიახ, მართალია, რომ დიდია ქრისტიანული ჰუმანიზმის არსი და რომ სიყვარული და მიტევებაა ჩვენი აღმსარებლობის საფუძველთა საფუძველი, მაგრამ უფალი შეუწყნარებელია ბოროტებისადმი.
უნდა გვახსოვდეს, რომ დანაშაულთა ქომაგობას უფკრულისკენ მივყავართ. ქრსიტეს სახელი უკეთურებათა სანქციის უფლებას არავის აძლევს. პარადოქსულია, მაგრამ საზოგადოება უფრო ხშირად ბოროტმოქმედთა გასამართლებლადაა მსჯელობის ორიგინალურ ტექნიკას რომ იყენებს, სიკეთის ქომაგობას კი იმით გამოხატავს, რომ "დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
ვფიქრობ, მწერლის ეს სიტყვები არ გახლავთ მარტოოდენ მეთერთმეტე საუკუნის ისტორიის ასხვა. ის ახლაც მოქმედებს, ახლაც აქტუალურია, ოღონდ ესაა, სიძველესთან წილნაყარი სიმძაფრე აქვს შეძენილი.

 

ნანახია: 836 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz