ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » რა მიზნებს ემსახურება საქართველოში ათეისტთა ვებ-გვერდის პროპაგანდა?
რა მიზნებს ემსახურება საქართველოში ათეისტთა ვებ-გვერდის პროპაგანდა?
2:29 PM


მიქელანჯელო

“მხოლოდ მცირე ცოდნა გვაშორებს ღმერთს, ხოლო დიდ ცოდნას კვლავ მივყავართ ღვთისკენ”.
ფრენსის ბეკონი

“ორი რამ ავსებს სულს მარად ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებითა და მოკრძალებით, რაც უფრო ხშირად და დაბეჯითებით ვაზროვნებ მათზე. ესენია; ვარსკვლავებიანი ზეცა ჩემს ზევით და მორალური კანონი ჩემში”.
იმმანუელ კანტი

“რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
ჰე ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა.
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა!
მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა,
ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა!”
რუსთაველი

გიორგი მესხი

ეპისტოლარული ჟანრის დიდი მოყვარული არ გახლავართ; ისიც კარგად ვიცი, რომ ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიან, მაგრამ მაინც გადავწყვიტე თქვენთან შეხმიანება, რადგან ჩემი ეს წერილი თქვენს გამოფხიზლებას უფრო ისახავს მიზნად ვიდრე დაწყევლასა და შეჩვენებას.
დავიწყებ იმით, რომ თქვენ ჯერ კარგად უნდა გაერკვეთ თქვენსავე პოზიციებში. საწყის გვერდზე ვხვდებით ასეთ ფრაზას: “რა თქმა უნდა, შეუძლებელია, გადაჭრით ამტკიცო ღმერთის არარსებობა”. (ეს ფრაზა, ვგონებ, ერთადერთი “ნათელი წერტილია” თქვენს ნააზრევში, რასაც სავსებით ვეთანხმები, თუმცა დავამატებ იმას, რომ ღმერთის არარსებობის მტკიცება სიბრიყვეა). ამას მოსდევს სრულიად საწინააღმდეგო მსჯელობა:” უაზრობაა გჯეროდეს არარეალური, ზებუნებრივი ძალის, რომლის არსებობის მტკიცებულებაც არ გაგაჩნია”.
მე მგონი, თქვენც ხედავთ, რომ აშკარად წინააღმდეგობრივი მსჯელობაა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, შეგახსენებთ იმმანუელ კანტის თვალსაზრისს ამ საკითხზე. შეგახსენებთ აგრეთვე ტურინის სუდარის აუთენტურობას, რომლის მეცნიერულმა შესწავლამაც მრავალი ათეისტი მეცნიერი მიიყვანა
ღვთისმოსავობამდე (იხ. ზვიად გამსახურდია, “თ. ფანჯიკიძის ტრაგედია”). თქვენი დაჟინებული ლტოლვა “მტკიცებულებებისადმი” ურწმუნო თომას ამბავს მაგონებს. “რომ გწამდეს, ამისთვის ორგანოა საჭრო”. (გრიგოლ რობაქიძე) ჭეშმარიტი რწმენა ყოველგვარ მტკიცებულებათა მიღმა დგას, რადგან იგი ეფუძნება არა იმდენად ინტელექტუალურ, არამედ ინტუიტურ, გრძნობისმიერ მომენტებს.
რაც შეეხება თქვენს ომახიან მოწოდებას; “გჯეროდეს შენი თავის!”, თვითდაჯერება რომ ღვთისმოსავობას არ ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით, ხელსაც უწყობს მას, ამაში მიქელანჯელოს ცნობილი სიტყვები დაგარწმუნებდათ.
თქვენს ვებგვერდზე განთავსებული ფსევდოათეისტური გამონათქვამები ალბათ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად დაგჭირდათ, თუმცა ისინი უფრო თქვენს საწინააღმდეგოდ მეტყველებენ. ის ფაქტი, რომ შოპენჰაუერი და აინშტაინი რელიგიას აკრიტიკებენ, სულაც არ ნიშნავს ღმერთის არსებობის უარყოფას. ინგერსოლისა და მარკ ტვენის აბდაუბდათა მოხსენიება აინშტაინისა და შოპენჰაუერის გვერდით, ცოტა არ იყოს, უხერხულიც კია.
რაც შეეხება ჯონ ლენონის სიტყვებს, მათი მიჩნევა ათეისტურ გამონათქვამებად არასერიოზულია. ჯონ ლენონს, საერთოდ, ახასიათებდა წინააღმდეგობები, რადგან მისი მსოფლმხედველობა ფორმირების პროცესში იყო, რასაც თან სდევდა გაორების პრობლემა. შეგახსენებთ მის კომპოზიციებს; And So This Is Christmas, Beautiful Boy და სხვ. იმასაც შეგახსენებთ, რომ აუცილებელი არაა დიდი მუსიკოსი რომ იმავდროულად დიდი ფილოსოფოსიც იყოს.
დიდროს გამონათქვამებში აშკარად შეინიშნება, რომ მას კათოლიკე ინკვიზიტორებისა და რელიგიური ფილისტერებისადმი სიძულვილი ქრისტიანობისა და, ზოგადად, ღვთისმოსაობისადმი სიძულვილად გადაექცა. ამგვარი ტენდენცია თქვენს გამონათქვამებშიც შევნიშნე, ამიტომაც შეგახსენებთ ქრისტეს დამოკიდებულებას ფარისევლებისა და მღვდელმთავრებისადმი. საერთოდაც, ბიბლიას თუ გადაფურცლავთ, ურიგო არ იქნება.
ფრენსის ბეკონი ამბობდა, რომ მხოლოდ მცირე ცოდნა გვაშორებს ღმერთს, ხოლო დიდ ცოდნას კვლავ მივყავართ ღვთისკენ. ეს გამონათქვამი, ვგონებ, ზუსტად მიესადაგება ჩარლზ დარვინს. თქვენც ეს “მცირე ცოდნა” გიბიძგებთ ათეიზმისკენ, ამიტომაც გისურვებთ ცოდნის გაღრმავებას.
ათეიზმი, როგორც მეცნიერული თეორია, კარგა ხანია დამარცხდა. ათეისტთა (ანუ “უღმერთოთა”) შორის თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დიდ მოაზროვნეს, სამაგიეროდ მე შემიძლია ჩამოგითვალოთ უდიდესი ფილოსოფოსები, მწერლები, პოეტები, ხელოვანები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, კიბერნეტიკოსები, ისტორიკოსები, პოლიტიკოსები და სხვ. რომლებიც აღიარებენ ღვთის არსებობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მსოფლმხედველობა და ხასიათი ძირშივე გამორიცხავს ათეიზმს. თქვენი ნააზრევის გაცნობისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯეროვნად არ იცნობთ ქართულ ლიტერატურას, ამიტომაც გირჩევთ, გულდასმით წაიკითხოთ დიდ ქართველ მოაზროვნეთა ნაწარმოებები. (განსაკუთრებით გირჩევთ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების გაცნობას). მერწმუნეთ, ისინი გაცილებით მეტ სულიერ საზრდოს მოგცემენ, ვიდრე ინგერსოლისა და მარკ ტვენის გალიმათიები.
ბოლოს კი შეგახსენებთ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს:

“ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც კი გულში ჰნთებია,
ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით, რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა...
ისე მოჰკვდება, ვერ შედგეს
ერთ წამს ტრფობისა მთაზედა...
შორს არის, მეტად შორს არის
დაშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!


გისურვებთ, რომ მალე აგექციოთ გვერდი ამ გზისთვის!
ნანახია: 1276 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.8/6 |
სულ კომენტარები: 1
1 zva  
0
ძალიან დამაინტერესა სათაურმა, თუმცა სტატიში აბსოლუტურად სხვა თემაზე მიდის მჯელობა. იმისათვის რათა კამათში იყოთ მომგებიან მდგომარეობაში, არამც და არამც არ უნდა გადაუხვიოთ თემას. შედეგად ეს სტატია წარმოადგენს ერთგვარ კომენტარს ათეისტთა ფორუმიზე და არა ცალკე რამე სტატიას, რაც კარგავს ჩემთვის, მკითხველისათვის, მისადმი მიმზიდველობას.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz